x
image
მანანა თურმანიძე
კლდეში ნაკვეთი "მკვლელი ტაძარი"
imageBy Sayee1986 - Own work, CC BY-SA 4.0, https://commons.wikimedia.org/w/index.php?curid=100272141


ვეტუვა კოილი არის უძველესი ინდუისტური ტაძარი. ის მდებარეობს კალუგუმალაის დასახლებაში, ტუტიკორინის რაიონში, ტამილ ნადუს შტატში, ინდოეთი.


ტაძარი აშენდა მე-8 საუკუნეში, პანდიას დინასტიის (ასევე ცნობილი როგორც მადურაის პანდიების) მმართველობის დროს ინდუისტური ღმერთის შივას, ინდუიზმის ერთ-ერთი მთავარი ღვთაებას მიეძღვნა.


პანდიები მართავდნენ ვრცელ ტერიტორიებს, ზოგჯერ მათ შორის დღევანდელი სამხრეთ ინდოეთისა და შრი-ლანკის დიდ ნაწილებს, სამეფოს დედაქალაქი მადურაის ცენტრით.



ტაძარი აგებულია სამხრეთ ინდური არქიტექტურული სტილით. მთელი სტრუქტურა ერთ მთლიან კლდეშია გამოკვეთილი. იქვე არის ამ კომპლექსის რამდენიმე სხვა ობიექტი: კალუგუმალაის ტაძრის კომპლექსი, ასევე კალუგასალამურტის ტაძარი და ღმერთი სკანდასადმი მიძღვნილი ტაძარი.


ეს შენობა თავის მხრივ უნიკალურია. სტრუქტურა ერთადერთია, რომელიც გამოკვეთილია ერთი მონოლითისგან. ამავდროულად, მშენებლები უფრო და უფრო ღრმად ჩადიოდნენ მუშაობისას.


ეს კლდეში ნაკვეთი ტაძარი გამოირჩევა არქიტექტურითა და მშენებლობის მეთოდით. მიუხედავად იმისა, რომ პანდიას ადრეული მმართველები განთქმულნი იყვნენ მრავალი გამოქვაბულისა და ქვის ტაძრის აშენებით, ეს არის პანდიას ეპოქის მონოლითური ტაძრის ერთადერთი ცნობილი მაგალითი, რომელიც გამოკვეთილი იყო სამ განზომილებაში, ადგილზე, ბორცვის ზემოდან.


imageBy Sayee1986 - Own work, CC BY-SA 4.0, https://commons.wikimedia.org/w/index.php?curid=100272306


ტაძარი ერთი მონოლითური კლდიდან, მართკუთხედის ფორმით არის გამოკვეთილი 7, 5 მ სიღრმეზე. ტაძრის ჩუქურთმები ჩანს ზედა ნაწილში, დაუმთავრებელია ქვედა ნაწილი. ქანდაკებები და ჩუქურთმები იმ პერიოდის პანდიანური ხელოვნების ნიმუშია. გრანიტის კლდე აყვავებულ ლოტოსს ჰგავს და სამი მხრიდან ბორცვებით არის გარშემორტყმული. ვიმანას (ჭერი საკურთხევლის ზემოთ) აქვს ფარშავადევატას ნიშები, შივას დამხმარე ღვთაებების, როგორიცაა განები. აქვეა შივა თავის მეუღლე უმასთან ერთად, მოცეკვავეები, ნანდის (შივას წმინდა ხარი) სხვადასხვა ნიშები და ცხოველები, როგორიცაა მაიმუნი და ლომები. ისტორიკოსი შივარამურთი აცხადებს, რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც დაკშინამურტი გამოსახულია მრიდანგაზე (დასარტყმელ ინსტრუმენტზე) დაკვრისას. ეპიგრაფისტი ვ.ვედაჩალამის აზრით, ქანდაკებებში არის სპონტანურობა, რომელიც მიუთითებს ადამიანის ბუნებრივ მოძრაობებზე, როგორც შივას და უმას ქანდაკებაში, სადაც ისინი თითქოს ჩვეულებრივი ადამიანებივით საუბრობენ.


ლეგენდის თანახმად, ტაძარი მამა-შვილის დაპირისპირების შედეგი იყო იმაზე, თუ ვინ ააგებდა უფრო დიდ ქანდაკებას შივას სადიდებლად. მამამ ააშენა ვეტუვან კოილი, ხოლო ვაჟმა ააგო მურუგანის სალოცავი. შვილი დასცინოდა მამას, რომ ვეტუვან კოილი არასოდეს დამთავრდებოდა. საპასუხოდ გაბრაზებულმა მამამ შვილი მოკლა. მწუხარებაში მყოფმა მამამ მიატოვა ტაძარი, რომელიც დღემდე დაუმთავრებელია.


ლეგენდის კიდევ ერთი ვერსიით მამა ცდილობდა შვილისთვის გადაეცა თავისი ხელობის უნარები. მამის სწავლების უგულებელყოფის ნიშნად შვილმა შიდა პალატაში ჩაქუჩის გამოყენება დაიწყო. ამ ხმის გაგონებაზე, დაუმორჩილებლობის გამო განაწყენებულმა მამამ შვილი მოკლა, ხოლო ტაძრის მშენებლობა შვილისმკვლელი მამის მწუხარების გამო შეწყდა.


ლეგენდების თანახმად, ვეტუვან კოილის ორი პირდაპირი თარგმანი ტამილურად ნიშნავს "მოქანდაკეების ცას", ხოლო მეორე ვერსიით - "მკვლელ ტაძარს".


No alt text provided for this image



0
197
შეფასება არ არის
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0