x
image
Yoona
რა მოხდება, თუ ყოველდღე ბრინჯის წყალს დალევთ
ბრინჯის წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრს არაფერი სმენია.

ბრინჯის წყალი ორგანიზმის გასაწმენდად

image

ბრინჯის წყალში დიდი რაოდენობით სახამებელი შედის და შესანიშნავ სორბენტს წარმოადგენს, რომელსაც ორგანიზმიდან ტოქსინები, მეტაბოლიტები, ლორწო და რადიონუკლიდები გამოაქვს.

ბრინჯის წყლის დალევის ერთთვიანი პროცედურის შემდეგ ორგანიზმს დაავიწყდება:

  • ხშირი თავის ტკივილი
  • დაღლილობა
  • გაღიზიანება
  • ძილის პრობლემა
  • აკნე და კანის ანთება
  • ხშირი გაციება
  • სახსრების ტკივილი
  • პირის ღრუს უსიამოვნო სუნი


ბრინჯის წყალი ნაწლავებისთვის

საღამოს ბრინჯის წყალი დალიეთ და 3 კვირის შემდეგ ნაწლავების მიკროფლორა არა თუ აღდგება და საჭმლის მომნელებელი პროცესი დარეგულირდება, არამედ სიმძიმის შეგრძნება გაქრება.


ბრინჯის წყალი შეკრულობის დროს


ბრინჯის წყალი მდიდარია უჯრედისით, რომლებიც წყალს იწოვს და საკვების ადვილად მონელებას ხელს უწყობს. დილით, უზმოზე 1 ჭიქა ბრინჯის წყლის დალევით შეკრულობის საწინააღმდეგო პროფილაქტიკას ჩაიტარებთ და ნაწლავების პერისტალტიკის სტიმულირებას მოახდენთ.

ერთკვირიანი, ყოველდღიური მოხმარების შემდეგ ცვლილებას შენიშნავთ. თუ ქრონიკული შეკრულობა გაწუხებთ, ბრინჯის და ბრინჯის წყლის მოხმარებაზე უარი უნდა თქვათ, რომ მდგომარეობა არ გააუარესოთ.


ბრინჯის წყალი დიარეას დროს

ყოველ 2 საათში ჭიქის მეოთხედი ბრინჯის ნაყენი დალიეთ და უკვე მესამე მიღების შემდეგ თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. გულისრევა და ღებინების შეგრძნება გაქრება, ინტენსიური დიარეა შემცირდება.

ეფექტის გასაძლიერებლად ბრინჯის წყალს მწიკვი მარილი დაუმატეთ.

გახსოვდეთ, რომ ბრინჯის წყალი პანაცეას არ წარმოადგენს. დიარეის დროის სამედიცინო დახმარების მიღება აუცილებელია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მას ღებინება და გაზრდილი ტემპერატურა ახლავს.


ბრინჯის წყალი - ენერგიის წყარო

ბრინჯის წყალი დიდი რაოდენობით უჯრედისს შეიცავს, რომელიც ორგანიზმის სწრაფ დანაყრებას ხელს უწყობს.

დღე 1 ჭიქა ბრინჯის წყლით დაიწყეთ და დაღლილობა დაგავიწყდებათ. მთელი დღე ენერგიით სავსე იქნებით.


ბრინჯის წყალი წნევისსთვის

არტერიული წნევის მედიკამენტის გარეშე შემცირება გსურთ? ამაში ყოველდღე ბრინჯის წყლის დალევა დაგეხმარებათ. პირველ შედეგს უკვე სასმელის მიღებიდან მეორე კვირას იგრძნობთ.

საქმე იმაშია, რომ ბრინჯის წყალი შეიცავს კალიუმს, რომელსაც ნატრიუმი გამოაქვს და ორგანიზმში წყლის რაოდენობა მცირდება, რაც არტერიული წნევის შემცირებას იწვევს.


ბრინჯის წყალი გულისთვის

დღეში 1-2 ჭიქა ბრინჯის წყლის დალევა გულ-სისხლძარღვთა სისტემას გააჯანსაღებს.

სისხლში მავნე ქოლესტერინის დონე შემცირდება, წნევის მაჩვენებელი დარეგულირდება, შაქრის დონე შემცირდება, სისხლძარღვების კედლები გაძლიერდება.


