x
image
Yoona
Mediator image
სიბერეში ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ ან ბავშვები ცუდად აღვზარდეთ
მოგონებები ეს ისაა, რითაც მოხუცები ცხოვრობენ. ისინი ყოველდღე სიტყვასიტყვით იხსენებენ მათ განვლილ ცხოვრებას და მცირე დეტალებს არჩევენ. სწორედ ამ დროს აცნობიერებენ, თუ რამდენი რამ არასწორად გააკეთეს, რომლის დაბრუნებაც შეუძლებელია.

ფსიქოლოგმა და მწერალმა ანა კირიანოვამ მოხუცების ამბებში ერთი განსაკუთრებულობა შეამჩნია. ეს ღრმა და ზუსტი დასკვნაა. და ეს სწორედ ისაა, რაზეც ახალგაზრდებმა უნდა იმუშაონ.


რას ვინანებთ სიბერეში?

image

სიბერეში ყველაზე მეტად ვინანებთ არა იმას, რომ ცოტა ვიმოგზაურეთ.


არა იმას, რომ საკუთარ სულიერ განვითარებას ნაკლები დრო დაუთმეთ. და არა იმას, რომ ბავშვები ცუდად აღზარდეთ.

და არა იმას, რომ საკუთარი თავი ხელოვნებას არ მივუძღვენით. თუმცა ესეც შეიძლება ინანოთ, როგორც ზოგიერთი ფსიქოლოგი წერს.

მე ბევრ მოხუცს ვესაუბრე, რომლებიც ჯერ კიდევ საღ გონებაზე იყვნენ. და უმეტესობა მათგანი ნანობდა იმას, რომ სხვებს თავხედურად გამოყენების უფლება მისცენ.

და დაუმსახურებულ და უსიამოვნო წყენას ითმენდნენ. „რატომ ვერ შევძელი მათთვის პასუხის გაცემს, როცა უფროსი სამის მაგივრად მუშაობას მაიძულებდა?“ - ამბობდა ერთი ქალი.


image

ზოგი ნათესავებს იხსენებდა, რომლებიც სტუმრად მოდიოდნენ ოთახში, სადაც ორ შვილთან და ქმართან ერთად ცხოვრობდა. და კვირაობით მათთან ცხოვრობდნენ. ის კი ყველაფერს წმენდდა, ალაგებდა, რეცხავდა, ამზადებდა და სტუმრებს უმასპინძლდებოდა, როგორც მიღებული არის - თუმცა ვინ არის ვალდებული?

ზოგი მთვრალი ქმრის ახირებებს ითმენდა.

ზოგი აბსოლუტურად უცხო ადამიანების თავხედურ მოთხოვნებს. არა სიმხდალის გამო, უბრალოდ ვინმესთვის გული რომ არ დაეწყვიტა.

სხვის თვალში კეთილ ადამიანად გამოჩენა. უმეტესობა ამას ნანობდა. და ხმამაღლა არჩევდნენ, თუ ახლა ამ ყველაფერს როგორ მშვიდად და მარტივად უარს იტყოდნენ.

აი, რას ინანებთ ნამდვილად - უმიზნოდ და უაზროდ დახარჯულ დროს, ძალისხმევას და გაწეულ მსხვერპლს, ნებაყოფლობით მონობას.


image

არასაჭირო მოთმინებას, რომელსაც არავინ დააფასებს. ასე რომ ზედმეტი არაფერია საჭირო. ასე დრო დაგრჩებათ სამოგზაუროდ, ბავშვებისთვის, შვილიშვილებისთვის და ხელოვნებისთვის. და ჯანმრთელობა შეგრჩებათ. ხოლო სულში სიმწარეს არ იგრძნობთ - უბრალოდ „არას“ თქმა უნდა ისწავლოთ.

და ეს ყველაფერია.

ან უბრალოდ თავხედური თხოვნები უნდა უგულებელყოთ, საკუთარი თავი ხელოვნებას მიუძღვნათ, იმოგზაუროთ და დაისვენოთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. აი, რატომ არ იმსახურებთ იყოთ ბედნიერი

image

2. 3 კრიტერიუმი, რითაც ადამიანი პირველი შეხვედრისას გაფასებთ

image

3. მშობლების დაკარგვა ყოველთვის შეგცვლით: მნიშვნელობა არ აქვს რამდენი წლის ხართ

image

4. რას ნიშნავს სინამდვილეში „პატივისცემა“ - უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ქალისთვის კარის გაღება

image

5. ემოციური ძალადობის 30 ნიშანი

image

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
7706
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
7706
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0