x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ფსიქოლოგმა დაასახელა დედის სამი ტიპაჟი, რომლის შვილებიც სერიული მანიაკები ხდებიან
ფსიქოლოგიური ტრავმები, რომლის შესახებ შესაძლოა თავად მშობელიც ვერ ხვდება, მომავალში საბედისწერო შედეგს იძლევა.


ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ მომავალში ბავშვის კრიმინალად ჩამოყალიბებაში, დედის ზეგავლენა ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მამის.


ბირმინგემის უნივერსიტეტის გამოყენებითი კრიმინოლოგიის ცენტრის დირექტორმა დოქტორმა ელიზაბეტ იარდლიმ გამოყო სამი ტიპის დედა, რომელთა შვილები, სავარაუდოდ, მანიაკებად გაიზრდებიან.



1-ანტიდედა"


image


ანტიდედები იზრდებიან ისეთ ოჯახებში, სადაც ძალადობა ნორმად ითვლება და ხშირად თავად ისინიც არიან მსხვერპლნი. შემდეგ ისინი ზრდიან ტრავმირებულ ბავშვებს, რომლებიც ზრდასრულები ხდებიან იგივე ფსიქოლოგიური პრობლემებით. ასეთი დედა იყო დეიზი უესტი. მან იმდენად უგულებელყო ოჯახური როლი, რომ ქმარს მისცა ქალიშვილებთან ინცესტის უფლება. შედეგად, მისი ვაჟი ფრედი გახდა მოძალადე და სერიული მკვლელი.


1967 წლიდან 1987 წლამდე მან ჯერ მარტომ, შემდეგ კი მეორე მეუღლესთან, როუზთან ერთად, მინიმუმ 12 ახალგაზრდა ქალის და გოგონას სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის საკუთარ ქალიშვილსაც. 1995 წელს უესტმა 54 წლის ასაკში ციხის საკანში თავი მოიკლა.



2-სუპერდედა

image

"სუპერ დედები" არიან ქალები, რომლებიც იზრდებოდნენ უმამოდ, ეთნიკური დისკრიმინაციის ან სიღარიბის პირობებში. ასეთი დედები შვილების ცხოვრებას სრულად აკონტროლებენ, რათა დაიცვან ისინი ანალოგიური ბედისგან. განსაკუთრებით რთულ შემთხვევებში დედები მათთვის ბავშვობაში და მოზარდილ ასაკში გრაფიკებსაც კი ადგენენ, არასასურველი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით.


ასეთი იყო ვერა შიპმანი, რომლის ვაჟი ჰაროლდი გახდა ექიმი, შემდეგ კი სერიული მკვლელი, მეტსახელად "დოქტორი სიკვდილი". დედა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მის შვილი ნორმალური მამაკაცი დამდგარიყო.... ჰაროლდი ავადმყოფ დედას სიკვდილამდე უვლიდა, მათ შორის უკეთებდა მორფინის ინექციიას.


სწორედ ამ ნივთიერების ჭარბი დოზირებისგან 1975–1998 წლებში გარდაიცვალა მისი 200-ზე მეტი პაციენტი (მხოლოდ 15 სიკვდილის დაუმტკიცდა). 2004 წელს შიპმანმა თავი მოიკლა ციხეში, 58-ე დაბადების დღის წინა დღეს.



3-პასიური დედა


image

"პასიური დედები "ყველანაირად ერიდებიან თავიანთ შვილების საზოგადოებრივ გაკიცხვას. ისინი ყოველთვის ცდილობენ მიყვენ დინებას და დაკმაყოფილდნენ მოლოდინით. ამიტომ, როდესაც შვილები იწყებენ "მოუკრეფავში გადასვლა", იარლიყების მოკერების შიში იწვევს მათში სრულ უარყოფას და უმოქმედობას.


ასე იქცეოდა დენის ნილსენის დედა და სერიული მანიაკის ფრედ უესტის ცოლი -როუზ უესტი.

ნილსენმა ლონდონში 15 ადამიანი მოკლა 1978 წლიდან 1983 წლამდე. ის გარდაიცვალა ციხეში, 2018 წლის 12 მაისს, 72 წლის ასაკში, 35 წლიანი პატიმრობის შემდეგ.


როუზ ვესტი ზემოთ ნახსენები (ანტიდედა)ფრედ უესტის ცოლი იყო და მშვიდად უყურებდა, როგორ აუპატიურებდა ის საკუთარი ქალიშვილებს. იგი დამნაშავედ სცნეს ათი მკვლელობისთვის და მიუსაჯეს უვადო პატიმრობა.



0
257
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0