x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ერთი შეხედვით ნორმალური ჰოლანდიური სოფელი, სადაც ყველას დემენცია აწუხებს
ჰოლანდიის ჩრდილოეთით მდებარე ვესპის თემში არის უჩვეულო დასახლება, სახელად ჰოგევეი. აქ მუდმივად ცხოვრობს 152 ადამიანი: ისინი ჭამენ, სძინავთ, სეირნობენ, დადიან მაღაზიებში და რესტორნებში. თუმცა თითოეულ მათგანს მუდმივად აკონტროლებენ. ყველაფერი იმიტომ, რომ ჰოგევეი სამედიცინო დაწესებულებაა და მის ყველა მობინადრეს ასაკობრივი დემენცია აწუხებს.



image



ეს ადგილი შერეულ გრძნობებს იწვევს. ერთი შეხედვით, გრანდიოზული ტყუილია, როგორც ფილმში „ტრუმენის შოუ“, მეორე მხრივ, სრულიად ინოვაციური მიდგომა პაციენტების მოსავლელად.



image




ჰოგევეი წყნარი, იდილიური ადგილია რამდენიმე ათეული ლამაზი სახლით, მოვლილი ბაღებით, მყუდრო პარკებით, პატარა ცენტრალური მოედნით, ფოსტით და თეატრით.



image



ადგილობრივი ხანდაზმულები არიან. ისინი ქუჩებში სეირნობენ, დადიან სახლში პარკებით სუპერმარკეტიდან, კაფეში ფინჯან ჩაიზე ან ყავაზე აუჩქარებლად ლაპარაკობენ. გამყიდველები, მოლარეები, ბარმენები და მეეზოვეებიც ყველა მობინადრეს სახეზე და სახელით იცნობენ, უღიმიან და ჯერ კიდევ შორიდან ხელს უქნევენ.



image



დასახლების ყველა მკვიდრს 24 საათის განმავლობაში ვიდეოკამერებით აკვირდებიან, ხოლო მომღიმარი მუშები ისინი არ არიან, ვინც გვგონია. ყველაფერი ისე, როგორც ცნობილ ფილმში „ტრუმენის შოუ“, ერთი გამონაკლისით: ყველა, ვინც დასახლებაში მუშაობს, მსახიობები არ არიან, არამედ ექიმები და ექთნები.



image



ჰოგევეის პაციენტებმა არ იციან, რომ ისინი პაციენტები არიან და ერთგვარ მოხუცთა თავშესაფარში იმყოფებიან. ცხოვრობენ თავიანთ დასახლებაში და დარწმუნებულნი არიან, რომ საკუთარ სახლში არიან. აქ არ არის პალატები, სოფლის მკვიდრნი ცხოვრობენ რეალურ სახლებში, 6–7 ადამიანი თითო სახლში, თითოეული ცალკე ოთახში.



image



სახლების ინტერიერი მკაცრად დაპროექტებულია იმ ეპოქის სტილში, რომელიც პაციენტების მეხსიერებაში მეტნაკლებად შემონახულია – სადღაც 1950–იანი წლების შუა ხანები ან 2000–იანი წლების დასაწყისი. ეს ყველაფერს ეხება – ავეჯს, სუფრას, სალფეთქს, შპალერის ფორმას.



image



პაციენტებს შეუძლიათ მიმდებარე ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება, ხეებით და შადრევნებით ტკბობა, სკამზე დასვენება. ერთმანეთთან ურთიერთობენ, ფოსტაში, მაღაზიებში, კაფეებსა და თეატრში დადიან. მათ მუდმივად სტუმრობენ ნათესავები – ბევრი ჰოგევეიში თითქმის ყოველდღე დადის.



image



მართალია, თავად დასახლების დატოვება არ შეუძლიათ. ორსართულიანი სახლები, რომლებშიც ისინი ცხოვრობენ, ისეა აგებული, რომ ქმნის უწყვეტ კედელს – ასე რომ ჰოგევეიში ვერც დაიკარგები, ვერც გახვალ. თუ რომელიმე პაციენტი შემთხვევით მიუახლოვდება პერიმეტრის ერთადერთ კარს, ჯანდაცვის თანამშრომელი თავაზიანად აუხსნის, რომ ახლა კარი დაკეტილია და სჯობს სხვა მოძებნოს.



image

ივონ ვან ამერონგენი, პროექტის დამფუძნებელი



ჰოგევეი მსგავსი ტიპის ერთადერთი მოხუცთა თავშესაფარია მთელ მსოფლიოში. მისი დამფუძნებელი ივონ ვან ამერონგენი წლების განმავლობაში მუშაობდა მოხუცთა თავშესაფარში. 1992 წელს გაუჩნდა იდეა, რომ ტიპური მოხუცთა თავშესაფარი უფრო საცხოვრებელ გარემოდ გადაექცია.



image



2009 წელს ხელისუფლების წარმომადგენლები თავისი იდეით მოხიბლა. მოგვიანებით შეიქმნა საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც 1, 5 ჰექტარ ფართობს იკავებს. აქ 23 სახლია. უნიკალური პროექტი ნიდერლანდების მთავრობის მიერ ფინანსდება.



image



დღეს ჰოგევეიში მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან ექიმები. მათი თქმით, დემენციის მქონე პაციენტების მოვლის ადგილობრივი მოდელი საუკეთესო შედეგებს აჩვენებს. სხვათა შორის, მსგავსი დასახლებები უკვე ჩნდება დიდ ბრიტანეთში და შვეიცარიაში. მთავრობა ირწმუნება, რომ მოხუცების ასეთ გარემოში მოთავსება არა მხოლოდ სასარგებლო და ჰუმანურია, არამედ უფრო იაფია, ვიდრე სახლში 24 საათიანი მოვლა.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. უნიკალური ექსპერიმენტი აშშ-ში: მოხუცთა თავშესაფრის და საბავშვო ბაღის გაერთიანება

2. ბრძნული რჩევა ებრაელებისგან, როგორ გავხადოთ დედა ბედნიერი

3. მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ

4. სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ

5. შვილის სინანული, რომელმაც მოხუცი დედა თავისთან საცხოვრებლად წაიყვანა


0
198
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
198