x
image
Yoona
Mediator image
5 რჩევა, როგორ შექმნათ ფინანსური უსაფრთხოების ბალიში
უსაფრთხოების ბალიში არ არის დანაზოგი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ისე, როგორც გსურთ. ეს არის სახსრები გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, რომელიც ფორსმაჟორის შემთხვევაში გამოგადგებათ. ამ თანხით არ ღირს ახალი სმარტფონის ყიდვა, თუ ძველი ჯერ კიდევ მუშაობს, ან დაგეგმილი რემონტის დაწყება. თუმცა თუ მოულოდნელად გაფუჭდა თქვენი მთავარი სამუშაო ინსტრუმენტი, ნოუთბუქი, დანაზოგი გამოგადგებათ.



image



ხელშეუხებელი ფონდი დაგჭირდებათ, თუ მოულოდნელად დაკარგეთ სამსახური ან ავად გახდით. იქნებ, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეთ ან შემოსავალი მკვეთრად შემცირდა. უსაფრთხოების ბალიშს უნდა მოეპყრათ ცეცხლმაქრივით, რომელიც ხანძრის დროს ხელთ უნდა გქონდეთ და არ უნდა გამოიყენოთ, თუ რაიმე მოულოდნელი არ ხდება.

რამდენიმე მეთოდი, როგორ შექმნათ ფულის რეზერვი.



1. გამოყავით თანხა დიდი ფინანსური შემოსავლისგან


image



ვთქვათ, გაყიდეთ ბინა ან აგარაკი, დაემშვიდობეთ ძველ ავტომობილს, მაგრამ ახლის ყიდვას ჯერ არ აპირებთ. დაასრულეთ სერიოზული გარიგება, მიიღეთ დიდი პრემია ან ჯილდო ერთდროულად რამდენიმე შეკვეთის შესრულებისთვის.



მიღებული შემოსავლის ნაწილი ფინანსური რეზერვისთვის გადადეთ. ითვლება, რომ ოპტიმალური ფინანსური უსაფრთხოების ბალიში უდრის იმ თანხას, რომელიც გეყოფათ 3–6 თვე, თუნდაც შემოსავალს არ იღებდეთ.



თუ შესაძლებლობა გაქვთ, დიდი შემოსავლის მიღების შემდეგ სწორედ ამდენი თანხა გამოყავით.



ბინის გაყიდვის შემდეგ ეს სავსებით შესაძლებელია. თუმცა მორიგი პრემია შეიძლება აღმოჩნდეს საგრძნობლად ნაკლები, ვიდრე თქვენი საარსებო მინიმუმ 6 თვეზე. გადადეთ იმდენი, რამდენსაც შეძლებთ და არა მთელი თანხა. ფინანსური უსაფრთხოების ბალიშის საფუძველი ჩადებულია, ხოლო დანარჩენ თანხას მომავალში დაუმატებთ.



2. რეგულარულად გადადეთ თქვენი შემოსავლის გარკვეული პროცენტი

image



თანხა, რომელიც რეზერვში შეგიძლიათ ჩადოთ, ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია, არა თანხის მოცულობა, არამედ რეგულარული გადადება.



ბევრი ადამიანი ცდილობს, რაც შეიძლება მალე შექმნას უსაფრთხოების ბალიში. მათი სურვილი გასაგებია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მოულოდნელი პრობლემები, რომლებიც დიდ ხარჯებს მოითხოვს, იშვიათად წარმოიქმნება. საბედნიეროდ, ხალხი ყველა თვე არ ტოვებს სამსახურს, მძიმედ ავადდება ან აკეთებს რემონტს სასწრაფოდ.



შეგიძლიათ მოდუნდეთ: მაშინაც კი, თუ ყოველი შემოსავლის 10%–ს გადადებთ, უკვე 1 წელში მიიღებთ მარაგს, რომელიც თვიურ შემოსავალს აღემატება. ამ თანხით უფრო დიდხანს შეძლებთ ცხოვრებას, თუ არასაჭირო ხარჯს ამოიღებთ.



არ ინერვიულოთ, თუ თქვენი ფინანსური ბალიში ნელა ივსება, უბრალოდ დაზოგვა გააგრძელეთ. ფორსმაჟორის შემთხვევაში ნებისმიერი დანაზოგი გაგიხარდებათ.



თუ საჩუქრად მიიღეთ ფული, მაგალითად, დაბადების დღეზე, თანხის ნაწილი შეგიძლიათ გამოყოთ. ერთი ვარიანტია, რომ მიღებული თანხის 80%–ით რაღაც სასიამოვნო შეიძინოთ, დანარჩენი რეზერვში გაუშვათ. ასე გააკეთეთ, თუ თქვენში ძლიერ შინაგან წინააღმდეგობას არ იწვევს.



3. გადარიცხეთ ქეშბექი და ხარჯების მცირე პროცენტი თქვენს სარეზერვო ანგარიშზე

image



რეზერვის ცოტათი გაზრდას შეძლებთ, თუ მცირე ქეშბექს რეგულარულად გადარიცხავთ თქვენს დანაზოგზე. დიახ, ეს დიდი თანხა არაა, მაგრამ ყოველთვე 10 ლარის გადადებით, 1 წელში 120 ლარი დაგიგროვდებათ. გადაუდებელ შემთხვევაში ეს დიდი თანხა არაა, მაგრამ სასარგებლო აღმოჩნდება. თუ ფორსმაჟორი არ მოხდება, რამდენიმე წელიწადში რეზერვი უფრო გაიზრდება.



