x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პედოფილია, უშიშროება და საპატრიარქო - სრული განუკითხაობა, დანაშაულებრივი უმოქმედობა და დუმილი
image

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე "ფორმულაზე" გასულ სიუჟეტს ახსენებს საზოგადოებას, რომელიც 2021 წელს გამოქვეყნდა, სადაც სუსის მიერ სასულიერო პირებზე მოპოვებული ფარული ჩანაწერებია.


შეგახსენებთ, რომ ანონიმური წყარომ სუს-იდან 3000-მდე ფაილი გაასაჯაროვა, ინკოგნიტო გამავრცელებლის მტკიცებით, შეიცავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული მიყურადების გზით მოპოვებულ ოპერატიულ მასალებს. - სუსი უსმენს სასულიერო პირებსაც კი. ამზადებს ფაილებს, პირადი ცხოვრების, სექსუალური ორიენტაციის, ნარკოდამოკიდებულების, კრიმინალური კავშირების შესახებ. სუს-ის ინტერესის საგანი მაღალი იერარქების პოლიტიკური გემოვნებაა, ფაილებში კატეგორიებადაა დაყოფილი ოცნების მხარდამჭერი სამღვდელოება და ოპოზიციონერებთან სასულიერო პირების კავშირები.


გავრცელებული დოკუმენტები შეიცავს შემდეგი შინაარსის მიმართვას:


ჩვენ გისმენთ ყველას, ვაგროვებთ ცნობებს თქვენზე, ვაგროვებთ კომპრომატებს, ვიყენებთ თქვენ სისუსტეებს, გიგონებთ ჭორებს, გიტეხავთ სახელს - ჩვენ გმართავთ ბოროტების საშუალებით! ჩვენი დამსახურებაა, რომ დღეს ეკლესია ღვთის სახლი კი არა, ერთერთი ყველაზე დიდი ბუნაგია სიბილწის... ჩვენ არ გვადარდებს, რომ რუსეთის საშინელი სიბნელე მოდებულია ყველგან ყველაფერს საპატრიარქოში - ამას არც ვებრძვით, არც ვეწინააღმდეგებით. მხოლოდ ჩვენი ბატონების კეთილდღეობაა ჩვენი ზრუნვის საგანი, მათი კომფორტი და უსაფრთხოება!.. აქ თქვენ ნახავთ მასშტაბს იმ საძაგლობისა, რომელშიც წლები გავატარე და ღმერთმა მაპატიოს, ღმერთმა ქნას - გაიღვიძოთ და დაანგრიოთ ეს სისტემა! მე არ მეძებოთ - ვერ მიპოვნით მაინც! ამ ყველაფრის შემოქმედებსა და მუშაკებს ჯოჯოხეთში გელოდებით!“


0
124
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0