x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ტოპ 3, ულამაზესი, ნოსტალგიური ფილმი

ალბათ, ყველას გვსურს ზოგჯერ თვალს წყალი დავალევინოთ და ძველი, თითქოსდა, უდარდელი პერიოდი გავიხსენოთ და ამასთანავე, ნოსტალგური განწყობაც შევიქმნათ. სწორედ, ამიტომაც გთავაზობთ, ჩემს დღევანდელ სტატიას ტოპ სამი, ულამაზესი, ნოსტალგიურის ფილმის შესახებ.


1) "სამოთხის დღეები'' (1978)


"სამოთხის დღეები'', რომელიც ადამიანთა არსებობაზე და სიყვარულის სისასტიკეზეა, იმდენად ნოსტალგიური და შეუდარებელი კინემატოგრაფიითაა გაჯერებული, რომ შეიძლება ფილმის ამ სილამაზემ თვალი იმდენად მოგჭრათ, რომ ფილმის შინაარსი დაგავიწყოთ და ნოსტალგიის, ღრმა, სევდიან და ამავდროულად, ლამაზ, მორევში ჩაგითრიოთ.

imageimageimage



2) "დარჩი ჩემთან'' (1986)


"დარჩი ჩემთან'' მეგობრობისა და ცხოვრების სიმწარის ულამაზესი და ამავდროულად, სევდიანი ზღაპარია. "მართალია ის ათ წელიწადზე მეტია რაც არ მინახავს, თუმცა, ვფიქრობ, რომ ის სამუდამოდ მომენატრება'' ეს ცალკეული ფრაზაც კი გვაჩვენებს, თუ რამდენად ნოსტალგიურ, დასაფიქრებელ და სასიამოვნო ფილმს უნდა ვუყუროთ ტელეეკრანებზე.

imageimageimage


3) "უკან მომავალში'' (1985)


მარტივია სხვების განსჯა, როცა თავად არ გიცხოვრია მათ ეპოქაში, თავს არ გადაგხდენია მათი მსგავსი თავსგადასავლები და როცა, არც კი გიფიქრია, თუ რაოდენ დასაფასებელია, დედამიწაზე, შენს მიერ გატარებული, თითოეული წამიც კი. სწორედ, ამ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს გვასწავლის ჩვენი "ნოსტალგიურად და მხიარულად'' გაფორმებული ფილმი "უკან მომავალში'', რომელსაც ცხოვრებაში, არა მხოლოდ ერთხელ, არამედ არაერთგზის უყურებთ.

imageimageimage



0
83
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0