x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
საინტერესო ფოტოები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
image


ისტორიის სულისკვეთება ისე მძაფრად სხვაგან არსად იგრძნობა როგორც წარსულის ფოტოებზე. საარქივო ფოტოსურათებისა და ქრონიკის კადრების პოვნა დღეს ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია, ასე რომ ისტორიისთვის სულ სხვა პრიზმიდან შეხედვა სირთულეს უკვე არავისთვის წარმოადგენს. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ წარსულის მოკლე ისტორიულ ექსკურსს და წარმოგიდგენთ ისტორიად ქცეულ ფოტოებს, რომლებიც ბევრ მნიშვნელოვან მოვლენაზე აგიხელთ თვალს.


imageimage


1935 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე ავსტრიელი ჯარისკაცები ძროხის წველას სპეციალურ ტრენაჟორზე სწავლობენ. ერთი შეხედვით, რაში უნდა დაჭირვებოდათ მებრძოლებს ომში ეს უნარი, თუმცა უფროსობას მიაჩნდა რომ ჯარისკაცს ყველაფრის კეთება უნდა შეძლებოდა, და ეს უნარი რთულ დროს მათ თვითგადარჩენაში დაეხმარებოდა.


image


ეს ფოტო 1950 წლით თარიღდება, მოქმედება კი ამერიკაში ხდება. ფოტოზე ქალების ფეხებზე შებმულ ძაღლის საყელოებს ხედავთ. გაგიკვირდებათ, და ეს მორთულობა გარკვეულ დატვირთვას ატარებდა, თუ საყელო გოგონას მარცხენა ფეხზე ჰქონდა შებმული, ის თავისუფალი იყო და პარტნიორს ეძებდა, ხოლო თუ მას აღნიშნული აქსესუარი მარჯვენა ფეხზე ეკეთა, მაშინ ის უკვე გათხოვილად ითვლებოდა, აღნიშნული მოდა საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, რადგან იმ დროს წყვილები უკვე საქორწინო ბეჭდებს ატარებდნენ, მაგრამ რატომ იყო საჭირო მაინცდამაინც ფეხებზე ამ საყელოების ტარება გაურკვეველია, თუცა მოდა მოდაა.


image


1961 წლის ამ ფოტოზე ძველი მაგიდის ტესტ-დრაივს ხედავთ. ოფისის თანამშრომლებმა მუშაკებისთვის მობილური ადგილი შეიმუშავეს, რომელიც ქაღალდებთან და მჯდომარე სამუშაოსთან იყო დაკავშირებული. სამწუხაროდ, ექსპერიმენტმა ვერ გაამართლა.



image


ქალის ფორმაში გადაცმული ეს პოლიციელი მარტოხელა ქალებზე თავდამსხმელ დამნაშავეებზე ნადირობდა, თუმცა თავად იქნა აყვანილი. როგორც შემდეგ გახდა ცნობილი პოლიციელებმა ის მეძავად ჩათვალეს, დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ამბავიც "გასკდა", აშშ, ნიუ - ჯერსი, 1945 წელი


imageimage

ეს ქალი და მამაკაცი ლონდონში მაღვიძრებად მუშაობდნენ. ისინი მშრალ ბარდას იმ ადამიანების ფანჯრებს მანამ ესროდნენ, სანამ არ გააღვიძებდნენ მათ, ვინც მათ კონკრეტულ დროს გაღვიძება სთხოვეს. "მაღვიძრები" ტერიტორიას მანამდე არ ტოვებდნენ, სანამ საბოლოოდ არ დარწმუნდებოდნენ, რომ ისინი უკვე ფეხზე იყვნენ, 1930 წელი


image


ქალი ბოულინგის თამაშისას, 1960 წელი



image


1950 -იანებში ჩიკაგოში სპაგეტის ჭამაში შეჯიბრებების მოწყობა უყვარდათ, ყველაზე მთავარი პირობა კი იმაში მდგომარეობდა რომ სპაგეტს ხელით არ უნდა შეხებოდით. აღნიშნული შეჯიბრებები მხოლოდ ყურადღების მისაპყრობად იყო საჭირო, 1956 წელი










0
629
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
629