x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ბენინგტონის სამკუთხედის საიდუმლო, სადაც ადამიანები უკვალოდ უჩინარდებოდნენ
image


ყველაზე უცნაური შემთხვევა შეიძლება მოხდეს ყველაზე ჩვეულებრივ სიტუაციაში. როცა საშიშროების ნიშნები არ არის, ირგვლივ მანიაკები არ დაძრწიან და მსხვერპლს არ ჰყავს მტერი, არ აქვს მიზეზი, რომ გაქრეს და ცხოვრება ნულიდან დაიწყოს.


პატარა ქალაქი ბენინგტონი, ვერმონტი, უცნაური ადგილია. იმ გაგებით, რომ სრულიად უმიზეზოდ, 1945-1950 წლებში აქ ხუთი ადამიანი გაუჩინარდა. ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან:დაწყებული რვა წლის ბიჭიდან და დასრულებული 74 წლის მონადირით. შესაძლოა, ერთმა კონკრეტულმა შემთხვევამ, რომელიც ამ გაუჩინარებათაგან ყველაზე ცნობილი გახადა, გამოიწვია ვერმონტის შტატის პოლიციის შექმნა 1947 წელს.


პაულა ჟან უელდენი უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა 1946 წლის დეკემბრის პირველ დღეს. და სამუდამოდ დარჩა პატარა ქალაქის ამოუხსნელ საიდუმლოდ.


image

პაულა იყო ბენინგტონის კოლეჯის მეორე კურსზე და სწავლობდა ხელოვნებას. რაც გოგონას განსაკუთრებით არ იზიდავდა და ბოტანიკით ჩანაცვლებასაც კი აპირებდა.


მასში უჩვეულო არაფერი იყო. სასიამოვნო გოგონა, სწავლობდა, მუშაობდა კოლეჯის კაფეტერიაში და კარგ ნიშნებსაც ღებულობდა.


1946 წლის 1 დეკემბერს მან უთხრა თავის ოთახის მეზობელს, რომ აპირებდა ლაშქრობას ვერმონტის "გრძელ ბილიკზე" გლასტენბერის მთებში.


430 კილომეტრზე მეტი სიგრძის ბილიკი ბენინგტონის ჩრდილოეთით ტყეებში გადიოდა და კანადის საზღვრამდე მიდიოდა.

image

გაუჩინარება ბენინგტონის სამკუთხედსა და გლასტენბერის მთებში




რამდენიმე ადამიანმა დაინახა პაულა ბილიკისკენ მიმავალ გზაზე, მათ შორის ამხანაგებმა ლაშქრობის ჯგუფიდან. ერთ-ერთმა მათგანმა გააფრთხილა კიდეც პაულა, რომ გოგონას ტანსაცმელი - ჯინსი და ქურთუკი - არ იყო საკმარისად თბილი და მთაზე შესცივდებოდა. მაგრამ ის მაინც წავიდა.გოგონას თან ფული არ ჰქონდა.


პაულა ჟან უელდენი აღარავის უნახავს. ის არც იმ დროისთვის დაბრუნდა, როცა მისი ოთახის მეგობარი დასაძინებლად დაწვა.


მან იფიქრა, რომ პაულა გვიანობამდე დარჩა კოლეჯის ბიბლიოთეკაში. მაგრამ მეორე დილით გაირკვა, რომ პაულა ლაშქრობიდან საერთოდ არ დაბრუნებულა.


კოლეჯის ხელმძღვანელობამ მოაწყო მცირე სამძებრო სამუშაოები, რათა პაულა ჟანი ეპოვათ სადმე კამპუსში. კოლეჯს ჰქონდა სისტემა, სადაც სტუდენტებს მოეთხოვებოდათ წერილობითი დასტური, თუ ისინი აპირებდნენ კამპუსიდან გვიან ღამით წასვლას. მაგრამ პაულას სახელი სიაში არ იყო.


გოგონა საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ან მის სიახლოვეს ვერ იპოვეს. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შერიფს დაურეკეს. მალე კამპუსში ჭორები გავრცელდა.


