x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2001 წლის 16 მარტი ერთადერთი დღე იყო დიდ ბრიტანეთში თვითმკვლელობის გარეშე
image

ორშაბათს უფრო მეტი ადამიანი იკლავს თავს, ვიდრე ნებისმიერ სხვა დღეს.


მაგრამ ერთი დღე, როდესაც ყველაზე მეტი თვითმკვლელობა მოხდა 1993-2002 წლების შუალედში, იყო ახალი ათასწლეულის დასაწყისი: შაბათი, 2000 წლის 1 იანვარი.


ერთადერთი დღე დიდ ბრიტანეთში, როდესაც არც ერთი თვითმკვლელობა არ მომხდარა, იყო პარასკევი, 2001 წლის 16 მარტი. ეს იყო Comic Relief Red Nose Day-ის დღე, როდესაც მილიონობით ტელემაყურებელი უყურებდა კომიკოს ჯეკ D-ს გამოსვლას.



ეს მაჩვენებლები განმოაქვეყნა ეროვნული სტატისტიკის სამმართველომ, რომელიც სწავლობდა ინგლისსა და უელსში თვითმკვლელობის შემთხვევებს


ექსპერტების თქმით სუიციდის კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ რომ ორშაბათ დღეს თვითმკვლელობა "უკავშირდებოდა ახალი დროის ათვლის ეფექტს". სასოწარკვეთილი ადამიანები ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ კიდევ ერთი კვირა წინა კვირის მსგავსი იქნება.


მაგრამ მათ უარყვეს მოსაზრება, რომ ეს დაკავშირებული იყო ახალ კვირი დასაწყისთან და ისევ სამსახურში გასვლასთან.


”ჩვენ არ გვჯერა, რომ ეს დაკავშირებულია სამუშაოსთან, ” - განაცხადეს ONS-ში.


„კვირის დღეებში თვითმკვლელობის სურათი თანმიმდევრული იყო ყველა ასაკობრივ ჯგუფში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ 75 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში ადამიანები მუშაობდნენ“.


იაპონიამ და შეერთებულმა შტატებმა ასევე დააფიქსირეს თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ორშაბათს.


კითხვაზე ორშაბათობით თვითმკვლელობის მაღალი მაჩვენებელი რისი ბრალია, ანიტა ბროკმა, ONS-ის სპიკერმა, კითხვითვე უპასუხა: „ალბათ სამდღიანი უქმეს შემდეგ? მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი პირადი აზრია“.


2000 წლის 1 იანვარს დიდი ბრიტანეთში დაფიქსირდა 23 თვითმკვლელობა - 18 მამაკაცი და 5 ქალი -.

მთლიანად დღეში საშუალოდ 10 თვითმკვლელობა ფიქსირდება . მთელი კვლევითი პერიოდის განმავლობაში, ყოველი მეხუთე თვითმკვლელობა მოხდა ორშაბათს.


სუიციდის მცდელობები უფრო დაბალია დღესასწაულების წინ და უფრო მაღალია, დღესასწუალების ჩავლის შემდეგ


თვითმკვლელობის მაჩვენებელი ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა, განქორწინების მზარდი მაჩვენებლის მიუხედავად.

ბევრი მათგანი ხდება რატომღაც უფრო ზღვისპირა ქალაქებში.


2003 წელს დაფიქსირდა 5755 ზრდასრულის თვითმკვლელობა, ეს იყო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 1973 წლის შემდეგ. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ადამიანები უფრო ბედნიერები არიან, არამედ იმიტომ, რომ ახლა უფრო რთულია საკუთარი სიცოცხლის მოსპობა.



1
30
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
30
  
0 1 1