x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"გინდ კი­რი­ლე, რაც გინ­დო­დეს მე­ძა­ხე-ოღონდ მიშველე მეთქი"-კირა ანდრონიკაშვილის სახალისო ისტორია ზურაბ ქაფიანიძეზე
image

1 აპრილს დაიბადა ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ზურაბ ქაფიანიძე.მისი დებიუტი შედგა ფილმში "ხევსურული ბალადა"(1965) მას შემდეგ მსახიობმა კიდევ 50-მდე ფილმში ითამაშა.


მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი იხსენებს სახალისო ისტორიას ზურაბ ქაფიანიძეზე, რომელიც "მთვარის მოტაცების(1973) გადაღების დროს შეემთხვათ.




“მთვარის მოტაცების” გადაღებისას ასეთი კურიოზი შეგვემთხვა – არაჩვეულებრივ ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძესთან ერთად მიღებდნენ – მან­ქა­ნი­დან გადმოსულს რომ და­მი­ნა­ხავ­და, ყვი­რო­და – კი­რი­ლე მო­ვი­და, ხალხნო, კი­რი­ლეო…


ყვე­ლა გაშ­ტე­რე­ბუ­ლი მი­ყუ­რებ­და და გა­გი­ჟე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, კი­რი­ლე არ ვარ-მეთ­ქი…გა­და­ღე­ბე­ბი რომ მორ­ჩა, ხალ­ხიც ცოტა და­ი­ფან­ტა. ვუ­თხა­რი, ზურა, ძა­ლი­ან გთხოვ, კი­რი­ლე არ და­მი­ძა­ხო, ძა­ლი­ან კარ­გი სა­ხე­ლი მაქვს – კირა-თქო… დამ­პირ­და აღარ და­გი­ძა­ხე­ბო… ცოტა ხნის მერე ისევ დიდ, მა­სი­ურ გა­და­ღე­ბა­ზე ვი­ყა­ვით და ხალ­ხში ისევ აყ­ვირ­და, ხალხნო, კი­რი­ლე მო­ვი­დაო… ახლა სულ არ მი­ვაქ­ცევ­დი ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ ახალ­გაზრდა ყვე­ლა­ფერს სხვანა­ი­რად აღიქვამდი. ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბო­დი, მა­შინ სულ რა­ღაც 27 წლის ვი­ყა­ვი…


ანაკ­ლი­ა­ში “მთვა­რის მო­ტა­ცე­ბის” გა­და­ღე­ბი­სას, უცებ გა­მოგ­ვი­ცხა­დეს ბუ­ღალ­ტე­რი­ამ ფული ვე­ღარ გად­მო­რი­ცხა, თბი­ლის­ში უნდა გადაგაფრინოთო. მე, ზურა ქა­ფი­ა­ნი­ძე, გეიდარ ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი თვითმფრი­ნა­ვით წა­მო­ვე­დით… ჩემს ჭკუ­ა­ში ზუ­რას არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, რადგან ნაწყენი ვიყავი. უცებ თვითმფრი­ნა­ვის პილოტ­მა გა­მო­ა­ცხა­და, არ შე­გე­შინ­დეთ, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდით, თვითმფრი­ნა­ვი გა­ფუჭ­და, მაგ­რად მო­ე­ჭი­დეთო… წარ­მო­იდ­გი­ნეთ მა­მი­და – ნატო ვაჩნა­ძე ხომ მაგ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­მეგ­რე­ლოში და­ი­ღუ­პა და ბავ­შვო­ბი­დან­ვე ძა­ლი­ან შიში ჩამ­რჩა.


თვითმფრი­ნავ­ში შევ­ხე­დე ზურა რო­გორ იდგა და ეჭი­დე­ბო­და, რო­გორ წვა­ლობ­და… ვიფიქრე უკვე ვი­ღუ­პე­ბით-მეთ­ქი, ზუ­რას დავუ­ძა­ხე, გინდ კი­რი­ლე, რაც გინ­დო­დეს მე­ძა­ხე-ოღონდ მიშველე მეთქი… საბედნიეროდ, პი­ლოტ­მა თვითმფრი­ნა­ვი დას­ვა და რომ გადმოგვიყ­ვა­ნეს, ასე გადავრჩით ავიაკატასტროფას და შევურიგდი ზურას.”

0
1002
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1002
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0