x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეცნიერების დასკვნა: ყოველი მესამე ადამიანი შურიანია
image

სამეცნიერო ჟურნალმა Science Advances-მა გამოაქვეყნა ესპანელი მეცნიერების დასკვნა.როგორც გაირკვა ყოველი მესამე ადამიანი შურიანია.


მადრიდის კარლოს მესამეს სახელობის უნივერსიტეტის სწავლულებმა გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ კვლევა-ექსპერიმენტი, იმისთვის, რომ გამოევლინათ თუ ძირითადად რა ტიპის პიროვნებები არსებობენ საზოგადოებაში.


როგორც აღმოჩნდა ადამიანები პირობითად შეიძლება დაიყოს ოთხ კატეგორიად.ესენია: შურიანები, ოპტიმისტები, პესიმისტები და მიმნდობი(გულუბრყვილო) ინდივიდები.



ეს ფაქტი მეცნიერებმა სოციალური ექსპერიმენტის წყალობით დაადგინეს.541 სთხოვეს მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სოციალურ სიტუაციაში.გადაწყვეტილება ინდივიდს შეეძლო მიეღო როგორც საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, აგრეთვე მთელი ჯგუფის სასარგებლოდ.

image


ექპერიმენტში მონაწილე ყოველი ადამიანის გადაწყვეტილება და მისი შედეგები კომპიუტერული ალგორითმის ანალიზის შედეგად გამოავლინეს.


შედეგად ადამიანების 30% შურიანი გამოდგა, რაც შეეხება ოპტიმისტს, პესიმისტს და მიმნდობ ადამიანებს, მათი მონაცემები თანაბრად გადანაწილდა(ყოველ კატეგორია 20%), რაც შეეხება დარჩენილ 10%-ს, კომპიუტერმა ვერ შეძლო რომელიმე კონკრეტულ კატეგორიაში მათი განაწილება.

image

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ მსგავს კლასიფიკაციად ინდივიდების დაყოფა პირველად განხორციელდა.

0
111
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0