x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 ისტორიულ ფაქტი, რომელიც ჯობია არ ვიცოდეთ

მსოფლიო ისტორიაში, მნიშვნელოვანი და სერიოზული მოვლენების გარდა, საკმაოდ ბევრი ისეთი ფაქტიც იყო, რომელიც დღეს, მსუბუქად რომ ვთქვათ, არაადეკვატურად გამოიყურება. აქ სწორედ 10 ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც ერთდროულად, საინტერესოც არის და უცნაურიც!

1. ეს ისტორია 1807 წლის ივლისში მოხდა, – მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა ტულუზის ზავს მოაწერა ხელი. ამ მოვლენის აღსანიშნავად, იმპერატორმა თავის ამალას და არმიის რამდენიმე მეთაურს კურდღლებზე ნადირობა შესთავაზა. ღონისძიების ორგანიზება მან, შტაბის მეთაურს ალ. ბერტეს დაავალა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს შეცდომა იყო...


image


ბერტემ დიდი ნადირობისთვის. კურდღლების შეგროვება დაიწყო და იმის ნაცვლად, რომ ამ საკითხს «ცოტა მოკრძალებით» მისდგომოდა... მან 3000-მდე კურდღელი შეიძინა. დადგა ნადირობის დღე და ბერტეს ხალხმა კურდღლის გალიები, დიდი მინდვრის ირგვლივ განათავსეს. შემდეგ იქ ნაპოლეონი და მისი სტუმრებიც გამოჩნდნენ, რომ პიკნიკის შემდეგ, კურდღლებზე ენადირათ...

მაგრამ, ნადირობა უცნაურად დასრულდა: მას შემდეგ, რაც საყვირის ხმა გაისმა, რომელიც ნადირობის დაწყების სიგნალი იყო, კურდღლები გალიებიდან გამოუშვეს და ისინი იმ მიმართულებით გაიქცნენ, საიდანაც ხმა მოდიოდა. ამასთან, მათ ხალხის არ შეეშინდათ და პატარა ცხოველები, როგორც ცოფიანი მხეცები ისე დაესივნენ ნაპოლეონს, მისი ამალის და სხვა მონადირეებს. ათასობით კურდღელი, რომლის დახოცვასაც ვერ ასწრებდნენ, მინდორზე უწყვეტი «ტალღასავით» მოძრაობდა.

თავიდან მამაკაცები იცემებოდნენ, იმ აბსურდულ სიტუაციაზე, რომლებშიც აღმოჩნდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ მათ ირგვლივ, სულ უფრო მეტი კურდღელი იყრიდა თავს, უკვე სახიფათო გახდა... იმპერატორი და მისი სტუმრები შეტევის მოგერიებას, ყველანაირად ცდილობდნენ – ქვებით, ჯოხებით, თოფის სროლით, მაგრამ კურდღლების ნაკადი არა წყდებოდა... მიხვდა რა, რომ ეს ბრძოლა იყო, რომელსაც ვერ მოიგებდა, ნაპოლეონი ყველას სასწრაფოდ დაემშვიდობა და იქვე მდგარ ეტლში ჩაჯდა. ხოლო, მეეტლე ცხენების ადგილიდან დაძვრას შეეცადა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. კურდღლებმა კი, ეტლშიც შეაღწიეს და იმპერატორს შემოეხვივნენ. პანიკაში ჩავარდნილი ნაპოლეონი მათ იცილებდა და გარეთ ყრიდა. «უთანასწორო ბრძოლა» მას შემდეგ დასრულდა, რაც ეტლი ადგილიდან ბოლოს და ბოლოს დაიძრა და იმპერატორმა ფანჯრიდან ბოლო კურდღელი გადმოაგდო.

ბევრს ალბათ კითხვა გაუჩნდა, თუ რატომ მოიქცნენ კურდღლები ასე და რატომ დაესხნენ თავს ადამიანებს?

რა თქმა უნდა, ამას თავისი მიზეზი ჰქონდა: საქმე იმაში იყო, რომ შტაბის უფროსს, რომელიც კარგად ერკვეოდა სამხედრო ტაქტიკაში, წარმოდგენა არა ჰქონდა ცხოველებზე. იმის ნაცვლად, რომ ნადირობისთვის, ველური კურდღლები დაეჭირა, მან უფრო მარტივი გზა აირჩია, – თავის ხალხს უბრძანა, რომ კურდღლები ახლოს მდებარე, ფერმებში შეეძინათ...
ველური კურდღლებისგან განსხვავებით, რომლებიც ინსტინქტით, ყოველთვის გარბიან, ფერმაში დაბადებულ და გაზრდილ კურდღლებს ადამიანების არ ეშინიათ და როდესაც მათ მინდორში ხალხი დაინახეს, ეგონათ, საკვები მოგვიტანესო, ისევე, როგორც ეს ფერმაში ხდებოდა. ხოლო, როდესაც მათთან მივიდნენ და სტაფილო ვერ აღმოაჩინეს, სავარაუდოდ, გაბრაზდნენ და შეტევაზე გადავიდნენ.

2. პომიდვრის კეტჩუპი, ჩვენთვის საყვარელი საკმაზი, მხოლოდ მე-20 საუკუნეში გახდა. წარმოუდგენელია, მაგრამ მე-19 საუკუნის ბოლომდე, ის აფთიაქებში, როგორც საჭმლის მონელების სამკურნალო საშუალება იყიდებოდა!

