x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ნოდარამ ნაკრების გამარჯვება თავისებურად აღნიშნა - ჩაბნელებული კადრებით, მძიმე მუსიკით" - გელა ზედელაშვილი

image

"კუპრმა ნოდარამ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების გამარჯვება თავისებურად აღნიშნა - ჩაბნელებული კადრებით, მძიმე მუსიკით, იმქვეყნიური გაფორმებით და იკლიკანტური ტექსტებით.

რასაც აქ მოისმენთ და ნახავთ, სხვაგან ვერ მოისმენთ და ნახავთო... ჩვენ გაჩვენებთ, როგორ ცხოვრობენ, რას განიცდიან და რეებს ლაპარაკობენ გამარჯვებული “ფეღბურთელებიო''.


(ამ დროს განსაკუთრებული არაფერი, “ფეღბურთელები'' და მათი მშობლები ყვებიან, როგორ გაუხარდათ და როგორ განიცადეს შვილების გამარჯვება).


აი, აქაო, ამ დასახლებაში აგორავებდა რეზინის ბურთს ესა და ეს ბალღი, რომელიც ახლა გამოჩენილი “ფეღბურთელი'' გახდა და “პენალიც'' კი გაიტანაო!


იცითო? ამა და ამ “ფეღბურთელს'' ოდესღაც ძალიან მძიმე ბავშვობა ჰქონდა, შიოდა, სწყუროდა, სციოდა, მაგრამ გზიდან არ გადაუხვია და ახლა “პენალიც'' კი გაიტანაო!

ესა და ეს “ფეღბურთელი'' დევნილია, აფხაზეთიდან ოკუპანტებმა გამოაგდეს და... აჰა, ახლა კი “პენალიც'' გაიტანაო... რატომ გამოაგდეს, რისთვის გამოაგდეს, რანაირად გამოაგდესო?!


(აქ მძიმე მუსიკას, ჩაბნელებულ კადრებს, იკლიკანტურ ტექსტებს, კუპრი ნოდარას ძალზედ მოკლე და ვიწრო შარვალს უნდა დავამატოთ კუპრი ნოდარას ხელების რაღაცნაირი, არაამქვეყნიური პარჭყვა).

და... იცით, რა იყო კუპრი ნოდარას მიერ მომზადებულ იმქვეყნიურ სიუჟეტში კულმინაცია და მთავარი ინტრიგა?


ეეეე... მთავარი სკანდალი და “პენლი'' რტყმები ბოლოსკენ იყო!

ირაკლი ღარიბაშვილი სტადიონზე რატომ არ იყო-ვო?

ააა... იმიტომ, არ იყო, რო სამთავრობო ლაჟაში ირაკლი კობახიძე იჯდა და მაგის გვერდით გამოჩენა არ უნდოდაო, ეგენი ხო ერთმანეთს ემდურიანო?

ამას კუპრი ნოდარა ისე ყვება, გეგონება ღარიბაშვილსა და კობახიძეს დღეგამოშვებით თვითონ აშველებს.

მოკლედ, ამან, ამ კუპრმა თავისი დაუვარცხნელი დედაკაცების საშუალებით დაასკვნა, ღარიბაშვილი კობახიძეს რო არ ელაპარაკება, “საფეღბურთო'' მატჩს ამიტომ არ ესწრებოდაო... სანამ პრემიერ-მინისტრი იყო, ხო კარგად ესწრებოდა ხოლმეო?!

საღოლ, რაააა, საღოლ, ეს სიუჟეტიც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სახელმძღვანელოშია შესატანი!"-წერს "ფეისბუქზე"ინტერნეტგამოცემა "ლიდერის" დირექტორი გელა ზედელაშვილი

1
307
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
307
  
,,კუპრი ნოდარა'')))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
0 1 1