x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"ქართულ ოცნებას“ ჰყავს საკუთარი მრევლის გონებაშეზღუდული ნაწილი, რომელიც ნებისმიერ ნაგავს ჭამს"-ზურაბ ჯაფარიძე
image

„ქართულ ოცნებას“ ჰყავს საკუთარი მრევლის გონებაშეზღუდული ნაწილი, რომელიც ნებისმიერ ნაგავს ჭამს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ გუშინ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.


„სინამდვილეში, კალაძე რასაც ლაპარაკობდა, მდინარაძე რასაც ამბობდა, ეს არის წმინდა წყლის ანტიდასავლური პროპაგანდა. ანტიდასავლური ნიშნავს პრორუსულ პროპაგანდას. სად არსებობს მასეთი მეგობარი, რომელიც გთხოვს, რომ შენ ენაზე არ ილაპარაკო ან საკუთარ იდენტობაზე უარი თქვიო? როგორ შეიძლება, ეგ მეგობარი იყოს?! ეგეთები ყოფილა მარტო რუსეთის ქვეშ, როცა გვარუსებდნენ ორი საუკუნის განმავლობაში. დასავლეთს აქ ფული აქვს დახარჯული ქართული კულტურის გადარჩენაზე, რუსეთს რუბლი არ აქვს დახარჯული მაგაზე. ის, რასაც კალაძე ლაპარაკობს, რომ არცერთი კლუბის, არცერთი გაერთიანების წევრობა არ მიღირს ჩემი ხალხისა და ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლადო, ეგეც იგივეა. ანუ, ადამიანებს ტვინში უჯენენ, თითქოს დასავლეთი და ევროკავშირი ჩვენგან რაღაცას ითხოვს, რაც ნიშნავს ქართველი ხალხის ინტერესის და საქართველოს ინტერესის წინააღმდეგ წასვლას. მაგათ ჰყავთ საკუთარი მრევლის გონებაშეზღუდული ნაწილი, რომელიც ნებისმიერ ეგეთ ნაგავს ჭამს. ჩვეულებრივად ჭამენ და, მათ შორის, ეგ ხალხი მათი დიდი ნაწილი არიან, რომლებიც მობმული ჰყავთ ასევე ფულით ბიუჯეტზე, როგორ არ უჯერებენ, ისინი უჯერებენ. ნებისმიერ ეგეთ რაღაცას ჭამენ და მერე დადიან, ავრცელებენ მეზობლებში, მეგობრებში. არის საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი, რომელიც მაგ ნაგავს ჭამს და სჯერა იმ სისულელეების, რომ ვითომ რაღაც გლობალური ომის პარტიას საქართველოს ომში ჩართვა უნდა“, – განაცხადა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძემ.


იმავე "ფორმულას" ეთერში ზურაბ გირჩი -ჯაფარიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას, რომელსაც სასამართლომ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა:



"არავის არ სჯეროდა, რომ ლაზარეს მოუწევდა 9 წლის ციხეში გატარება, გამორიცხული მეგონა ეგ ამბავი, მაგრამ ის, რომ ზურაბიშვილმა დღესვე მიიღო გადაწყვეტილება და ეს ადამიანი, სავარაუდოდ, ხვალ საღამომდე გამოვა, არის უმაგრესი ამბავი.


ლაზარესთვის დღეს დილით, რაც სასამართლომ მიუსაჯა, ეგ იყო პირდაპირი გზავნილი ნებისმიერი ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც შარშან მარტში, ქუჩაში იბრძოლეს, რომ შენ თუ იბრძვი ამ ქვეყნის მომავლისთვის, კეთილდღეობისთვის, დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, რაც არის დასავლური სამყაროს ღირებულებები, შენ შეიძლება დაამთავრო ციხეში და ცხოვრების მთელი ახალგაზრდობა, ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარო ციხეში, ისე, როგორც ეს ხდება რუსეთში - ეს იყო გზავნილი, რომელიც დილით გვითხრა ქართული ოცნების და ივანიშვილის მოსამართლემ და ის, რომ დღეს საღამო დასრულდა ასე, არის ფანტასტიური ამბავი."


2
52
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
52
  
14 აპრილი, 0:06
ჰო გირჩი ჯაფარა წადი ამერიკელ ინდიელებს მოუყევი რეზერვაციებში რუსები როგორ გვარუსებდნენ. ავსტრალიელ მკვიდრ მოსახლეობასაც მოუყევევი, კუნძულ ტასმანიის მკვიდრ მოსახლეობასაც მიუყევი( ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა ბრიტანელებმა ამ კუნძულის მოსახლეობა სულ გაწყვიტეს, ზუსტად იმ პერიოდში როცა რუსები ჩვენ "გვარუსებდნენ", ჯაფარ აფრიკაშიც ჩადი და იქაც მოყევი აფრიკელებს რუსები როგორ "გვარუსებდნენ". აფრიკაში ან ფრანგულად უნდა მოუყვე ან ინგლისურად. ნიგერშიც ჩადი იქედან ახლახანს გამობუნძულეს ფრანგები. ჯაფარ გარუსების პოლიტიკის ზღაპრები ბრიტანეთში მი-6-ში შეთხზული ზღაპრებია რომლებსაც შენისთანა ნაგვებს აჭმევენ და მერე თავის ჭკუაზე ახტუნავებენ სანამ ჭირდებათ შემდეგ კი ზელენსკივით გვერდზე მოისვრიან.
13 აპრილი, 23:47
არსებამ სახელად გირჩი დაირქვა და სხვის გონებაშეზუდულობაზე ლაპარაკობს, ჰა ჰა ჰა ჰა. ლოგიკაც რა "მაგარი" აქვს თუ რაღაცა დასავლური არ არის ის მაინცა და მინც რუსულია.
0 1 2