x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სამარცხვინო შედეგი, რომელიც დიპლომატებმა დიდ გამარჯვებად გამოაცხადეს

imageმიუნხენის კონფერენციის მონაწილე და აქტზე ხელისმომწერნი: ნ. ჩემბერლენი (დიდი ბრიტანეთი), ედ. დალადიე (საფრანგეთი), ად. ჰიტლერი (გერმანია) და ბ. მუსოლინი (იტალია)


გასული საუკუნის 30–იან წლებში, I მსოფლიო ომის სისხლიანი სასაკლაოს გათვალისწინებით, დასავლეთის ქვეყნებმა, ფაშისტური გერმანიის მიმართ, მეტად ლოიალური პოზიცია დაიკავეს — ფიქრობდნენ, რომ გერმანიის სასარგებლოდ, «უმნიშვნელო» ქვეყნების ხარჯზე, ტერიტორიების დათმობით, ჰიტლერს შეაჩერებდნენ და იმ პირობებს დათანხმდნენ, რომელიც მათ გერმანელმა დიქტატორმა წამოუყენა. ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდი ტყუილი ჰიტლერის დაპირება იყო, რომ ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის (ჩეხ. Sudety, გერ. Sudetenland – რუკაზე ოლქი შავი ფერით არის აღნიშნული) საკითხის გადაწყვეტის შემდეგ, რომელშიც ბევრი ეთნიკურად გერმანელი ცხოვრობდა, სხვა ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას არ დაარღვევდა.


image


გერმანიას, იტალიას, დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს შორის შეთანხმებას, ხელი მიუნხენში, 1938 წლის 30 სექტემბერს მოეწერა, რომლის მიხედვით, სუდეტის ოლქი ნაცისტური გერმანის საკუთრებაში გადადიოდა და ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულების გაფორმების წინ, ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლებისთვის არაფერი უკითხავთ — მათ უბრალოდ აიღეს და ერთი ქვეყნის ტერიტორია, მეორეს აჩუქეს.

მიუნხენის შეთანხმების შემდეგ, დასავლეთის პოლიტიკისთვის ასეთი სამარცხვინო შედეგი, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ხელისუფლებამ და დიპლომატებმა, დიდ გამარჯვებად გამოაცხადეს მათ ხომ, ომი აიცილეს თავიდან?! რეალურად გამარჯვებული კი, ადოლფ ჰიტლერი იყო, რომელმაც ჩეხოსლოვაკიის ნაწილი საკუთარ ქვეყანას შეუერთა, წელიწადზე ნაკლებ ვადაში, შეთანხმება დაარღვია და 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთში შეიჭრა... და II მსოფლიო ომი დაიწყო.

თუმცა, მანამდე, 23 აგვისტოს, მოლოტოვმა და რიბენტროპმა, გერმანიას და სსრ კავშირს შორის, თავდაუსხმელობის პაქტს მოაწერეს ხელი. ამ საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, 1939 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირი პოლონეთში შეიჭრა.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ სსრ კავშირის ხელისუფლება, თავისი დას. მეზობლის ტერიტორიის ოკუპაციას, აგრესიის აქტად არ თვლიდა და ამ ქმედებას, საზღვრებს მიღმა დარჩენილი, თავისი მოქალაქეების, უკრაინელების და ბელორუსების დაცვის და მათზე ზრუნვის სურვილით ხსნიდა. მას შემდეგ, რაც გერმანია პოლონეთში შეჭრა, სსრ კავშირი, უბრალოდ, «ვალდებული» იყო, რომ საკუთარი მოქალაქეები «დაეცვა»... გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* მეუღლე მოკლა, მაგრამ არ დაიჭირეს...

* წყლის ორი წვეთივით ჰგვანან

* აქ რა ხდება? – საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
372
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0