ვცხოვრობთ განვითარებულ ქვეყანაში და ვფიქრობთ, რომ ევოლუციის შესახებ ყველაფერი ვიცით და ისტორიაში, რომელიც სავსეა რიგ განვითარებებით, ჩვენთვის ახალი და საინტერესო აღარაფერი დარჩა, თუმცა, ცდებით!
სამყარო ჩვენს გაოცებას მუდმივად ახერხებს და დღევანდელ სტატიაში, სწორედ იმ თქვენთვის წარმოუდგენელ ფაქტებზე მინდა გესაუბროთ, რომელიც თავდაყირა დააყენებს თქვენს აქამდე არსებულ წარმოდგენებს.
გასაოცარი ფაქტები სამყაროს შესახებ, რომელიც შეგიცვლით მასზე წარმოდგენას
1. Twitter-ის კვერცხი.![გასაოცარი ფაქტები სამყაროს შესახებ,
რომელიც შეგიცვლით მასზე წარმოდგენას image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051518062736558.jpg)
რა თქმა უნდა, ბევრმა თქვენგანმა შენიშნა კვერცხი Twitter-ის პროფილის შექმნისას და სწორედ აღიქვით, ვინც აღიქვით, რადგან იდეა, სწორედ რომ კვერცხია. და რატომ კვერცხი? ეს სიმბოლო ასახავს ახალი ცხოვრების დასაწყისს. შემქმნელების იდეის მიხედვით, ეს კვერცხი თითქოს ტვიტერის ჩიტმა დადო.
2. Volkswagen-ის ლოგო. ![გასაოცარი ფაქტები სამყაროს შესახებ,
რომელიც შეგიცვლით მასზე წარმოდგენას image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051518074836558.jpg)
სინამდვილეში, ფოლკსვაგენის ლოგოზე გამოსახულ ორ V-ს შორის მცირე დაშორებაა. მაგრამ რატომღაც ადამიანების უმეტესობა აღიქვამს ლოგოს, როგორც ერთმანეთთან გადაკვეთილ ორ ასო V-ს.
3. თვალის გადანერგვა. ![გასაოცარი ფაქტები სამყაროს შესახებ,
რომელიც შეგიცვლით მასზე წარმოდგენას image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051518124636558.jpg)
მეცნიერებას ჯერ არ უპოვია თვალის გადანერგვის გზა. ადამიანის თვალის სისხლძარღვთა სისტემა იმდენად რთულია, რომ მისი ნაწილობრივი აღდგენისთვისაც კი ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია.
4. ატამს სხვა ნებისმიერი ხილის გემო აქვს? ![გასაოცარი ფაქტები სამყაროს შესახებ,
რომელიც შეგიცვლით მასზე წარმოდგენას image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051518134536558.jpg)
თუ თქვენ მიირთმევთ ატამს და წარმოიდგინეთ, რომ სხვა ხილს ჭამთ, შეგიძლიათ რეალურად დააგემოვნოთ წარმოსახვითი ხილი. სცადეთ, ის ნამდვილად მუშაობს!
5. ჩიფსის პაკეტში ჰაერი არ არის. ![გასაოცარი ფაქტები სამყაროს შესახებ,
რომელიც შეგიცვლით მასზე წარმოდგენას image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051518144736558.jpg)
ჩიფსის პაკეტი შეიცავს არა ჰაერს, არამედ სპეციალურ გაზს. ის ანელებს ჟანგვის პროცესებს, რაც ზრდის პროდუქტის შენახვის ვადას და ასევე ხელს უშლის ჩიფსების დაშლას ტრანსპორტირების დროს.
6. ჩვენი ორგანიზმიდან გამოყოფილი აირები. ![გასაოცარი ფაქტები სამყაროს შესახებ,
რომელიც შეგიცვლით მასზე წარმოდგენას image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051518172536558.gif)
ჩვენს ორგანიზმში წარმოქმნისას აირები აღწევს 37 გრადუს ცელსიუსს და ტოვებს ადამიანის სხეულს საათში 11 კმ სიჩქარით. ნეტავ ვის მოუვიდა აზრად ამ ყველაფრის გაზომვა?
7. ნაცისტური მისალმება. ![გასაოცარი ფაქტები სამყაროს შესახებ,
რომელიც შეგიცვლით მასზე წარმოდგენას image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051518205936558.jpg)
პოლონეთში ნაცისტური მისალმება კანონით ისჯება. ამის გამო შეიძლება ციხეში 2 წლით ჩაგსვან.
8. შიზოფრენიის დიაგნოსტიკა თვალების მიხედვით. ![გასაოცარი ფაქტები სამყაროს შესახებ,
რომელიც შეგიცვლით მასზე წარმოდგენას image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051518222036558.jpg)
არსებობს თვალის მარტივი ტესტი, რომელსაც შეუძლია შიზოფრენიის დიაგნოსტიკა 98, 3 პროცენტიანი სიზუსტით.
9. კუნთი, რომელსაც კოცნის დროს ვიყენებთ. ![გასაოცარი ფაქტები სამყაროს შესახებ,
რომელიც შეგიცვლით მასზე წარმოდგენას image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051518232536558.jpg)
სურათზე გამოსახულია ორბიკულარული კუნთი. სწორედ მას ვიყენებთ კოცნის დროს.
10. მილიარდერმა წამლების გარეშე 101 წელი იცოცხლა. ![გასაოცარი ფაქტები სამყაროს შესახებ,
რომელიც შეგიცვლით მასზე წარმოდგენას image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051518251136558.jpg)
ცნობილი მილიარდერი დევიდ როკფელერი, რომელიც 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, არასოდეს იყენებდა მედიკამენტებს, რადგან დარწმუნებული იყო მათ მავნებლობაში.
11. ხელჩაკიდებული ძილი.![გასაოცარი ფაქტები სამყაროს შესახებ,
რომელიც შეგიცვლით მასზე წარმოდგენას image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051518260436558.jpg)
წავებს სძინავთ ხელჩაკიდებულებს, რათა დინებამ არ გაიტაცოს ისინი.
12. ყველა ვიყავით ერთუჯრედიანი არსება. ![გასაოცარი ფაქტები სამყაროს შესახებ,
რომელიც შეგიცვლით მასზე წარმოდგენას image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202405/2024051518272436558.jpg)
თითოეული ჩვენგანი 30 საათის განმავლობაში ერთუჯრედიანი არსება იყო. კვერცხუჯრედისა და სპერმის შერწყმისას წარმოიქმნება უჯრედი, რომელსაც ეწოდება ზიგოტა, რომელიც ინახავს მომავალი ემბრიონის ყველა გენეტიკურ მონაცემს. ამ უჯრედის პირველი გაყოფა ხდება განაყოფიერებიდან მხოლოდ 30 საათის შემდეგ.