x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შუმერების 5 გამოგონება, რომლებმაც სამყარო შეცვალა

ძველმა შუმერებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა სფეროში და მემკვიდრეობა დაგვიტოვეს, გამოგონებების სახით, რომელმაც მსოფლიო შეცვალა და მასზე ზეგავლენას დღემდე ახდენს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ადამიანები ფიქრობენ, რომ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, დღეს ყველაზე განვითარებულნი ვართ, ხელსაწყოების და ცოდნის უდიდესი ნაწილი, რასაც დღეს ვიყენებთ, ფესვებით ძველ სამყაროში მიდის... დამწერლობა, მათემატიკა და საზომი ერთეულები, სწორედ შუმერულ ცივილიზაციის წიაღში ჩაისახა.


image


ადრე ბრინჯაოს ხანაში, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე, მდ. ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარე ტერიტორიაზე, შუმერების ქალაქ–სახელმწიფოების აყვავებული დასახლება იყო. სწორედ მათმა გამოგონებებმა მოახდინეს რევოლუცია მსოფლიოში.

აქ ამ ცივილიზაციის 5 აღმოჩენას და გამოგონებას წარმოგიდგენთ, რომლის გარეშე, ჩვენი ცხოვრება, ალბათ, განსხვავებული იქნებოდა:


დამწერლობაimageლურსმული დამწერლობა, ძვ. წ. აღრ. 3100–3000 წწ., ბრიტანეთის მუზეუმი


უძველესი შუმერების ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი, კაცობრიობის ისტორიის განვითარების საქმეში, მათ მიერ დამწერლობის სისტემის შემოღება იყო. ლურსმული, ან სოლისებრი დამწერლობა მას, სოლის ფორმის ანაბეჭდების მიხედვით დაარქვეს და ის პირველად, შორ მანძილზე ვაჭრობის დროს, კომუნიკაციების უზრუნველსაყოფად, დაახლოებით, ძვ. წ. აღრ. 3500 წ. შეიქმნა. ვაჭრებს თვალი უნდა ედევნებინათ, რომ მარცვლეული, ცხოველები და სხვა საქონელი, ადრესატამდე ზუსტი რაოდენობით მისულიყო. ამის გაკეთება კი, ზეპირსიტყვიერებით, რთული იქნებოდა.

ყველაზე ადრეული სიმბოლოები, სავაჭრო საქონლის გრაფიკული გამოსახულებები და რაოდენობა იყო. დროთა განმავლობაში, ფონოგრამები, სიმბოლოები, რომლებიც ბგერების აღნიშვნისთვის გამოიყენებოდა, ურუქში, შუმერის უდიდეს ქალაქში გამოჩნდა და როდესაც ლურსმულმა დამწერლობამ გარკვეულ დონეს მიაღწია, ადამიანებმა მისი გამოყენება არასავაჭრო მიზნებისთვის დაიწყეს.

ბევრმა უძველესმა ცივილიზაციამ გადაიღო და ლურსმულ დამწერლობას, ათასწლეულების მანძილზე იყენებდა. მან ბევრ ენაზე მოახდინა გავლენა, მათ შორის, აქადურ, ბაბილონურ, ხეთურ და ძველ სპარსულ ენებზე. საბოლოოდ, ლურსმული დამწერლობა, ანბანზე დაფუძნებულმა დამწერლობამ ჩაანაცვლა. მაგრამ, წერილობითი ენის განვითარება, ცივილიზებული სამყაროს ადრეულ სტადიაზე, სწორედ ლურსმულ სიმბოლოებს ეფუძნებოდა.


მათემატიკა და თვლის სისტემა
image

ბაბილონური ფირფიტა, სამეულების სისტემით, ძვ. წ. აღრ. 1800 წ.


ისევე როგორც ლურსმული დამწერლობა, შუმერული რიცხვების სისტემაც სავაჭრო საჭიროებისთვის შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ შუმერებს რიცხვითი სისტემების კონცეფცია არ ჩამოუყალიბებიათ, მათ მიერ შექმნილი რიცხვების სისტემა, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ცივილიზაციამ ათობითი რიცხვითი სისტემა გამოიყენა.

შუმერული რიცხვითი სისტემა ექვსათეულიანი იყო, ანუ მის საფუძველს რიცხვი — 60 წარმოადგენდა. ისტორიკოსები და მათემატიკოსები თვლიან, რომ შუმერებმა ფუძედ 60 იმიტომ აირჩიეს, რომ მას გამყოფების დიდი რაოდენობა აქვს. თანამედროვე მათემატიკაშიც, 60 — პოპულარული გაყოფის სისტემაა. მაგ., საათში 60 წუთია, წუთში — 60 წამი, წრე 360 გრადუსს შეიცავს (60 х 6) და ა. შ.


პირველი წამლები მსოფლიოშიimageექიმი ურ–ლუგალ–ედინესის ბეჭდის ანაბეჭდი, ძვ. წ. აღრ. 2000 წ.


