კინო 11 ფილმი, საბედისწერო შემთხვევით 13 მაისი, 11:22 ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ.
![]() ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში. წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს. ვტკბებით კინო მოყვარულები- ძლიერი, საყვარელი და უბრალოდ სასიამოვნო სანახავი ფილმებით, ამ დროს კი წარმოდგენა არ გვაქვს, მსახიობებმა რამდენი დრო, ენერგია და შრომა ჩადეს თითოეული ეპიზოდის გადაღებისას. მათი საოცარი ნიჭი და გრიმის დახმარება კი ხშირად იძლევა წარმოუდგენელ შედეგს და ხშირად გვიჭირს წარმოდგენა, თუ რომელი მსახიობი შეიძლება ასრულებდეს იმ კონკრეტულ როლს. ცოტამ თუ იცის, რომ ფილმის სიუჟეტი არც თუ ისე შორს არის რეალობისგან და შეიძლება საშიში იყოს მსახიობების სიცოცხლისთვის გადაღების დროს როლის შესრულება. 11 ფილმი, საბედისწერო შემთხვევით1. «Long xiong hu di» - 1986 წელი. ![]() ჯეკი ჩანი მსოფლიო ჩემპიონია მსახიობებს შორის ტრიუკების შესრულების რაოდენობით. თავის ყველა ფილმში ის თავად ასრულებს ყველაზე რთულ ილეთებს, ამიტომ არაერთხელ მოუწია საავადმყოფოში ყოფნა. თუმცა, ყველაზე საშინელი ეპიზოდი 1986 წელს მოხდა ცნობილი ფილმის "ღვთის ჯავშანი" გადასაღებ მოედანზე. ჯეკი ჩანი მაღალ ხეზე ავიდა და შემთხვევით ჩამოვარდა იქიდან. მან თავის არეში სერიოზული დაზიანება მიიღო, ასევე ჰქონდა ყბის მოტეხილობა და სმენის ნაწილობრივი დაკარგვა. გმირის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადაღებები მთელი წლით გადაიდო. 2. «Syriana» - 2005 წელი. ![]() 3. «Aeon Flux» - 2005 წელი. ![]() 4. «Indiana Jones and the Temple of Doom» - 1984 წელი. ![]() 5. «Die Another Day» - 2002 წელი. ![]() აღსანიშნავია, რომ ბერი კიდევ ერთხელ გახდა იძულებული შეეწყვიტა მონაწილეობა გადაღებებში იმის გამო, რომ ფილმში "გოთიკა"-ს გადაღებებისას რობერტ დაუნი უმცროსმა მას ხელი მოსტეხა. ამ ინციდენტის შემდეგ კოლეგებმა შეწყვიტეს ურთიერთობა, რადგან რობერტმა ბოდიში არ მოიხადა, მსახიობი კი ძალიან განაწყენებული იყო. 6. «Se7en» - 1995 წელი. ![]() 7. «No Man’s Land» - 1987 წელი. ![]() 8. «Now You See Me» - 2013 წელი. ![]() 9. «The Crow» - 1994 წელი. ![]() ცნობილი ბრიუს ლის ვაჟის, ბრენდონ ლის შემთხვევით გარდაცვალებამ, რომელიც საბედისწერო შეცდომის გამო მოხდა, მთელი ჰოლივუდი შოკში ჩააგდო. გადაღების დროს იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია მსახიობს მუცელში მოხვდა. ბრენდონ ლი გარდაიცვალა უწყვეტი სისხლდენით. 10. «Twilight Zone: The Movie» - 1983 წელი. ![]() გარდაცვლილებიდან ერთ მამაკაცს და ერთ-ერთ ბავშვს პროპელერის ხრახნიანმა პირებმა თავები მოკვეთა. ფილმის რეჟისორს, ჯონ ლენდისს სისხლის სამართლებრივი ბრალი წაუყენეს, თუმცა მოსამართლეებმა ტრაგედიის ამსახველი კადრების ნახვის შემდეგ ის უდანაშაულოდ ცნეს. 11. «The Last Samurai» - 2003 წელი. ![]() 118 5-ს მოსწონს
|