x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134549
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ოსი პოლიტიკოსის აზრით, მოსკოვმა შეიძლება თბილისს ცხინვალი და სოხუმი ჩააბაროს
image

ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის მრჩეველმა ვიაჩესლავ გობოზოვმა განაცხადა.


"რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების „დათბობა“ შეიძლება საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდეს და ის კიდე უფრო „თბილ“ ურთიერთობებში შეიძლება გადაიზარდოს, რასაც შედეგი ექნება სოხუმისა და ცხინვალისთვის.ამის შესახებ წერს Эхо Кавказа.



"რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მორიგი ასეთი „დათბობა“ შესაძლებელი გახდა, პირველ რიგში, მოსკოვის მიმართ ოფიციალური თბილისის ნეიტრალიტეტის გამო სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, წინასგან განსხვავებით, მოსკოვისა და თბილისის ამჟამინდელი დაახლოება მხოლოდ მყიფე დეკლარაციების დონეზე არ არის, უფრო დინამიურად განვითარებადი პოლიტიკური პროცესია“, - განაცხადა მან გაზეთ „სამხრეთ ოსეთთან“ ინტერვიუში.



მისი აზრით, მოსკოვის და თბილისის დაახლოებამ შეიძლება თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ინტერესებს ზიანი მიაყენოს.


„ამ გეოპოლიტიკურ დაახლოებას შეიძლება ის მოჰყვეს, რომ შეიქმნას სიტუაცია, როდესაც რუსეთი სამხრეთ ოსეთს ან აფხაზეთს თბილისს ჩააბარებს“, - აღნიშნა მან.


გობოზოვმა მაინც იმედი გამთქვა, რომ მოსკოვი აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას უკან არ გაიწვევს და მათ თბილისს არ ჩააბარებს.


გაგლოევის მრჩევლის თქმით, მთიანი ყარაბაღის ისტორიამ აჩვენა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეზე პირველად, ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკის საკითხი სამხედრო გზით იყო გადაჭრილი.


მისი აზრით, სოხუმმა და ცხინვალმა მითიური საფრთხეები რეალური გამოწვევებისგან უნდა გაარჩიოს, რათა შესაძლო უარყოფითი შედეგების განეიტრალებისთვის მაქსიმალურად ეფექტიანი ზომები მიიღონ.


მთავარ ფოტოზე:ცხინვალი, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების 15 წლისთავთან დაკავშირებული ბანერი

0
102
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0