x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508613
გვატემალაში ხანძრის შედეგად ყველა წიგნი განადგურდა, ბიბლიის გარდა
image

გვატემალის ერთ-ერთი ქალაქის მცხოვრებლებს წიგნის მაღაზიაში გაჩენილი იდუმალი ხანძრის შემდეგ ღვთიური სასწაულის სჯერათ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Metro იუწყება.


ქალაქ ჩიკიმულაში მდებარე წიგნის მაღაზია La Milita-ს ცეცხლი დილით ადრე გაუჩნდა. შემთხვევის ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა შეძლეს ხანძრის ჩაქრობა და მეზობელ შენობებზე ცეცხლის გავრცელების თავიდან აცილება. როგორც კი ცეცხლის ჩაქრობა დაასრულეს და შიგნით შევიდნენ, აღმოაჩინეს, რომ ცეცხლმა თითქმის ყველა წიგნი გაანადგურა ბიბლიის გარდა.

image


"მე ვიყავი კოლეგა მოხალისეთან ერთად, რომელიც ესტანზუელიდან იყო და მან მითხრა: "ღვთის სიტყვას წარმოუდგენელი ძალა აქვს, რადგან ბიბლია ხელუხლებელია. სერიოზულად. წმინდა წერილი, რომელიც გადაურჩა ხანძარს - არ არსებობს მისი ახსნა ან სიტყვებით ამის გადმოცემა. ", - თქვა ერთ-ერთმა მეხანძრემ.

image

ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ინციდენტი გახდა ღვთიური მფარველობის დასტური.



„ღვთის სიტყვა ყოველთვის იმარჯვებს და იცავს მეხანძრეებს. დაე ღმერთი გვფარავდეს ყველა ჩვენთაგანს და უფალმა ინებოს წიგნის მაღაზიის მეპატრონეებმა დანაკარგი მსუბუქად გადაიტანონ“, - თქვა მომხდარზე ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრებმა.



ასევე იხილეთ:

მორწმუნეთა ცნობით, მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.სწორედ მადლიერი პაციენტების რამდენიმე წერილს გაგაცნობთ დღეს.(მიყევით ბმულს)

0
72
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
72
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0