x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რატომ გააგდო ადრიანო ჩელენტანომ სახლიდან დახმარებისთვის მისული ახალგაზრდა?
image

6 იანვარი, ყველაზე ცნობილი იტალიელი პოპ მომღერლის და მსახიობის, ადრიანო ჩელენტანოს დაბადების დღეა, მის შემოქმედებაზე და პირად ცხოვრებაზე იმდენი დაწერილა და თქმულა, ეჭვი მეპარება რაიმე ახალი შტრიხები შევმატო, ამიტომ დღეს სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ დიდ იტალიელს, რომელსაც 86 წელი შეუსრულდა.


ადრიანო ჩელენტანოს დედის, ჯუდიტის მოგონებიდან:



"ჩემს შვილს ყოველთვის ბევრი მეგობარი ჰყავდა და ყოველთვის მათი ერთგული იყო. როცა ცნობილი გახდა, არ მიატოვა ისინი. ასე დაიბადა ჩელენტანოს კლანი. ის შეიქმნა იმიტომ, რომ ადრიანოს სურდა გაეგრძელებინა ძველ მეგობრებთან ერთად ცხოვრება, საღამოობით მათი ნახვა, მათთან ერთად სიცილი და გართობა. მაგრამ როგორ შეეძლო ამის გაკეთება, თუ ის მომღერალი იყო და ისინი მუშაობდნენ ავტოფარეხებში მექანიკოსებად?ამის შემდეგ მან შექმნა კლანი და ყველას სამსახური მისცა. როცა უღალატეს, ამის გამო ძალიან განიცადა. მაგრამ ნამდვილი მეგობრები, რომლებსაც ის ნამდვილად უყვარდათ, მასთან დარჩნენ. იცით, ადრიანო ძალიან გულუხვია, ყოველთვის ასე იყო.




ფულზე განსაკუთრებულად არასოდეს იყო მიბმული. თუ ვინმე გააჩერებს ქუჩაში და ფულს სთხოვს, ის დაუფიქრებლად ჯიბეში ხელს ჩაიყოფს და საფულეს ამოიღებს. იყო პერიოდი, როცა მის სახლთან ფულის მთხოვნელების გრძელი რიგი იდგა. განსაკუთრებით მახსოვს ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელიც ყოველი თვის ბოლოს მოდიოდა, თითქოსდა ხელფასის ასაღებად. ერთ თვეს თქვა, რომ დედამისი ავად იყო, მეორე თვეს დაიწუწუნა, რომ მხედველობა გამიფუჭდა და მეშინია მთლიანად არ დავბრმავდეო, მერე სიცილიაში მიწისძვრა მოხდა და თქვა, იქ მყავს ნათესავები, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათო.



ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სიცრუე იყო. მაგრამ ადრიანო ყოველთვის მზად იყო – საფულით ხელში. მას დიდი დრო დასჭირდა იმის გასაგებად, რომ ახალგაზრდა უბრალოდ მას იყენებდა. ბოლოს როგორც იყო მიხვდა და სახლიდან გააგდო."

0
242
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0