x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508704
სანამ არ გაიხადეს, ვერაფერს მიაღწიეს - 5 მსახიობი, რომელმაც წარმატებას თამამ სცენებში თამაშით მიაღწია

image


ამ მსახიობების არც ისეთი მარტივი გადაწყვეტილება იმაში მდგომარეობდა, რომ "პიკანტური" სცენების გამოცდილების გავლით, ახალი პროფესიული დონისთვის მიეღწიათ. თამამი სცენები მათგან პირველ რიგში, საკუთარი თავის რწმენას, სიძლერესა და შეუპოვრობას მოითხოვდა.




დრიუ ბერიმორი, "Doppelganger" (1993 )


image


დრიუ კარიერის დასაწყისში მზად იყო ხელოვნებისთვის ყველანაირ რისკზე წასულიყო. მსახიობმა რეჟისორ ავი ნეშერის 1993 წელს გადაღებულ ფილმში "Doppelganger" მაყურებელი თავისი პროფესიონალიზმითა და გამბედაობით გააოცა, მსახიობს ფილმში დედიშობილა თამაში მოუწია, მას შემდეგ დრიუს თამამ სცენებში მონაწილეობა უკვე აღარ ეუხერხულება.



დომინიკ სვეინი, "ლოლიტა" (1997)


image


ნაბოკოვის სკანდალური რომანის ეკრანიზაციას დიდხანს და რთულად იღებდნენ - და აი, როგორც იქნა მან დღის სინათლეც იხილა! თუმცა მაყურებელმა ნამუშევარი ცუდად მიიღო, კრიტიკის ქარცეცხლში კინორეჟისორები აღმოჩნდნენ, რადგან იმ დროს მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მხოლოდ 15 წლის იყო. გადაღებების დროს სხვადასხვა სპეცეფექტები და ხრიკები იქნა გამოყენებული, რათა პარტნიორი მსახიობი თინეიჯერ გოგონას ვერ შეხებოდა.



მეგი ჯილენჰოლი, "მდივანი ქალი" (2002)


image


მეგი ჯილენჰოლი გაბედულად შეუერთდა იმ მსახიობთა რიგებს, რომლებიც კარიერის გულისთვის ყველაფრისთვის მზად იყვნენ. მსახიობისთვის ფილმ "მდივან ქალში" შესრულებული როლი ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც მისი სამსახიობო ბედი რადიკალურად შეცვალა. შავი კომედიის ჟანრის ფილმში არასებულ თამამ სცენებს მან თავი მარტივად გაართვა, რამაც არა მხოლოდ მის ნიჭს გაუსვა ხაზი, არამედ ჰოლივუდის პროდიუსერთა ყურადღებაც მიიპყრო.





აგნეშკა ვლოდარჩიკი, "სარა" (1997)



image


ამ პოლონური ფილმის სიუჟეტი მდიდარი ბიზნესმენის 16 წლის ქალიშვილისა და მისი პირადი მცველის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა შორისაც გრძნობები და ურთიერთმიზიდულობა ჩნდება. უცნაურია, რომ ფილმს საზოგადოების აღშფოთება არ მოჰყოლია მიუხედავად იმისა, რომ თემა საკმაოდ სარისკო იყო. ახალგაზრდა მსახიობისთვის აღნიშნული ფილმი მის კინოკარიერაში ერთგვარ პლაცდარმად იქცა.




ნატალია ნეგოდა, "პატარა ვერა" (1988)


image


ნატალია ნეგოდამ ფილმში "პატარა ვერა" მაყურებელი თავისი როლით მოხიბლა. მან არა მხოლოდ შესანიშნავად ითამაშა რთულ ემოციურ სცენებში, არამედ ეკრანზე საკუთარი შიშველი სხეულის დემონსტრირებაც ყოველგვარი მორიდების გარეშე მოახდინა. მისმა ნიჭმა უცხოელი პროდიუსერების ყურადღება ეკრანზე გამოჩენისთანავე მიიპყრო და მალევე უცხოურ პროექტებში მონაწილეობის შეთავაზებაც მიიღო.







0
748
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
748