პაულას გაუჩინარების ვერსიები იყო:თვითმკვლელობა, ამნეზია და მკვლელობაც. კოლეჯი რამდენიმე დღით ოფიციალურად დაიხურა, რათა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს მონaწილეობა მიეღოთ პაულა ჟანის ძებნაში. მაგრამ მათ მნიშვნელოვანი ვერაფერი ნახეს. საბოლოოდ, სამძებრო სამუშაოებს მეხანძრეები და ეროვნული გვარდია შეუერთდნენ.


მათ ხელს უშლიდა ის ფაქტი, რომ იმ დროს ვერმონტში პოლიციის განყოფილება, როგორც ასეთი, არ არსებობდა.


ამიტომ, ოპერაციაში მონაწილეობდნენ დამოუკიდებელი, განსხვავებული ჯგუფები, რომლებიც ხშირად ერთსა და იმავე ადგილას რამდენჯერმე გადიოდნენ. ამავე დროს, მათ დაკარგეს ძვირფასი დრო და ენერგია. მათ საბოლოოდ გამოიძახეს პოლიცია მეზობელ კონექტიკუტიდან დასახმარებლად.

image

გამომძიებლებმა იპოვეს ბიჭი, რომელმაც თქვა, რომ ნახა პაულა მის გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე. ამ ახალგაზრდას ეჭვი მაშინ გაუჩნდა, როცა სხვადასხვა ისტორიებს უყვებოდა იმის შესახებ, თუ სად გაატარა 1 დეკემბრის საღამო. ასევე ამბობენ, რომ მან სულ მცირე ორ მეგობარს უთხრა, რომ იცოდა, სად იყო დაკრძალული გოგონა. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ უბრალოდ იხუმრა.


ძებნა გაგრძელდა, მაგრამ ვერ პაულა და ვერც მისი ნაშთები იპოვეს. ამ საქმეში მხოლოდ ერთი დადებითი მომენტი იყო. რა თქმა უნდა, თუ რაიმე პოზიტიური შეიძლება ვუწოდოთ ასეთ ტრაგიკულ ისტორიას. მრავალი უწყების წარუმატებელმა და არაკოორდინირებულმა ძალისხმევამ გამოიწვია ვერმონტის შტატის პოლიციის შექმნა მომდევნო წელს.


პაულას და გამოცდილი მონადირის, მიდი რივერსის გაუჩინარების შემდეგ, რომელიც გოგონამდე ერთი წლით ადრე გაქრა, ომის ვეტერანი ჯეიმს ტედფორდი ბენინგტონის სამკუთხედში გაუჩინარდა. 1949 წელს მამაკაცი სახლში ბრუნდებოდა სხვა მგზავრებთან ერთად ის პირდაპირ ავტობუსიდან გაუჩინარდა.


1950 წლის ოქტომბერში ახალგაზრდა პოლ ჯეპსონი გაუჩინარდა ავტობუსის გაჩერებიდან, როდესაც დედამისმა სულ ცოტა ხნით ყურადღება მოადუნა.


მაძებარმა ძაღლებმა ჯგუფი მიიყვანეს იმ ადგილზე, სადაც პაულა, სავარაუდოდ, ადრე გაუჩინარდა. ფრიდა ლანჯერიც ამ ტერიტორიაზე გაუჩინარდა. გოგონას ცხედარი დიდი ხნის შემდეგ იპოვეს.


ეს მხოლოდ ბენინგტონის სამკუთხედის ოფიციალური მსხვერპლია. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში სულ ორ ათეულ შემთხვევაზე მეტი იყო.

image

ბოლო წლებში ამ ადგილებშიაღარავინ გაუჩინარებულა, მაგრამ დღემდე ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურის მუშაკები (აქ მდებარეობს ნაკრძალი) მოლაშქრეებს ბილიკზე მარტო გადაადგილებას არ ურჩევენ.



2020 წელს გამოდის ფილმი "შირლი", რომელშიც პაულას ისტორიაა გამოყენებული.(ფოტოზე კადრი ფილმიდან)


image

0
158
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0