x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ქსენია სობჩაკმა კანდელაკის განცხადებას უტკინზე, ცინიკური უწოდა
image

რუსი ჟურნალისტი და ტელე-რადიო წამყვანი ქსენია სობჩაკი გამოეხმაურა ყოფილი მეგობრის და "Матч ТВ".ს ყოფილი გენერალური პროდიუსერის თინა კანდელაკის განცხადებას ცნობილი სპორტული კომენტატორის ვასილი უტკინის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.


„რა ცინიზმია. გაოცებული დავრჩი. პირად მიმოწერასა და საუბრებში არ იყო დარჩენილი ისეთი ადამიანი, რომელსაც არხის ნგრევასა და მასზე პირად შურისძიებაში პირადად თინა კანდელაკისთვის არ დაედოთ ბრალი. ეს ყველამ იცის. გაუფუჭა საქმე, რითაც ის ცხოვრობდა, ჩამოართვა ყველაფერი და ახლა კი აცრემლებული წერილებს წერს. ვცნობ მის ხელწერას“, - წერს სობჩაკი ტელეგრამის არხზე.


ვასილი უტკინმა პოპულარობა მოიპოვა 1990-იანი წლების შუა პერიოდში, როგორც НТВ и «НТВ-Плюс"-ის საფეხბურთო კომენტატორმა, ჟურნალისტმა და სატელევიზიო შოუს "ფეხბურთის კლუბის" წამყვანმა . 2010 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 31 აგვისტომდე უტკინს ეკავა НТВ и «НТВ-Плюс"-ის სპორტული არხების მთავარი რედაქტორის თანამდებობა. 2018 წლის ივნისში უტკინმა განაახლა "ფეხბურთის კლუბის" პროგრამა თავის საავტორო YouTube არხზე.




2020 წელს ვასილი უტკინმა ასე უპასუხა "Матч ТВ"-ის გენერალური დირექტორის, თინა კანდელაკის კრიტიკას:


-- სპორტის გარეშე, უღიმღამო ქალი, ცუდია არა მარტო ფედერალური არხისთვის, მაგრამ ყველასთვის. ყველა ჩვენგანისთვის. შენ კი, უღიმღამო ქალბატონო, ერთ კვირაში ვერ აჩვენებ ვერაფერს უფრო მიმზიდველს საზოგადოების ყურადღების მისაქცევად, კარუსელის სპორტული პროგრამის გარდა - კერძოდ, დილის ვარჯიშებს. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ, პირადად შენ, უღიმღამო ხარბო ქალო, ადამიანები, რომლებიც თავიანთი პროფესიებით და შრომით ცხოვრობენ, მხოლოდ ზიზღს გრძნობენ. იმიტომ, რომ ეს არის ინდიკატორი, რომელსაც უწოდებენ "პლინტუსის ქვემოთ" მაჩვენებელს... სამყარო შეიცვლება, მაგრამ ერთი რამ დარჩება: სადაც თინა კანდელაკია, იქ უძირო უნიტაზის ხვრელია.."-წერდა უტკინი.


52 წლის უტკინს გულის პრობლემა ჰქონდა, ჭარბწონიანობა აწუხებდა და რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ზედმეტ კილოგრამებს ბრძოლა გამოუცხადა. უტკინი 19 მარტს სასწრაფოდ გადაიყვანეს პიროგოვის სახელობის კლინიკაში, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.


უტკინი რუსულ სპორტულ მედიაში აბსოლუტურად გამორჩეული სახე გახლდათ, წერის განსაკუთრებული სტილი ჰქონდა, უყვარდა ქართული ფეხბურთი და მედიაკლუბ "ეგრისის" მფლობელი იყო.
0
372
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
372
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0