x
image
მანანა თურმანიძე
მდიდარი ადამიანების 9 ჩვევა, რაც მათ განასხვავებს მათგან, ვინც ხელფასის მოლოდინშია
image



ამბობენ, რომ ადამიანთა მხოლოდ 1% აკონტროლებს მსოფლიო სიმდიდრის 48%-ს. უნდა აღინიშნოს, რომ მათ უმრავლესობას არ მიუღია ოჯახიდან მემკვიდრეობით ქონება, არამედ თავად ააშენეს ფინანსური იმპერიები. ხასიათის რომელი განსაკუთრებული თვისებებით და ჩვევებით ხასიათდებიან მდიდარი ადამიანები, რაც მათ აერთიანებთ ამ კატეგორიაში?


ბევრ ჩვენგანს სმენია 80/20 წესის შესახებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი წარმატების 80% მოდის ჩვენი ძალისხმევის 20% -დან. ამას სხვაგვარად " მინიმალური ძალისხმევის წესი “ ეწოდება და იგი ეკუთვნის წარმოშობით იტალიელ ეკონომისტს ვილფრედო პარეტოს. სწორედ ამიტომ იგი ასევე ცნობილია როგორც „პარეტოს პრინციპი“. საინტერესოა, მაინც რა საერთო თვისებები ახასიათებთ მდიდრებს?


ყველა თანხმდება, რომ არ არსებობს ზედმეტი ფული, ამიტომაც საინტერესოა მილიონერების ცხოვრების წესი და მათი საერთო თვისებები თუ მახასიათებლები.


  • არ იკვეხნიან თავიანთი შემოსავლით
  • ჭეშმარიტად მდიდარი ადამიანები არ იკვეხნიან თავიანთი ფულით და არ ცდილობენ მთელ მსოფლიოს აჩვენონ, რამდენად წარმატებულები არიან. ისინი ამით არ ტრაბახობენ, მაგრამ მოგიყვებიან, თუ როგორი განსაკუთრებულები არიან თავად. თუ გსურთ გაზარდოთ თქვენი შემოსავალი, ღირს ისწავლოთ როგორ გახადოთ გაყიდვადი თქვენი შესალებლობები, ისწავლოთ უკეთ გამოავლინოთ თქვენი ძლიერი მხარეები და უნარები. ამაში რასაკვირველია განათლება დაგეხმარებათ. სწორედ ამიტომ მდიდარი ადამიანების უმეტესობა დროს უთმობს მუდმივ ზრდას და პიროვნულ განვითარებას.


  • ყველაზე ხშირად საკუთარ ინტერესებს აყენებენ ყველაფერზე მაღლა.

  • გერმანელმა მკვლევარმა რაინერ ზიტელმანმა გადაწყვიტა გაერკვია, ხასიათის რა თვისებებია გავრცელებული სუპერ მდიდრებს შორის. აღმოჩნდა, რომ „ქარხნების, გაზეთების და გემების მფლობელებს“ რაღაც საერთო აქვთ.


    მდიდარი ადამიანები მორალურად სტაბილურები არიან: პრობლემების გადაჭრისას ისინი არ ხელმძღვანელობენ ემოციებით - მხოლოდ ცივი გათვლებით. გარდა ამისა, მილიონერებს უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, არიან მიზანდასახულები და შეუპოვრები თავიანთი მიზნების მიღწევაში. რა განსხვავებაა თანმიმდევრულს (consistent) და შეუპოვარს (persistent) შორის? თანმიმდევრული ნიშნავს რაღაცის კეთებას დროთა განმავლობაში ერთნაირად, ხოლო შეუპოვარი ნიშნავს რაღაცის კეთების გაგრძელებას სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად.

    image


    მაგრამ არსებობს ერთი დიდი მინუსი, რომელიც მათ ახასიათებთ: ბევრი მდიდარი ადამიანი საშინელი ეგოისტია. უპირველეს ყოვლისა, ისინი ფიქრობენ საკუთარ და თავიანთი ბიზნესის კეთილდღეობაზე.


    მაგალითად, ლორეალის იმპერიის მემკვიდრემ, ფრანსუა ბეტანკურმა დედას უჩივლა ფულის გამო. ქალმა მშობელი დაადანაშაულა ცუდი ადამიანების გავლენის ქვეშ მოქცევაში, რომლებიც ოცნებობდნენ მისი კაპიტალის ხელში ჩაგდებაზე. თუმცა, დედა-შვილი მოგვიანებით მაინც შერიგდნენ და ფრანსუაზამ ანდერძით მიიღო მემკვიდრეობაში მილიარდები.


  • არ ხარჯავენ დიდ დროს ინსტაგრამზე და სხვა სოციალურ ქსელებზე
  • სოციალური ქსელები ჩვენი დროის უმთავრესი მფლანგველია. არადა ის შეიძლებოდა უკეთ, ანუ სასარგებლოდ დაგვეხარჯა. სწორედ ამას აკეთებენ მდიდრები. სარა ფალოტის „მილიონერი კარის მეზობლად“ (The Millionaire Next Door) ავტორის თქმით, მილიონერები კვირაში მხოლოდ რამდენიმე საათს ატარებენ ‘ინსტაგრამ’-სა და ‘ტვიტერ’-ზე, განსხვავებით საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებისგან, რომლებიც კვირაში საშუალოდ 14 საათს ხარჯავენ სოც.ქსელებზე სქროლვაში.