ზოგიერთი ბანკი გთავაზობთ დანაზოგისთვის ხარჯების გამოყენებას, ანუ ავტომატურად გადარიცხოთ ყოველი ხარჯის მცირე პროცენტი შემნახველ ანგარიშზე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ადამიანს ეწყინება ხარჯების მხოლოდ 2–3%–ით გაზრდა.



მაღაზიაში არა 100 ლარის, არამედ 102 ლარის დატოვება რთული არაა. დროთა განმავლობაში, ეს თანხაც მნიშვნელოვან ჯამს მოგცემთ. დაფიქრდით, ღირს თუ არა ასეთი პარამეტრის დაყენება თქვენი ბანკის აპლიკაციაში.



4. გამოთვალეთ, რა ხარჯები შეგიძლიათ შეამციროთ

image



არ განიხილოთ ეს პროცესი, როგორც ქამრის შემოჭერის მცდელობა და ყოველგვარ სიამოვნებაზე უარის თქმა. მიიღეთ, როგორც საინტერესო ქვესტი. მისი ამოცანაა, ერთი სიამოვნება ჩაანაცვლოთ მეორეთი, რომელიც უფრო იაფი დაგიჯდებათ და დანაზოგის გაზრდაში დაგეხმარებათ.



მაგალითად, გიყვართ ყავის ყიდვა გატანით. ასჯერ წაიკითხეთ, რომ ფულის დასაზოგად ამ ჩვევაზე უარი უნდა თქვათ, მაგრამ ამ სიამოვნებაზე უარის თქმა არ გინდათ. გაიგეთ, რა ღირს იაფი, მაგრამ ხარისხიანი ყავის მადუღარა, თერმული ჭიქა.



გამოთვალეთ, რამდენი დრო დასჭირდება ხარჯის ამოღებას, თუ ყავას სახლში მოიდუღებთ და ქუჩაში გახვალთ არა ქაღალდის ჭიქით, არამედ თქვენი ჭურჭლით.



შეგიძლიათ უარი თქვათ ყავის მადუღარაზე, მის ნაცვლად შეიძინოთ ჯეზვე და გაზქურაზე ყავის მოდუღება ისწავლოთ. ასე ყოველდღე საყვარელი სასმლით ისიამოვნებთ და ნაკლებს დახარჯავთ. დანაზოგი კი შემნახველ ანგარიშზე გაგზავნეთ.



შეამოწმეთ, ნამდვილად იყენებთ ყველა გამოწერას, რომელიც თანხას ყოველთვე ავტომატურად გაჭრით. თუ რაიმე სერვისი აღარ გაინტერესებთ, თამამად გააუქმეთ. ასე საინფორმაციო სივრცესაც გაწმენდთ.



გაიგეთ, რა ახალ ტარიფებს გთავაზობთ თქვენი მობილური ოპერატორი. იქნებ, კომუნიკაციის ხარჯები დაზოგოთ. მაგალითად, ოდესღაც დაგჭირდათ ულიმიტო ინტერნეტი, მაგრამ ახლა სარგებლობთ ვაი–ფაი სერვისით და აზრი არ აქვს ზედმეტის გადახდას.



ასე დაზოგავთ ცოტა თანხას, რომელიც დროთა განმავლობაში კარგ შედეგს მოგცემთ.



5. მოძებნეთ დამატებითი შემოსავლის წყარო

image



მნიშვნელოვანია: აუცილებელი არაა, რომ მიიღოთ ერთი თვის ხელფასი. რამდენიმე ასი ლარიც ხელშესახები დახმარება იქნება და უსაფრთხოების ბალიშის სწრაფად შექმნაში დაგეხმარებათ. თამაშად ან ქვესტად მიიღეთ. შეამოწმეთ, სხვა რა გზით შეგიძლიათ ფულის შოვნა თქვენი პროფესიის გარდა.



მაგალითად, შეგიძლიათ სახლში ბავშვები ამეცადინოთ ფიზიკაში, ქიმიაში ან სხვა საგანში, რომელიც კარგად იცით. თუ გიტარაზე კარგად უკრავთ, დამწყებს გაკვეთილები ჩაუტარეთ. ძველი ავეჯი შეაკეთეთ და გაყიდეთ. თუ ნეიროქსელის გამოყენებით საინტერესო სურათებს ქმნით გასართობად, შეგიძლიათ მესენჯერისთვის სტიკერები გააკეთოთ დაკვეთით.



გაიხსენეთ ყველა თქვენი უნარი და ჩამოწერეთ. მოიძიეთ ინფორმაცია, როგორ შეგიძლიათ მათი მონეტიზაცია.



ამ წესების დაცვით 1, 5–2 წელიწადში კარგი რეზერვის შექმნას შეძლებთ, რომელიც რთულ ვითარებაში გამოგადგებათ. თან დაზოგვის ჩვევას შეიძენთ. შესაძლოა ფინანსების გონივრულად მართვაში დაგეხმაროთ.

0
62
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
62