3. 1386 წელს, ნორმანდიაში ღორი თავს დაესხა ბიჭს და სახე და ხელი დაუსახიჩრა. ღორს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და ამის გარდა, სიკვდილის წინ, მისთვის იგივე დაზიანება უნდა მიეყენებინათ, რაც ბავშვს ჰქონდა. ცხოველს, განაჩენის აღსრულების დროს, ადამიანის ნიღაბი გაუკეთეს, ჟილეტი და ქვედა საცვალი ჩააცვეს და ხელთათმანები გაუკეთეს.


image


საფრანგეთში ამ შემთხვევის მსგავსად, მინიმუმ 20 ღორი იყო გასამართლებული და დასჯილი. ამასთან, მიღებული განაჩენის აღსრულებაზე, იმდენივე თანხა იხარჯებოდა, რამდენიც ადამიანის დასჯის დროს.

4. საბჭოთა კავშირში, განსაკუთრებით სოფლებში და მსგავსი ტიპის დასახლებებში, ფერადი სუფრა ბევრს ჰქონდა. ასეთი სუფრები, უფრო ხშირად, სამზარეულოს "მშვენება" იყო. თუმცა, ეს საბჭოთა დიზაინერების გამოგონება ნამდვილად არ ყოფილა.


image


ის შუა საუკუნეებში, სამეფო სასახლეში შეიქმნა, რომ ჭამის შემდეგ, ჭუჭყიანი ხელები გაეწმინდათ. იმ დროს, სუფრა, ერთგვარი, ხელსახოცის ფუნქციას ასრულებდა.

5. აშშ–ს ტერიტორიაზე, II მსოფლიო ომის დროს, მსხვერპლი 1945 წ. იყო. როდესაც ორეგონამდე, იაპონიიდან გაშვებულმა, 200–დან ერთ–ერთმა, საჰაერო ბუშტმა–ბომბმა მიაღწია. ის ქალსა და ხუთ ბავშვს დაეცა, რომლებიც ბოსტანში საქმიანობდნენ.

6. ინგლისის მეფეს ჰენრი VIII განსაკუთრებული მსახურები ჰყავდა, რომლებსაც "ტაბურეტის ხელისმომკიდე" ერქვათ. მათ მოვალეობაში მეფის უკანალის მოვლა შედიოდა, მას შემდეგ რაც ის ტუალეტში შევიდოდა. ასეთი მწარე ბედისა და საზიზღარი სამუშაოს გამო, მეფემ ყველა მსახურს რაინდის წოდება მიანიჭა.


imageჰენრი VIII


7. 100 მილიონი წლის წინ, უსიცოცხლო საჰარის უდაბნოში, მხტომარე ნიანგები ბინადრობდნენ. მაშინ საჰარა აყვავებული რეგიონი იყო, მწვანე ტყეებით და მოჩუხჩუხე მდინარეებით. სწორედ იმ ეპოქის ქანებში, არქეოლოგებმა განამარხებული ნიანგები აღმოაჩინეს, რომლებსაც ბაყაყებივით გრძელი ფეხები ჰქონდათ!

8. იმპლანტირებული კბილები ყოველთვის ფაიფურის არ იყო. მე–19 საუკუნის შუა პერიოდამდე, პროთეზს, დაღუპული ჯარისკაცების კბილებიდან აკეთებდნენ. ასე, მაგალითად, ვატერლოოს ბრძოლის შემდეგ, სანიტრებთან ერთად, ბრძოლის ველზე, ათასობით მზაკვარი სტომატოლოგი დარბოდა, რომ დაღუპული გმირებისგან "ნედლეული" მოეგროვებინათ. კბილი იმდენად ბევრი იყო, რომ მთელმა არისტოკრატიულმა ევროპამ, 10 წელის მანძილზე, უკბილო პირით ღეჭვა შეწყვიტა.



image


9. როდესაც საფრანგეთის სამეფო წყვილი ლუი XVI და მარი ანტუანეტა გილიოტინით სიკვდილით დასაჯეს, სეირის მაყურებლებმა ცხვირსახოცების სამეფო სისხლში დასველება დაიწყეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ სამეფო სისხლი მათ იღბალს მოუტანდათ. ზოგი კი, ამ სისხლის შენახვას, სუვენირად აპირებდა. ერთ–ერთი ასეთი "სუვენირი" 2010 წელს იპოვეს.

10. ქვეყნის მართვა, 25 წლის იმპერატორმა საყოველთაო ამინისტიით, გადასახადების შემსუბუქებით და რომაული თამაშების აღდგენით დაიწყო. მაგრამ, რამდენიმე თვის შემდეგ, კალიგულა სერიოზულად გახდა ავად და... იმპერატორს «ტვინის ცხელების» (ასეთი იყო ექიმების დიაგნოზი) გამო, პარანოიას ნიშნები განუვითარდა. ის მეტად ეჭვიანი და აგრესიული გახდა: ცოლი გააგდო, სიმამრი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, საკუთარი თავი ღვთაებად გამოაცხადა და შესაწირის მოლოდინში, ტაძარში არაერთ საათს ატარებდა. ხოლო, ცხენებისადმი მისი უსაზღვრო სიყვარული, ჭორების საფუძველი გახდა. როგორც ამბობდნენ, მან საკუთარი ცხენი სენატორის პოსტზე დანიშნა, რომ მისი რჩევები გაეთვალისწინებინა. თუმცა, ისტორიკოსებმა იმის მტკიცებულება ვერ აღმოაჩინეს, რომ ცხენი სენატის სხდომებს მართლაც ესწრებოდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* სამარცხვინო შედეგი, რომელიც დიპლომატებმა დიდ გამარჯვებად გამოაცხადეს

* შუმერების 5 გამოგონება, რომლებმაც სამყარო შეცვალა

* აქ რა ხდება? – საჭირო მომენტში გადაღებული ფოტოები

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
873
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
873
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0