x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ყოფილი და მოქმედი პირველი ლედების მოდური კონფუზები, რის გამოც მათ დღემდე აკრიტიკებენ
image


არც ისეთი მარტივია იყო პირველი ლედი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს! ოფიციალური მიღებისთვის სამოსის შერჩევა მამაკაცებისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ აი, ქალებთან კი საქმე გაცილებით რთულადაა. პირველი ლედის სტილი საზოგადოების მხრიდან იმდენად საფუძვლიანად და დატალურად განიხილება, რომ ერთი, პატარა შეცდომაც შეუმჩნეველი არავის რჩება. ზოგიერთი მათგანი კრიტიკას ყურადღებას არ აქცევს და წლების წინ არჩეულ სტილს დღემდე არ ღალატობს, ზოგი ინტერნეტ სკანდალის "მსხვერპლი" ხდება, თუმცა აი, ზოგიერთი კი, საზოგადოებას შოკში სრულიად გამიზნულად აგდებს. წარმოგიდგენთ მოქმედ და ყოფილ პირველ ლედებს, რომლებიც თავიანთი ჩაცმის სტილის გამო კრიტიკის ობიექტები არაერთხელ გამხდარან.



ბრიჯიტ მაკრონი


image


საფრანგეთის პირველი ლედი საკუთარ ასაკთან შედარებით მართლაც შესანიშნავად გამოიყურება! მისი მოხდენილი ფიგურა არაერთი ადამიანის აღფრთოვანებას იწვევს. ბრიჯიტი დიდ ყურადღებას აქცევს საკუთარ გარეგნობასა და თავის მოვლას.



image



საფრანგეთის პირველი ლედი ჩაცმულობაში უპირატესობას ყოველთვის ფუნქციონალურობას, პრაქტიკულობასა და კომფორტს ანიჭებს: კლასიკური შარვალი, მინი ქვედაბოლოები, ჟაკეტის განსხვავებული ფასონები, პიჯაკები და ჯინსები - ეს გახლავთ საფრანგეთის პირველი ლედის პრეფერენციები. ფუნქციონალობა და კომფორტი ბრიჯიტ ტრონიესთვის სამოსის არჩევისას მთავარი კრიტერიუმებია.

image


თუმცა ბოლო პერიოდში საფრანგეთის პირველი ქალბატონი საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ჩნდება ულტრა-მინი ქვედაბოლოებით, რომლებიც მას ერთმნიშვნელოვნად უხვდება, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სწორედ ასეთი მოკლე სიგრძის გამო გახდა ის არაერთხელ კრიტიკის ობიექტიც.





მელანია ტრამპი - "სულ ფეხებზე მკიდია"!


image


2018 წელს შეერთებული შტატების პირველი ლედი საჯაროდ შერცხვა. არალეგალურ მიგრანტებთან და მათ შვილებთან შესახვედრად მელანიამ აირჩია ქურთუკი წარწერით: "მკიდია! და შენ?". მთელი არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ იმ მომენტში შეერთებულ შტატებში ბრძანება ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც მესაზღვრეებს ლტოლვილი ქალებისთვის ბავშვების წართმევა შეეძლოთ, და ეს ბრძანება სწორედ მისი მეუღლის მიერ იქნა გამოცემული.




კარლა ბრუნი


image

ვის თუ არა კარლა ბრუნის მაინც უნდა სცოდნოდა, რომ პირველი ლედისთვის ორნამენტებიანი კოლგოტითა და საცვლების გარეშე გამოჩენა მსოფლიო პრესას უყურადღებოდ ნამდვილად არ დარჩებოდა. სხვათა შორის, ასეთი კოლგოტებით გატაცებამ არაერთ მოდურ ქალბატონს მთელი "ლუქი" არაერთხელ გაუფუჭა.


image




უელსის პრინცესას კონფუზები


image


მართალია ქეითის ჩაცმულობა კრიტიკას ნამდვილად არ იმსახურებს, თუმცა რამდენიმე პატარა "ცოდვა" მასაც აქვს: ქსელში უკვე არაერთი ფოტო გავრცელდა, სადაც ჰერცოგინიას საცვლების ნახვაა შესაძლებელი. მას ხან კაბის კალთებს ქარი უფრიალებს, ხანაც საზოგადოებაში ის თავისი სტატუსისთვის სრულიად შეუფერებელი სიგრძის ქვედაბოლოებით ჩნდება, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება: ახლა უკვე ყველამ იცის, რომ ქეითი ტანგას და მაკორექტირებელ თეთრეულს ატარებს.


ანგელა მერკელი


image


როდესაც გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი საკმაოდ ღრმა დეკოლტით გამოჩნდა, მის მიმართ ქალურობასთან დაკავშირებლი საყვედურები ავტომატურად გაქრა. ეს მოხდა ოსლოში, თეატრის გახსნაზე, სადაც პრესის მთელი ყურადღება მის სავსე ბიუსტზე იყო მიმართული.








0
361
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
361