x
ბედუკაძის ცემაში ბრალდებული ნაზღაიზე და მისი დედა დაიღუპნენ
image

თენგიზ ნაზღაიძე და შორენა ქალდანი დღეს ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ! ისინი სვანეთში დაკრძალვიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათ გზაზე ტრაილერი შეეჯახა.

ავარიისას ორი ადამიანი(ნაზღაიძე და ქალდანი) ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი, მათი ოჯახის წევრები, მძიმედ დაშავდნენ. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი თენგიზ ნაზღაიძეა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ლადო ბედუკაძე სცემა, მასთან ერთად კი დაიღუპა მისი დედა, შორენა ქალდანი.


ყოფილი პატიმრის, თენგიზ ნაზღაიძის დედა, შორენა ქალდანი 14 თებერვალს, ქაშუეთის ეზოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ინტერვიუში ჰყვებოდა, თუ რატომ დაესხა თავს მისი შვილი ქაშუეთის ეკლესიის ეზოში გლდანის ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს, ვლადიმერ ბედუკაძეს, რომელიც ქალდანის თქმით, დაპირისპირების ინიციატორი თავად იყო.



დედის ინფორმაციით, გლდანის ციხეში სასჯელის მოხდის პერიოდში მის შვილს ლადო ბედუკაძე სასტიკად აწამებდა. მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ნაზღაიძე ბრალს არ აღიარებდა, ბედუკაძის მხრიდან კი არაადამიანური მოპყრობის მიზეზი აღიარებითი ჩვენების მიღება იყო.


ნაზღაიძე 14 თებერვალს ბედუკაძის ცემის ფაქტზე დაჰკითხეს. ის ყოფილი პატიმარია, რომელიც 2006 - 2008 წლებში იძებნებოდა, მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდნენ. თენგიზ ნაზღაიძემ გლდანის ციხე 2015 წელს დატოვა. მას შემდეგ ოჯახი წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის ლადო ბედუკაძის დასჯას ითხოვდა, მათ საჩივარი მთავარ პროკურატურაშიც შეიტანეს, რასაც რეაგირება ჯერ არ მოჰყოლია.

0
1536
2-ს მოსწონს
ავტორი:მანანა თურმანიძე
მანანა თურმანიძე
1536
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0