x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
ობიანი პური – რატომ არ უნდა მიირთვათ და რა შედეგებს იწვევს?
ობი შეიძლება გაიზარდოს პურის ნაჭრის კიდეზე და ვერც კი შეამჩნიოთ. "დიდი ამბავი, რა შეიძლება მოხდეს?" – იტყვის უმრავლესობა და შეცდება.



image



ობის ზოგიერთი სახეობა უვნებელია და მისი ჭამა შეიძლება. ყველაზე ნათელი მაგალითებია დორბლუ, ბრი ან კამამბერის ყველი. აი, პურზე ნადები ჯანმრთელობისთვის საშიშია. მას შეუძლია გამოიწვიოს ალერგია და სუნთქვის ორგანოების პრობლემები.



პურთან ერთად ორგანიზმში მოხვედრისას ობი კარგავს ჟანგბადზე წვდომას და, შესაბამისად, გამრავლების უნარს. სამაგიეროდ, დრო აქვს, რომ კუჭის კედლებზე დატოვოს მიოტოქსინები.




image



ერთ ნაჭერ ობიან პურს შეუძლია გამოიწვიოს დიდი რაოდენობით მიოტოქსინის დაგროვება. ღვიძლს შეუძლია გაუმკლავდეს მცირე რაოდენობით მიოტოქსინს, მაგრამ დიდი დატვირთვა ციროზს იწვევს. ყველაფერი იწყება ძლიერი მოწამვლით, რომელსაც თან ახლავს დიარეა და დეჰიდრატაცია.



image



მიოტოქსინების შემდგომი დაგროვება იწვევს უჯრედების მუტაციას. არა, იმ მუტაციას არა, რომელიც სუპერმენად გაქცევთ, არამედ იმას, რომელიც იწვევს ანთებით პროცესებს და ონკოლოგიას.



image



ალერგიულ ადამიანებთან უფრო მძიმე შემთხვევაა. მათ ორგანიზმში ობი თითქმის გარანტირებულად იწვევს მწვავე ალერგიულ რეაქციას – ანაფილაქსიურ შოკს და კვინკეს შეშუპებას. საავადმყოფოში ვიზიტს გვერდს ვერ აუვლით.



ობის სპორების ნაწილაკები შეიძლება მოხვდეს ფილტვებში სასუნთქი გზების მეშვეობით. აქ ყველაზე ხელსაყრელი გარემოა გასამრავლებლად და ასეთი შედეგი ბრონქული ასთმის განვითარებით გვემუქრება.



image



ობი პურის უფრო დიდ ფართობს აინფიცირებს, ვიდრე ვხედავთ. გახსოვდეთ, რომ თერმული დამუშავება პურის ობის წინააღმდეგ ვერ დაგეხმარებათ. დასკვნა: პური კარგად დაათვალიერეთ. თუ ობის ლაქებს შეამჩნევთ, მთელი პური პარკში შეფუთეთ და გადააგდეთ. თუ არ გაგიმართლათ და ობიანი პურის ნაჭერი მიირთვით, აუცილებლად მიიღეთ სორბენტი.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. იცოდით, რატომ უწოდებენ ქათმის ბულიონს „ებრაულ პენიცილინს“?

2. კარტოფილი, ლობიო და კიდევ 7 პროდუქტი, რომლებსაც შეუძლია მოგკლას

3. რა გავლენას ახდენს ორგანოებზე დღეში 3 ჭიქა ყავა?

4. რა მოხდება, თუ ყოველდღე ბრინჯის წყალს დალევთ

5. რა მოხდება თქვენს ორგანიზმში, თუ მზესუმზირას ხშირად მიირთმევთ

0
99
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
99