უძველესი შუმერული ტექსტი, რომელიც მედიცინას ეხება, შუამდინარეთში 1889 წელს, ქ. ნიფურში აღმოაჩინეს (თანამედროვე ბაღდადიდან 160 კმ-ით არის დაშორებული). თიხის ფირფიტა, რომელზეც 15 წამლის რეცეპტია მოცემული და ძვ. წ. აღრ. III ათასწლეულის ბოლო პერიოდით არის დათარიღებული, შეგვიძლია ყველაზე უძველეს ფარმაკოლოგიურ წყაროდ მივიჩნიოთ.
დღემდე უკვე გაშიფრული თიხის ფირფიტების მონაცემებით, შუმერული ექიმები, ისევე როგორც მათი თანამედროვე კოლეგები, ემპირიკოსები იყვნენ. არც ერთ ტექსტში არ არის ნახსენები ღმერთები, დემონები და შელოცვები, — მოცემულია მხოლოდ კონკრეტული პათოლოგიები და მკურნალობის მეთოდები. ყველაზე ნიშანდობლივი კი ის არის, რომ სამედიცინო ცოდნა თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა, ხოლო ფირფიტებზე მხოლოდ იმას წერდნენ, რისი დამახსოვრებაც შეუძლებელი იყო, — უფრო ხშირად, დაავადების მკურნალობის ხერხებს და წამლის რეცეპტებს.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პრაქტიკოსი ექიმები მკურნალობის პროცესში იყენებდნენ მასაჟს, ცხელ და ცივ კომპრესებს, ოყნას და სპეციალურ დიეტებს. სამედიცინო იარაღების შესახებ კი, თითქმის არაფერია ნათქვამი, ფითხის, ლითონის მილების და ბრინჯაოს დანის (ლანცეტი) გარდა.

გარდა ამისა, შუმერები შეგვიძლია ექიმის ბეჭდის გამომგონებლებადაც ჩავთვალოთ. თუმცა, არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ იმ დროს, ქვისგან გამოთლილ ბეჭედს თასმით, ყველა თავისუფალი შუმერი ატარებდა და როდესაც მნიშვნელოვანი დოკუმენტების შედგენა ხდებოდა, ხელმოწერის ნაცვლად, ჯერ კიდევ ნესტიან თიხის ფირფიტაზე, ბეჭდით აკეთებდნენ ანაბეჭდს. ეს არ იყო ჩვენთვის ცნობილი მრგვალი ბეჭედი. ძველ შუმერულ ბეჭედს ცილინდრის ფორმა ჰქონდა და როდესაც მას სველ თიხაზე ატარებდნენ, ის მართკუთხედის ფორმის, საკმაოდ დიდი ზომის კვალს ტოვებდა. თიხის ერთ–ერთ ფილაზე, რომელიც ძვ. წ. აღრ. XXIV ს. არის დათარიღებული, შემონახულია ექიმი ურ–ლუგალ–ედინესის ბეჭდის ანაბეჭდი, რომელზეც სამედიცინო ხელსაწყოები და წამლის ჭურჭელია გამოსახული.


მეტალურგიაimage


არც ამ სფეროში ჩამორჩნენ შუმერები სხვებს. ეს ხალხი, ერთ–ერთი პირველები იყო, ვინც სპილენძისგან სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების დამზადება დაიწყო. ისინი ამ ნედლეულით ყველაფერს აკეთებდნენ: შუბის წვერიდან დაწყებული — დანებით და საპარსებით დამთავრებული. გარდა ამისა, შუმერები სპილენძისგან სამკაულს და ხელოვნების ნიმუშებსაც ამზადებდნენ. შუმერი მეტალურგები სპეციალურ ღუმელებს იყენებდნენ, რომელსაც ლერწმით ახურებდნენ. ხოლო, ტემპერატურულ რეჟიმს სილფონით არეგულირებდნენ, რომლის მართვა, როგორც ხელით, ისე ფეხით შეიძლებოდა.


სოფლის მეურნეობაimage


ძველი შუმერებით დასახლებული მიწა იდეალური რეგიონი იყო ფართომასშტაბიანი სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის. 5-6 ათასი წლის წინ, კლიმატი დათბა და წლის მანძილზე, მდინარეების წყალდიდობის რაოდენობაც შემცირდა, რამაც სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, მიწის ფართობი გაზარდა. იმავე პერიოდში, შემცირდა ნალექის წლიური რაოდენობა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, არასაკმარისი გახდა.

ამიტომ, შუმერებმა ტიგროსისა და ევფრატის წყლების გამოყენების ტექნოლოგია შეიმუშავეს და მდინარის წყლის გამოყენება სასოფლო–სამეურნეო მიწების სარწყავად დაიწყეს. ამ ცივილიზაციამ წარმოუდგენელი სირთულის, კაშხლიანი არხების, სისტემა შექმნა. ამგვარ ნაგებობებს ისინი ლერწმის და პალმის ღეროების და თიხისგან აშენებდნენ. რაც შეეხება საინჟინრო ტექნოლოგიებს, კაშხლებში მხოლოდ წყლის დაგუბება კი არა, წყლის ნაკადის დასარეგულირებლად, მისი გახსნა და დახურვაც შეიძლებოდა.

გარდა ამისა, შუმერებმა გამოიგონეს ორთვალიანი ეტლი, რომელშიც ცხოველის შებმა შეიძლებოდა, გუთანი, შექმნეს პოტერის ბორბალი, რომელიც კერამიკის ჭურჭლის შექმნას აადვილებდა... ეს და კიდევ არაერთი გამოგონება, მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ადამიანური ცივილიზაციის განვითარებისთვის და მრავალი ტექნოლოგიური და კულტურული მიღწევის საფუძველი გახდა.



image

არხის სხვა სიახლეები:


* სამარცხვინო შედეგი, რომელიც დიპლომატებმა დიდ გამარჯვებად გამოაცხადეს

* ფასიანი მეხანძრეები და სხვა შოკისმომგვრელი და საინტერესო ფაქტები ძველი რომის შესახებ

* ჩვეულებრივი ადამიანები ძველ ეგვიპტეში – 10 საინტერესო ფაქტი მათი ცხოვრებიდან, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
338
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0