  • უყვართ ფულის შოვნა, მაგრამ ხშირად ეწევიან ცხოვრების მოკრძალებულ წესს
  • განსხვავება საშუალო ფენასა და ნამდვილ მდიდრებს შორის არის ის, თუ როგორ პასუხობენ ისინი ერთ მარტივ კითხვას: „რა განიჭებთ მეტ სიამოვნებას: ფულის გამომუშავება თუ მისი დახარჯვა?


    საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანებს უყვართ ნივთების ყიდვა, მაგრამ მილიარდერების ნამდვილი გატაცება ფულის შოვნის ახალი გზების პოვნაა. მეტიც, ულტრამდიდრები ხშირად საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობენ: ისინი თავიანთ უნიტაზებს ოქროთი არ მოაპირკეთებენ და არც საყვარელ ძაღლებს მორთავენ ბრილიანტებით.


  • ადრე ქორწინდებიან და მრავალშვილიანი მშობლები ხდებიან.
  • დაქორწინებული ხართ თუ დაუქორწინებელი? შვილები გყავთ? მაშინ, დიდი ალბათობით, შეგიძლიათ გახდეთ მილიონერი. სტატისტიკის მიხედვით, პლანეტის უმდიდრესი ადამიანების 87% გრძელვადიან ოჯახურ ურთიერთობებშია და სამი ან მეტი შვილის მშობლები არიან.


    ნაკლებად სავარაუდოა, რომ მრავალშვილიანი ოჯახი მილიარდების შოვნის გარანტიას იძლეოდეს. თუმცა, ერთი რამ ცხადია: ოჯახისა და მეგობრების მორალური მხარდაჭერა ბიზნესმენებს ეხმარება გაუმკლავდნენ სტრესს, დიდი და ძლიერი ოჯახი ემსახურება მათი ზურგის გამაგრებას.


  • წვეულებებზე სიარულის ნაცვლად მუშაობენ.
  • გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, იყო ჭეშმარიტად მდიდარი მოსაწყენია. ადამიანები, რომლებიც ნამდვილად მართავენ ამ სამყაროს, საკმაოდ მოკრძალებულ ცხოვრებას ეწევიან. მდიდრების მთავარი წესი: მათ აქვთ ყველაფერი რაც მათ სჭირდებათ, მაგრამ არა ყველაფერი რაც უნდათ. ფულის გამომუშავებისთვის და შემდეგ სოლიდური თანხის დაზოგვის მიზნით, თქვენ უარი უნდა თქვათ წვეულებებზე და მთელი დღის განმავლობაში იმუშაოთ.


  • არ არიან ჩაციკლულები თავიანთ გარეგნობაში
  • ნამდვილი მილიარდერები არ ჰგვანან ფილმის "გრეის ორმოცდაათი ელფერი" მთავარ გმირს: მათ არ აქვთ დაბერილი ბიცეფსები და ბრუტალური წვერები. პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანების საშუალო ასაკი 50-70 (ან მეტი) წელია. გარდა ამისა, მათი 40% ატარებს სათვალეს და მელოტია.


    მილიარდერთა საზოგადოება ჯერ კიდევ ბიჭების კლუბია. 2018 წელს პლანეტაზე 2, 604 სუპერ მდიდარი ადამიანი აღირიცხა, რომელთა ქონებამ 1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგენა და მათგან მხოლოდ 300 იყო ქალი.


  • ისინი არ მეგობრობენ უბრალოდ კარგ ადამიანებთან.
  • ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მდიდარი ადამიანები მეგობრებს განსხვავებულად ირჩევენ, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები. როდესაც ვეძებთ მეგობარს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ მსგავსი ინტერესებით, იუმორის გრძნობით ან სიკეთით და ხშირად ინტუიციურად ვაკეთებთ არჩევანს. საქმე შეიძლება სხვაგვარად იყოს მდიდრების შემთხვევაში: ირკვევა, რომ ისინი შეგნებულად გეგმავენ ვისთან იკონტაქტონ და ვინ შეიყვანონ შავ სიაში.


    წარმატებულ ადამიანებს ურჩევნიათ მხიარული, ღია და ოპტიმისტური მეგობრები. კრედიტუნარიანობა ასევე არის პასპორტი მდიდარ კაცთან მეგობრობის სამყაროში. "სწორი" მეგობრები გიზიდავენ და ფაქტიურად გაინფიცირებენ თავიანთი წარმატებით. ადამიანები, რომლებიც გამუდმებით საუბრობენ წარმატებებზე, შესაძლებლობებზე და ცხოვრების პოზიტიურ ასპექტებზე, გეხმარებიან სამყაროს სრულიად განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვაში!


  • მდიდრები პრობლემების გადაჭრასა და დაბრკოლებების გადალახვაზე არიან ორიენტირებულნი.
  • როდესაც ღარიბები პრობლემას აწყდებიან, ისინი ხშირად მიაწერენ მას ბედ-იღბალს და წყვეტენ მისი გადაჭრის მცდელობას. არც მდიდრებს უხარიათ სირთულეები, მაგრამ არ გაურბიან და არ ნებდებიან. ისინი იმუშავებენ მანამ, სანამ არ იპოვიან პრობლემის გადაწყვეტის გზას, რათა საბოლოოდ გაიმარჯვონ.



    თქვენ მილიონერების რა თვისებები აღმოაჩინეთ საკუთარ თავში?

    0
    356
    1-ს მოსწონს
    ავტორი:მანანა თურმანიძე
    მანანა თურმანიძე
    356
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0