x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ფილიპინელმა ქალმა კატა შეჭამა და "მაქციის სინდრომიანი" ბიჭი გააჩინა
image

ფილიპინელმა ქალმა კატა შეჭამა და ჰიპერტრიქოზით დაავადებული ბიჭი შეეძინა.




ფილიპინებელ ქალს სჯერა, რომ მის შვილს იშვიათი დაავადება იმიტომ განუვითარდა, რომ ორსულობის დროს მაწანწალა კატა შეჭამა. Daily Star-ის ცნობით, ბიჭი ჰიპერტრიქოზით დაიბადა, რომელსაც ასევე „მაქციის სინდრომსაც“ უწოდებენ.


ალმა გამონგანმა მცხოვრები ფილიპინების პროვინცია აპაიაში 2022 წელს ბიჭი გააჩინა. მაშინვე გაირკვა, რომ ბავშვს რაღაც სჭირდა, რადგან ის სქელი თმით, ბაკენბარდებით და მთელ სხეულზე თმიანი დაიბადა.



ქალმა გადაწყვიტა, რომ მას წყევლამ უწია, რადგან ორსულობის დროს კატა შეჭამა. გამონგანმა განმარტა, რომ იმ დროს მას ჰქონდა „უკონტროლო სურვილი“ ეჭამა მწვანილებით შეზავებული კატა - უძველესი ფილიპინური რეცეპტის მიხედვით. ამ უძველეს კერძს ზოგჯერ დღესაც ამზადებენ ფილიპინების მთებში. გამონგანის მეგობრებმა კატა დაუჭირეს და მანაც შეჭამა.


თუმცა, ექიმებმა ქალს აუხსნეს, რომ მის შვილს აღმოაჩნდა ჰიპერტრიქოზი, იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის დროსაც თითქმის მთელი სხეული სქელი თმებითაა დაფარული, მათ შორის სახეც და ტანიც


გამონგანი ამბობს, რომ ავადმყოფობის გამო მის შვილს ცხელ ამინდში ხშირად უჩნდება გამონაყარი, მაგრამ სხვა შემთხვევაში სრულიად ჯანმრთელია. გარდა ამისა, ის წუხს, რომ ბიჭს სკოლაში მისი თავისებურების გამო აბუჩად იგდებენ .


ექიმებმა დედას უთხრეს, რომ დაავადება განუკურნებელი არის, მაგრამ მისი გარეგანი გამოვლინებების მინიმუმამდე დაყვანა ლაზერული ეპილაციის მეშვეობით არის შესაძლებელი.

0
257
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0