x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყველაფერი გამოამზეურეს: ვარსკვლავები, რომლებსაც ზომიერების გრძნობა ღალატობთ
image


ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ, რამდენად აბსურდული შეიძლება იყოს მოდა. ლამაზი და კომფორტული - ეს სულ სხვა ცნებებია, და უმრავლეს შემთხვევაში ცნობილი ადამიანები სწორედ პირველს ამჯობინებენ, თუმცა არსებობს კიდევ ორი ​​კატეგორია: ლამაზი და ადეკვატური - რომელთა შორისაც განსხვავებას სელებრითები როგორც წესი, ხშირად ვერც კი ამჩნევენ. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ მსოფლიო შოუ - ბიზნესის ვარსკვლავებს, რომლებსაც ზომიერების გრძნობა აშკარად ღალატობთ.


ჰოლზი


image


როდესაც ეპატაჟური ჰოლზი წვეულებაზე ან წითელ ხალიჩაზე მიწვევას იღებს, ვარსკვლავის დიზაინერთა გუნდი მყისიერად იწყებს მზადებას შემდეგი დირექტივით: "შექმენით რაიმე მართლაც ორიგინალური და, რაღა თქმა უნდა, თამამი ელემენტებით!".





ბლეონა კერეტი


image


"American Music Awards"-ის ცერემონიისთვის ნიჭიერმა ალბანელმა მომღერალმა ყურადღების მიპყრობის მიზნით გამჭვირვალე კაბა მკერდზე დეკორატიული სტიკერებით შეარჩია, თუმცა დროთა განმავლობაში მომღერალი იმ დასკვნამდე მივიდა რომ კიდევ უფრო მეტი სითამამე არ აწყენდა და გადაწყვიტა თავისი "ღირსებები" მთელი თავისი ბრწყინვალებით პუბლიკისთვის წარმოეჩინა. მსოფლიო შოუ- ბიზნესში თუ თამამ სამოსს ვინმე აღმერთებს, ეს პირველ რიგში, მშვენიერი ბლეონაა.





ქლოი გრეის მორეცი


image


მსახიობი ქლოი გრეის მორეცი გარეგნულად შესამჩნევად შეიცვალა, თუმცა ვარსკვლავი სავარაუდოდ, ჯერ კიდევ ვერ მიეჩვია თავის ახალ ზომას. ზოგჯერ ვიწრო ზედატანი დამატებით დატვირთვას ვერ უძლებს და ირღვევა, რის გამოც მსახიობი საზოგადოების წინაშე უხერხულ მდგომარეობაში არაერთხელ აღმოჩენილა. ოდესღაც ექსპერიმენტების მოყვარული სელებრითი გამჭვირვალე კოსტიუმებზეც არ ამბობდა უარს, რაც მას კიდევ უფრო მეტ გამბედაობასა და სითამამეს მატებდა.




რიანა


image


მსოფლიო შოუ- ბიზნესის ვარსკვლავები შანს ხელიდან არ უშვებენ წითელ ხალიჩაზე რაც შეიძლება უფრო თამამი და გამომწვევი სამოსით წარსდგნენ. პოპულარობისთვის ვარსკვლავები მზად არიან ყველაფერი ჩაიცვან, ზოგჯერ კი - საერთოდაც არაფერი, ეპატაჟური ჩაცმულობის სიყვარულში კოლეგებს არც ბარბადოსელი ლამაზმანი რიანა ჩამორჩება, რაშიც ის არაერთხელ იქნა შემჩნეული.



ლედი გაგა


image


ეპატაჟური პოპ-დივა ყოველთვის უცნაური ჩაცმის სტილით გამოირჩევა და გამონაკლისად არც მისი ეს "ლუქი" იქცა. ორ ფერში გადაწყვეტილი, გრძელი, თავისუფალი ფორმის კაბა იმდენად გამჭვირვალე იყო, რომ დამსწრე საზოგადოებას "უკანა ხედიდან" საკმაოდ შთამბეჭდავ სანახაობას სთავაზობდა, თუმცა პოპ - ვარსკვლავისთვის ეს უხერხულობას სულაც არ ქმნიდა.




ბელა ჰადიდი


image


ბელა ჰადიდი თანამედროვე მოდელებს შორის ყველაზე გლამურულ სტილის "ხატად" არის აღიარებული, თუმცა ზოგჯერ უხერხული მომენტები მასაც კი აქვს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მის შავ, გამჭვირვალე კომბინეზონს უკავშირდება, რომელშიც მოდელი არამარტო უცნაურად გამოიყურებოდა, არამედ მასში თავს აშკარად არაკომფორტულადაც გრძნობდა.



M.I.A

image


წარმოშობით შრი-ლანკელ მომღერალს, ბრჭყვიალა კოსტიუმებისა და მოდური სამოსისადმი საოცარი ლტოლვა აქვს. გოგონა გლამურული სტილის ელემენტებს ადგილობრივ მოტივებს უთანხმებს, რაც მის "ლუქებს" კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობასა და ეპატაჟურობას სძენს.






0
513
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
513