სხვა გასაოცარი ფაქტები სამყაროს შესახებ, რომელიც შეგიცვლით მასზე წარმოდგენას 16 მაისი, 10:57 ვცხოვრობთ განვითარებულ ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ევოლუციის შესახებ ყველაფერი ვიცით და ისტორიაში, რომელიც სავსეა რიგ განვითარებებით, ჩვენთვის ახალი და საინტერესო აღარაფერი დარჩა, თუმცა, ცდებით!
სამყარო ჩვენს გაოცებას მუდმივად ახერხებს და დღევანდელ სტატიაში, სწორედ იმ თქვენთვის წარმოუდგენელ ფაქტებზე მინდა გესაუბროთ, რომელიც თავდაყირა დააყენებს თქვენს აქამდე არსებულ წარმოდგენებს. გასაოცარი ფაქტები სამყაროს შესახებ, რომელიც შეგიცვლით მასზე წარმოდგენას1. Twitter-ის კვერცხი. რა თქმა უნდა, ბევრმა თქვენგანმა შენიშნა კვერცხი Twitter-ის პროფილის შექმნისას და სწორედ აღიქვით, ვინც აღიქვით, რადგან იდეა, სწორედ რომ კვერცხია. და რატომ კვერცხი? ეს სიმბოლო ასახავს ახალი ცხოვრების დასაწყისს. შემქმნელების იდეის მიხედვით, ეს კვერცხი თითქოს ტვიტერის ჩიტმა დადო. 2. Volkswagen-ის ლოგო. სინამდვილეში, ფოლკსვაგენის ლოგოზე გამოსახულ ორ V-ს შორის მცირე დაშორებაა. მაგრამ რატომღაც ადამიანების უმეტესობა აღიქვამს ლოგოს, როგორც ერთმანეთთან გადაკვეთილ ორ ასო V-ს. 3. თვალის გადანერგვა. მეცნიერებას ჯერ არ უპოვია თვალის გადანერგვის გზა. ადამიანის თვალის სისხლძარღვთა სისტემა იმდენად რთულია, რომ მისი ნაწილობრივი აღდგენისთვისაც კი ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია. 4. ატამს სხვა ნებისმიერი ხილის გემო აქვს? თუ თქვენ მიირთმევთ ატამს და წარმოიდგინეთ, რომ სხვა ხილს ჭამთ, შეგიძლიათ რეალურად დააგემოვნოთ წარმოსახვითი ხილი. სცადეთ, ის ნამდვილად მუშაობს! 5. ჩიფსის პაკეტში ჰაერი არ არის. ჩიფსის პაკეტი შეიცავს არა ჰაერს, არამედ სპეციალურ გაზს. ის ანელებს ჟანგვის პროცესებს, რაც ზრდის პროდუქტის შენახვის ვადას და ასევე ხელს უშლის ჩიფსების დაშლას ტრანსპორტირების დროს. 6. ჩვენი ორგანიზმიდან გამოყოფილი აირები. ჩვენს ორგანიზმში წარმოქმნისას აირები აღწევს 37 გრადუს ცელსიუსს და ტოვებს ადამიანის სხეულს საათში 11 კმ სიჩქარით. ნეტავ ვის მოუვიდა აზრად ამ ყველაფრის გაზომვა? 7. ნაცისტური მისალმება. პოლონეთში ნაცისტური მისალმება კანონით ისჯება. ამის გამო შეიძლება ციხეში 2 წლით ჩაგსვან. 8. შიზოფრენიის დიაგნოსტიკა თვალების მიხედვით. არსებობს თვალის მარტივი ტესტი, რომელსაც შეუძლია შიზოფრენიის დიაგნოსტიკა 98, 3 პროცენტიანი სიზუსტით. 9. კუნთი, რომელსაც კოცნის დროს ვიყენებთ. სურათზე გამოსახულია ორბიკულარული კუნთი. სწორედ მას ვიყენებთ კოცნის დროს. 10. მილიარდერმა წამლების გარეშე 101 წელი იცოცხლა. ცნობილი მილიარდერი დევიდ როკფელერი, რომელიც 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, არასოდეს იყენებდა მედიკამენტებს, რადგან დარწმუნებული იყო მათ მავნებლობაში. 11. ხელჩაკიდებული ძილი. წავებს სძინავთ ხელჩაკიდებულებს, რათა დინებამ არ გაიტაცოს ისინი. 12. ყველა ვიყავით ერთუჯრედიანი არსება. თითოეული ჩვენგანი 30 საათის განმავლობაში ერთუჯრედიანი არსება იყო. კვერცხუჯრედისა და სპერმის შერწყმისას წარმოიქმნება უჯრედი, რომელსაც ეწოდება ზიგოტა, რომელიც ინახავს მომავალი ემბრიონის ყველა გენეტიკურ მონაცემს. ამ უჯრედის პირველი გაყოფა ხდება განაყოფიერებიდან მხოლოდ 30 საათის შემდეგ. 166 3-ს მოსწონს
|