ბრინჯის წყალი კუჭისთვის

თუ პერიოდულად კუჭის ტკივილი გაწუხებთ, ბრინჯის წყალი ამ სიმპტომების შემცირებაში დაგეხმარებათ.

გარდა ამისა, ბრინჯის წყალი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების შესანიშნავი პროფილაქტიკაა. ყოველ დილით ბრინჯის წყლით დალევით გასტრიტისა და წყლულებისგან თავს დაიცავთ.


ბრინჯის წყალი გაუწყლოების დროს

ინტენსიური ფიზიკური ვარჯიშის დროს ბევრ წყალს კარგავთ? ზაფხულში ჭარბი ოფლიანობა გაწუხებთ? დღეში მინიმუმ ორი ჭიქა ბრინჯის წყალი დალიეთ, რომ დაკარგული სითხე, ასევე მინერალები სწრაფად აღადგინოთ.


ბრინჯის წყალი ვირუსული ინფექციის დროს

ვირუსული ინფექციის დროს, რომელსაც თან მაღალი ტემპერატურა ახლავს, ბრინჯზე დაფუძნებული სასმელი რეკომენდებულია. მას ტემპერატურის შემცირება შეუძლია. დღეში 2-3 ჭიქა ბრინჯის წყალი დალიეთ, რომ ვირუსულ ინფექციებს სწრაფად შეეწინააღმდეგოთ.


ბრინჯის წყალი სიმსივნის დროს

მისი ყოველდღიური მოხმარება არა მხოლოდ ორგანიზმს გააჯანსაღებს, არამედ გარკვეული სახის სიმსივნეს თავიდან აგაცილებთ, მათ შორის კუჭის, ნაწლავების და მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს.


ბრინჯის წყალი ალცჰაიმერის დაავადების დროს

ბოლო კვლევების საფუძველზე მეცნიერებმა გამოიტანეს დასკვნა, რომ დღეში 1 ჭიქა ბრინჯის წყალი ალცჰაიმერის დაავადებას აფერხებს.


ბრინჯის წყალი ძვლებისთვის

კალციუმი და ფოსფორი, რომლებიც ბრინჯის წყლის შემადგენლობაში შედის, ძვლების და სახსრების სისტემას აძლიერებს. თუ 2 თვის მანძილზე, ყოველდღე 1 ჭიქა ბრინჯის წყალს დალევთ, ართროზის, ართრიტის ან ოსტეოქონდროზის პრობლემები შეგიმცირდებათ.


ბრინჯის წყალი გასახდომად

თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორება ორგანიზმზე ზიანის მიყენების გარეშე გსურთ, ბრინჯის წყალი დაგეხმარებათ.

უზმოზე 1 ჭიქა ბრინჯის წყალი დალიეთ, ან ერთ-ერთი საკვების მიღება (მაგ., ვახშამი) ჩაანაცვლეთ, ასე 1 კვირაში 1 კგ-ს დაიკლებთ.

თუ სწორი კვების პრინციპებს დაიცავთ და ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიში არ დაგავიწყდებათ, 1 თვეში 5-7 კგ-ს თავისუფლად დაიკლებთ.

გასახდომად ბრინჯის წყლის მოსამზადებლად, აუცილებელია:

  • 1 ჭიქა ბრინჯი კარგად გარეცხოთ და 1 ჭიქა წყალი დაასხათ.
  • ბრინჯი 3 საათით დაბალ ცეცხლზე ხარშეთ.
  • ბრინჯის ნაყენი გადაწურეთ და გემოს გასაუმჯობესებლად ცოტა სანელებელი დაუმატეთ (შეგიძლიათ ლიმონის წვენი გამოიყენოთ, რომელიც მეტაბოლიზმს აჩქარებს)
  • გაგრილებული ბრინჯის ნაყენი, უზმოზე 1 ჭიქა საუზმის ნაცვლად, ან საღამოს ვახშმის ნაცვლად დალიეთ.


როგორ მოვამზადოთ ბრინჯის ნაყენი?

