სხვა პატარძალი ქალიშვილები და მათი მამების რეაქცია - ემოციური კრებული 10 მაისი, 11:21 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად, ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად, ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.
ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა, მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. მაგრამ, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ხდებიან პოპულარულები. ქორწილის დღე მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ ახალდაქორწინებულებისთვის, არამედ უფრო მეტად მათი მშობლებისთვის. პატარძლების მამები მაქსიმალურად ცდილობენ გააკონტროლონ საკუთარი თავი, მაგრამ ხშირად მათ გრძნობები იპყრობთ და ემოციებს ვერ მალავენ. მამაკაცების ცრემლები, რომლებიც არასდროს ტირიან, მათი ქალშვილების დანახვაზე მათივე ქორწილის დღეს იმდენად შემაშფოთებელია, რომ უბრალოდ შეუძლებელია ამ კრებულს მშვიდად უყუროთ. პატარძალი ქალიშვილები და მათი მამების რეაქცია - ემოციური კრებული263 4-ს მოსწონს
|