x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
გურამ დოჩანაშვილის გენიალური ციტატები - მწერალს დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა

გენიალური ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს 85 წლის გახდებოდა. გავიხსენოთ მისი გენიალური ციტატები სხვადასხვა ნაწარმოებებიდან:

გურამ დოჩანაშვილი

1. სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი... შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ღამე იყო. ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ახლა ხომ დღეა? სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი...
ადამიანი ადამიანისთვის დღეა...

2. ისიც იცოდე, ძალიან დიდი განსხვავება არ აქვს იმას, ადრე მოკვდები თუ შედარებით გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგ არის... მთავარია, თუ როგორ მოკვდები და რის ჩადენას მოასწრებ.

3. ვერცერთი მტერი ვერასდროს დაგაკლებს იმდენს, რასაც საკუთარი თავი.

4. იმეორე უსასრულოდ, სანამ არ გაიაზრებ: "არ მჭირდება ის, ვისაც არ ვჭირდები მე.

5. ვისაც არ უნდა შეედარო, შენ მაინც იგივე იქნები, ზუსტად იგივე.

6. არაფერი ისე გადამდები არ არის, როგორც გულწრფელი ღიმილი, მთქნარებაზე მეტადაც კი...

7. კარგად იცოდე, სამოსელი პირველია სიტყვა და მაგ სამოსელს რაც უფრო მეტ ხალხს გადააწვდნენ და გადააფარებ, უფრო მდიდარი შეიქმნები, უფრო ტანჯული... გაწამდები და გაიხარებ... სიტყვის თამაშად ნუ ჩამომართმევ - უბედნიერესი უბედური იქნები - და დატანჯული.



0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0