x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორ დაიბადა "ევროვიზიის" კონკურსი და ვინ იყო პირველი გამარჯვებული,რომელსაც 100 წელი შეუსრულდა
image

3 მარტს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა შვეიცარიელ მომღერალს ლიზ ასიას, სწორედ იგი გახლდა სიმღერის კონკურსის "ევროვიზიის" პირველი გამარჯვებული.


თუ როგორ დაიბადა "ევროვიზიის" ჩატარების იდეა და ვინ იყო მისი პირველი გამარჯვებული ქვემოთ წარმოდგენილ პუბლიკაციაში გაიგებთ.



1950-იანი წლების შუა ხანებში ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) წევრები შეპყრობილნი იყვნენ სანახაობრივი გასართობი პროგრამის შექმნის იდეით, რომელიც ხელს შეუწყობდა ომისშემდგომი ევროპის კულტურულ გაერთიანებას. 1950 წლის იანვარში შვეიცარიის ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა მარსელ ბეზანსონმა ევროპის საერთაშორისო სიმღერის კონკურსის ცატარების იდეა წამოაყენა.



მისი ინიციატივა დამტკიცდა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურ ასამბლეაზე რომში 1955 წლის 19 ოქტომბერს. მაგალითითად აღებული იქნა ფესტივალი სან- რემოში (იტალია).


კონკურსის ოფიციალური მიზანი იყო ის, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უნდა ყოფილიყო ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც მაუწყებლობს ევროპის მასშტაბით და შეიქმნებოდა "პოპ-მუსიკის ჟანრში ნიჭიერი და ორიგინალური სიმღერების პოპულარიზაციისთვის, ავტორებსა და მომღერლებს შორის კონკურენციის გზით".


სინამდვილეში, შოუ უბრალოდ გამიზნული იყო 1950-იან წლებში ახალი ხილის- ტელევიზიის პოპულარობის გაზრდისთვის.


კონკურსი, თავდაპირველად ცნობილი როგორც ევროვიზიის გრან პრი, პირველი კონკურსი ჩატარდა ლუგანოში (შვეიცარია) 1956 წლის 24 მაისს. მონაწილეობდა შვიდი ქვეყანა,

გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, იტალია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები და შვეიცარია.


ავსტრიამ, გაერთიანებულმა სამეფომ და დანიამ მონაწილეობა ვერ მიიღეს, რადგანაც ამ ქვეყნების ტელეკომპანიებმა გვიან ჩაატარეს შესარჩევი კონკურსები.დაშვებული იყო მომღერლების მხოლოდ სოლო შესრულება, რომელთაგან თითოეულმა 2 სიმღერა წარადგინა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ერთმა ქვეყანამ ერთზე მეტი სიმღერა გაგზავნა. კონკურსში გაიმარჯვა მასპინძელმა ქვეყანამ, რომელსაც ლიზ ასია წარმოადგენდა სიმღერით "Refrain".



ლიზი ასიამ(დაბ.1924წ.) სასცენო კარიერა ცეკვით დაიწყო, ხოლო, როგორც მომღერალი, პირველად 1940 წელს წარდგა მსმენელის წინაშე.


მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მას პირველი უცხოური ტურნე ჰქონდა პარიზში, შემდეგ კი ძალიან პოპულარული შემსრულებელი გახდა გერმანიაში.


"ევროვიზიის" პირველ კონკურსზე გამოსვლისას მან შეასრულა ორი სიმღერა - "Das alte Karussell" და "Refrain", რომელთაგან ეს უკანასკნელი გახდა გამარჯვებული. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის დასავლეთ გერმანიის საკვალიფიკაციო კონკურსში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.

image

მან წარმოადგინა შვეიცარია მომდევნო ორ კონკურსზე, დაიკავა მე-8 ადგილი 1957 წელს სიმღერით "L'enfant que j'étais", ხოლო 1958 წელს - მე -2 ადგილი სიმღერით "Giorgio", რომელიც შესრულა იტალიურად. მის მიერ შესრულებული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა იყო "Oh, mein Papa".


1963 წელს იგი დაქორწინდა დანი ო. პედერსენზე, რომელიც ფლობდა რამდენიმე სასტუმროს და ჩაეფლო ქმრის ბიზნესში. 1995 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ისევ სცენაზე დაბრუნდა.


2007 წელს მან მოიგო შვეიცარიის კონკურსი Grand Prix der Volksmusik, დუეტში მომღერალ ბეატრიჩესთან, რის შემდეგაც, ვენაში ჩატარებული ამ კონკურსის საერთაშორისო ფინალში გამოსვლისას, მათ მე -12 ადგილი დაიკავეს.

image

2011 წელს მან კვლავ მიიღო მონაწილეობა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ეროვნულ საკვალიფიკაციო რაუნდში, მიაღწია ფინალს და დაიკავა მე-8 ადგილი.


ბოლო წლებში ის საფრანგეთის ქალაქ კანში ცხოვრობდა.

გარდაიცვალა 2018 წლის 24 მარტს.


0
97
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0