x
image
ელენე გუმა
„მოიმატებს ტყუილის ალბათობაც, ამიტომ ინფორმაცია გადაამოწმეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ისე მიიღეთ“ - ასტროლოგის გაფრთხილება
image
ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში მერკურის თევზებში გადასვლაზე წერს და საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ამ პერიოდში დიდია მოტყუების შანსი, ამიტომ აუცილებელია ინფორმაცია გადაამოწმოთ და გადაწყვეტილებები შემდეგ მიიღოთ, რათა დაპირისპირების მსხვერპლი არ გახდეთ.


მისივე თქმით, დიდია ასევე ალბათობა ჭორების და ინტრიგების, თუმცა, შეცდომების გამოსწორებისთვის კარგი პერიოდია.


„მოკლედ: „მერკური თევზებში“
23 თებერვალი - 10 მარტი
ამ პერიოდში ლოგიკა „გამრუდდება“. ის ფანტაზიასა და წარმოსახვაში გადავა. მოიმატებს ტყუილის ალბათობაც, ამიტომ ინფორმაცია გადაამოწმეთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ისე მიიღეთ.
ამ დღეებში შესაძლოა ყველას „თავისი“ ლოგიკა ჰქონდეს, რაც გაზრდის სიტუაციის ბუნდოვანების და ურთიერთობებში დაპირისპირებების ალბათობასაც კი. გარდა ამისა, მოიმატებს ჭორები და ინტრიგები. აქედან გამომდინარე, შეეცადეთ არ მოხვდეთ საეჭვო სიტუაციებში.
იყავით პრაქტიკული და პრაგმატული. ენდეთ მხოლოდ „შიშველ“ ფაქტებს.
ეს პერიოდი კარგია:
* შემოქმედებითი საქმიანობისთვის;
* მედიტაციისთვის;
* სულიერი პრაქტიკებისთვის;
* წარსულის ანალიზისთვის, მიტევებისთვის და შეცდომების გამოსწორებისთვის“, - წერს რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში.
0
36
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
36
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0