x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134558
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508616
ემოციური სიმწიფის 7 ნიშანი ფროიდის მიხედვით
რას ნიშნავს იყო მოწიფული პიროვნება? ფსიქოლოგებმა შეადგინეს იმ თვისებების ჩამონათვალი, რომლებიც ემოციურად სტაბილურ და გონიერ ადამიანებს ახასიათებთ. "ერთადერთი ადამიანი, ვისაც თავი უნდა შეადაროთ, არის ის, ვინც იყავით ადრე. ერთადერთი ადამიანი, ვისზეც უკეთესი უნდა გახდეთ, არის ის, ვინც ხართ ახლა" – ზიგმუნდ ფროიდი.



თვისებების ჩამონათვალი, რომლებიც ემოციურად სტაბილურ და გონიერ ადამიანებს ახასიათებთ.



image


ცხოვრების განმავლობაში ვხვდებით ემოციურად უფრო მოწიფულები, ვავითარებთ თავდაჯერებულობას, სერიოზული ურთიერთობისკენ სწრაფვას, ვაუმჯობესებთ ცხოვრებას. ზიგმუნდ ფროიდის მიმდევრებმა შეადგინეს იმ თვისებების სია, რომლითაც ადამიანის სიმწიფეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ.




image


1. კონსტრუქციული კრიტიკის მიღების უნარი


ძალიან მნიშვნელოვანი თვისება საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების სამართლიანი შეფასებისთვის. ადამიანი მზად უნდა იყოს, მოისმინოს სიმართლე და არ უარყოს იგი. პრობლემებისგან გაქცევით ან მტკიცებით, რომ ისინი არ არსებობს, პრობლემებს ვერ დააღწევთ თავს. როცა ადამიანს რეალობის მიღება უჭირს, ხსნას ეძებს ილუზიებში, რასაც საბოლოოდ იმედგაცრუებამდე მიყავს.



2. ცვლილებებისადმი ადაპტაციის უნარი


ცვლილებები ყოველთვის ადვილი არაა. მათ მთელი სამყაროს ამოტრიალება შეუძლიათ და შეიძლება სტრესის მიზეზი გახდეს. შეიძლება შეიცვალოს როგორც დღის გეგმა, ასევე თქვენი სამუშაო, სოციალური სტატუსი, საცხოვრებელი ადგილი და ბევრი სხვა. ცვლილებებთან შეგუება უნდა ისწავლოთ და არ გაღიზიანდეთ, არ მისცეთ თქვენი შერყევის საშუალება.



image


3. სტრესის მიმართ გამძლეობა


შიში, შინაგანი განცდები, სტრესი რიგი ფიზიკური დაავადებების გამომწვევი შეიძლება გახდეს. თქვენი სულიერი და ფიზიკური ჯანმრთელობა დამოკიდებულია იმაზე, როგორ უმკლავდებით სტრესს.



4. არა მხოლოდ მიღების, არამედ გაცემის უნარი


ადამიანები, რომლებიც სხვებს უთმობენ დროს, ყურადღებას, ფინანსურად ან მორალურად მხარს უჭერენ, სხვებზე უფრო ბედნიერები არიან. ისინი, რომლებიც უფრო მიღებას არიან მიჩვეულნი, ხშირად ეგოისტები და შურიანები არიან.



image


5. თანაგრძნობის უნარი


ცხოვრება ადამიანებთან ურთიერთობის პროცესია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აწყობთ ურთიერთობას. სიყვარული და პატივისცემა ორი მთავარი ფაქტორია, რომელსაც მივყავართ ჰარმონიული ცხოვრებისკენ.



6. უარყოფითი ენერგიის საჭირო მიმართულებით გადამისამართების უნარი


მნიშვნელოვანია, რომ ნეგატიური ემოციები გადაამისამართოთ, არ შეინახოთ თქვენში, არამედ სასარგებლოდ გამოიყენოთ.



image


7. სიყვარულის უნარი


სიყვარული დიდი ძალაა. ადამიანი სიყვარულის უნარით იბადება და მნიშვნელოვანია, რომ ეს გრძნობა მთელი ცხოვრების მანძილზე ვატაროთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

26 კითხვა, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ

10 ფრაზა, რომელთაც წარმატებული ადამიანები არასდროს ამბობენ (და ხშირად ამბობენ წარუმატებლები)

3 კრიტერიუმი, რითაც ადამიანი პირველი შეხვედრისას გაფასებთ

ჩვევები, რომლებიც ჭკვიან ადამიანს სულელისგან განასხვავებს

ყველაფერი მარტივია: თუ რამე არ მოგწონთ - შეცვალეთ, ტყუილად სხვებს ტვინს ნუ უბურღავთ


0
64
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
64