x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"იმ საქართველოს რა ვუთხარი გიგაურების, მაქარაშვილების და ლომჯარიების ჭკუაზე რომ ივლის"-ამირან სალუქვაძე
image


"დააკვირდით რა ხდება.


1. ისევ ატყუებენ ხალხს და აგენტების კანონს ეძახიან, არადა სიტყვა "აგენტი" არ წერია.


2. კანონი არ ეხება არც პარტიებს და არც ფიზიკურ პირებს. კანონი ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს, ანუ ენჯეოებს, მედიას. პოლიტიკოსები რატომ ნერვიულობენ?



3. რატომ არ სურთ ენჯეოებს დეკლარაციის შევსება წელიწადში ერთხელ, თუ მთელი ქვეყანა ავსებს, კერძოდ ჩინოვნიკები და ბიზნესი?


4. რატომ ერთვებიან ისევ კუბილიუსები კანონის საწინააღმდეგოდ, თუ ევროკავშირში ევროკომისიამ მსგავს კანონზე დადებითი დასკვნა გასცა? ერთი და იგივე როგორაა ევროპარლამენტში ევროპული და საქართველოს პარლამენტში რუსული?


5. რას გვეუბნებიან, დეკლარაციის შევსება, ანუ ფინანსური გამჭვირვალობა რუსულია და ფინანსების დამალვა დასავლური? პოლიტიკურ მედიას ფარულად გრანტს რომ აძლევენ, ეს არაა რუსული ჩარევა?


6. 17 საათზე ზურაბიშვილმა ბრიფინგი ჩანიშნა. ალბათ მოუწოდებს მოლოტოვის კოქტეილების სროლისკენ და იტყვის ვეტოს დავადებო.


იმ საქართველოს რა ვუთხარი გიგაურების, მაქარაშვილების და ლომჯარიების ჭკუაზე რომ ივლის.


დეკლარაციები ჩააბარეთ ყოველ იანვარში და დაანახეთ ხალხს რას ხმარდება დასავლური დახმარება, საზოგადოების სიკეთეებს, თუ ენჯეოების გამდიდრებას და ოპოზიციურ საქმიანობას."-წერს სოციალურ ქსელში სამხედრო პირი, ყოფილი ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე.

1
323
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
323
  
მართლაც,რა ვუთხარი იმ საქართველოს,ვინც ლომჯარიას და მაქარაშვილის დაკრულზე გაივლის,ხოშტარია არ დაგვავიწყდეს,თუმცა შარშან გაიარეთ. დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტში შევიდა კანონპროექტი,ზემოთ დასახელებულმა ხალხმა,ელჩებმა და უცხო ქვეყნის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს,კანონპროექტი უკან გამოითხოვეს და ჩააგდეს,ეს სანაქებო საქმეა ამირანა? ერთი წელი გავიდა და ისევ იგივე იწყება,ამათ ისევ შეაგდეს კანონი და ისინი "რუსულიაო" გაჰყვირიან,ხოდა შიგ ხო არ გაქვთ მთლიან პარლამენტს? თუ იცი რო სწორია,რაში გადარდებს ჯემალას და მაყვალას აზრი,ადექი და მიიღე,თუმცა უ ტ რ ა კ ო ე ბ ი ხართ ქოცები. ისინი რო აგენტები არიან რა მტკიცებულება უნდა ან რაში მადარდებს მათი ფინანსური ანგარიშგება,ასეთ საკითხებზე მოქალაქე არ უნდა წუხდებოდეს,რადგან მიტომ აგირჩია და გიხდის ხელფასს რო ასეთი აღკვეთო და იყოს წესრიგი. ტყუილი ბაზარია,მოქალაქეს არ აინტერესებს მათი ანგარიშები და ჯიბის ზომა,მოქალაქეს აინტერესებს ის,რომ სახელმწიფო უწყებები გამართულად მუშაობდეს და არავის არ აძლევდეს არევის უფლებას. დააშავა ვიღაცამ რაღაც,მიდი სასამართლოში და სანქცია აიღე,მოიპოვე წვდომა მათ ფინანსებზე და სასამართლოში იდავეთ,რად უნდა ამას კანონპროექტი? ცირკისთვის გჭირდებათ ეს კანონი,თორე რა უნდა მოგცეთ ისეთი ამ კანონმა რასაც ვერ გააკეთებს სახელმწიფო? ეს იგივეა,ხელოსანი დაიქირავო და შენ აკეთებდე რემონტს,ხოდა კითხვა ჩნდება,რა ჩემს ფეხებად მინდა სახელმწიფო და მისი მოხელე,თუ აგენტები მე უნდა გამოვავლინო და უნდა ვიძრომიალო სხვადასხვა საიტებზე?თან ანგარიშგებების წაკითხვა უნდა შემეძლოს რაც ადვილი საქმე არ არის და რამდენი ადამიანი გაიგებს ამას? და მაინც,თუ დაშავება მინდა,დოკუმენტაციის და სტატისტიკის გაყალბებას რა უნდა,ერთს დაგიწერ საიტზე და მეორეს დავაფინანსებ. თან პაპუაშვილის თქმით,უცხოური დონორებიც ჩართულები არიან ამაში,ხოდა საიდან გაიგებ რეალურად რა თანხა და რისთვის გაიცა? ავდგები და გავუზრდი ხელფასს,ფული ჩემი და რამდენსაც მინდა გადავუხდი ჩემს თანამშრომელს,შეედავება ამაზე ვინმე? ამაშია საქმე,არაფერი კეთდება არაფრის გამო და ამას დიდ მიღწევად გვასაღებენ.

და მაინც,გავარტყი იმ ქვეყანას,სადაც ამ კაცს აზრი მოეკითხება და ასეთი ბანძი პარლამენტი ყავ
0 1 1