x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ბურუსით მოცული წინასწარმეტყველება, რომელიც უძლიერესი სამეფოს დაცემის მიზეზი გახდა

ლიდია ხეთების სამეფოს დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ქვეყანა იყო. უფრო სწორედ, ის ხეთების კი არა, ფრიგიის წიაღიდან წარმოიშვა, რომელიც თავის მხრივ, ხეთების სამეფოს დაშლის შემდეგ შეიქმნა. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც დიდი იმპერიის დაშლის შედეგად, პატარ–პატარა სახელმწიფოები ჩნდებიან. მათგან ზოგი, დროის გამოცდას უძლებს და ფესვებს ღრმად იდგამს – სხვები კი, საერთოდ ქრებიან პირისაგან მიწისა.

ლიდიამაც, სწორედ ამ უკანასკნელების ბედი გაიზიარა, იმის მიუხედავად, რომ თავის დროზე, ის ძალიან ცნობილი სამეფო იყო და მის შესახებ არაერთი ისტორიული წყარო არსებობს. ეს ქვეყანა ძალიან უყვარდათ ანტიკურ ისტორიკოსებსაც. ხოლო, განსაკუთრებით ბევრს, მის უკანასკნელ მეფეზე – კრეზზე (ძვ.წ. აღრ. 560-546 წწ.) წერდნენ.


image


კრეზი ხელისუფლებაში ძვ. წ. აღრ. 560 წელს მოვიდა, როდესაც ლიდია აყვავებული და მდიდარი ქვეყანა იყო... და ახალი მმართველიც, ძალიან ჭკვიანი და პრაგმატული გამოდგა. მისი ზოგიერთი პროექტი მეტად ინოვაციური და ეფექტური იყო. მაგრამ, მეფემ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმ იმდროინდელი სტატუსი და სიმდიდრე, საკმარისი არ იყო და ამ ყველაფერთან ერთად, დიდებაც სჭირდებოდა. ამისთვის კი – ომი და მასში გამარჯვება იყო საჭირო!

მტრად კი, მან არც მეტი და არც ნაკლები – სპარსეთის მეფე კიროს II დიდი ამოირჩია. თუმცა, გადმოცემით, ვიდრე ომს დაიწყებდა, კონსულტაცია ორაკულთან გაიარა და ჰკითხა, რა მოხდებოდა, თუ თავს სპარსეთს დაესხმებოდა?

ორაკულმა კი, პირდაპირ უთხრა: "თქვენ დიდ სამეფოს გაანადგურებთ, მეფეო". მაგრამ, ასეთი პასუხი ორივე შემთხვევაში სწორი იქნებოდა – ომი როგორც არ უნდა დასრულებულიყო, ორივე შემთხვევაში, დიდი ქვეყანა დაზარალდებოდა...

კრეზმა კი, ბუნებრივია, წინასწარმეტყველება თავის სასარგებლოდ განმარტა და ძვ. წ. აღრ. 546 წ. სპარსეთს დაესხა თავს. შედეგი კი, პროგნოზირებადი იყო – იმავე წელს, სპარსელების ჯარმა ლიდიის დედაქალაქი სარდისი აიღო და ლიდიამ, როგორც ქვეყანამ, არსებობა შეწყვიტა. რაც შეეხება კრეზს, ის ტყვედ ჩავარდა და სიკვდილით დასაჯეს (თუმცა, არსებობს ვერსია, რომ ის შეიწყალეს).

მტერმა ლეგენდარული ლიდია გაძარცვა და დაანგრია... ხოლო, კირიონმა, აქემენიანების იმპერია დაარსა. ასე, რომ წინასწარმეტყველება, თუ ამას წინასწარმეტყველებად მივიღებთ, ზუსტი იყო. უბრალოდ, ის სწორედ არ იყო ინტერპრეტირებული: უდიდესი სამეფო მართლაც დაეცა... მაგრამ, რომელი? – საკითხავი ის იყო!


image

არხის სხვა სიახლეები:


* 10 ფაქტი, რომლებიც გამოგონილს ჰგავს, მაგრამ სრული ჭეშმარიტებაა

* ამას ყველას ეუბნებიან, მაგრამ ვიზრდებით და გვავიწყდება

* ნამდვილი კატის კოდექსი

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
474
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0