ბრინჯის ნაყენის მომზადება:

  • ½ ჭიქა ბრინჯს ცივი წყალი დაასხით და კარგად აურიეთ (ამ მიზნით პლასტმასის ან მინის ჭურჭელი გამოიყენეთ, მაგრამ არა ლითონის).
  • ბრინჯი კარგად გარეცხეთ და წყალი გადაასხით.
  • კვლავ 2 ჭიქა სუფთა წყალი დაასხით.
  • ბრინჯის წყალი ნახევარი საათით დააყენეთ, შემდეგ აურიეთ და იმწამსვე გადაწურეთ.
  • ბრინჯის ნაყენი მაცივარში მაქსიმუმ 2 დღით შეინახეთ.
  • ბრინჯის ნაყენს გამოყენების წინ კარგად აურიეთ და ოდნავ შეათბეთ.


ბრინჯის ნახარშის რეცეპტი

ეს უფრო კონცენტრირებული საშუალებაა, რომელიც ბრინჯის ხარშვის დროს მიიღება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების და წონაში დაკლების მსურველებისთვის ბრინჯის ნახარში ძალიან სასარგებლოა.

მომზადება:

  • 1 ჭიქა ბრინჯი კარგად გარეცხეთ და გაწმინდეთ.
  • 2 ლ ცივი წყალი დაასხით.
  • მაღალ ცეცხლზე ხარშეთ და მუდმივად აურიეთ.
  • წყლის ადუღების შემდეგ ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ.
  • ხარშეთ ბრინჯის მომზადებამდე.
  • ბრინჯის წყალი ცალკე ჭურჭელში გადაასხით.
  • გააგრილეთ და დღეში 1 ჭიქა დალიეთ.
  • შეინახეთ მაცივარში მაქსიმუმ 3 დღით.


ბრინჯის წყალი: უკუჩვენება

ბრინჯის წყლის გამოყენებაზე უარი უნდა თქვათ, თუ თქვენ გაწუხებთ:

  • პანკრეატიტი,
  • ქრონიკული ყაბზობა;
  • ძლიერი ღებინება;
  • განავალში სისხლის და ლორწოს არსებობის დროს;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • ნაწლავური ინფექცია;
  • მსხვილი ნაწლავის ანთება;
  • კოლიტი;
  • სიმსუქნე;

სხვა დანარჩენ შემთხვევაში ბრინჯის წყალი სარგებელს მოგიტანთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

ეს იაპონური ნიღაბი კანს შესანიშნავად ჭიმავს! არანაირი ბოტოქსი


აი, რატომ უნდა დალიოთ ზამთარში უფრო მეტი წყალი, ვიდრე ზაფხულში: თქვენი შეშუპების მიზეზი ცნობილია


აი, რა ხდება თქვენს ორგანიზმში, როცა მხოლოდ წყალს სვამთ (ვიდეო)


რა უნდა მიირთვან ქალებმა 30, 40, 50, 60 წლის ასაკში?


ინტიმური ჰიგიენა: 7 რამ რისი გაკეთებაც არ შეიძლება


4 სახიფათო მედიკამენტი, რომლებიც შეიძლება ექიმმა დაგინიშნოთ


შეუფასებელი მალამოს რეცეპტი, რომელმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა


აშშ-ში არტერიული წნევის ახალი ნორმები დაადგინეს! აი, რამდენზე მაღალი არ უნდა იყოს


სახე - ჯანმრთელობის ბარათი. რა მინიშნებას გვაძლევს კონრეტულ ნაწილზე გაჩენილი აკნე?


თქვენ მსუქანი არ ხართ, თქვენ შებერილობა გაქვთ! როგორ მოვიშოროთ შებერილობა ერთ ღამეში


ინფარქტის 5 ნიშანი ქალებში: რომელი სიგნალის უგულებელყოფა არ შეიძლება?!


11 ხრიკი, რომლებიც წონაში დაკლებაში დაგეხმარებათ, მაშინაც კი, თუ ნებისყოფა არ გყოფნით


შაქრის დეტოქსიკაცია - როგორ გავწმინდოთ ორგანიზმი შაქრისგან მხოლოდ 7 დღეში


თუ ღამე ამ დროს გეღვიძებათ, შეიძლება პრობლემები გქონდეთ, ეს სერიოზულია!


ეს სანელებელი ყავას ან ჩაის დაუმატეთ და თირკმლების პრობლემა სამუდამოდ დაივიწყეთ


უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
960
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
960
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0