x
image
ელენე გუმა
Mediator image
“რა უნდა მოვასწროთ 12 – 13 აგვისტოს და რა მნიშნელოვანი დღეა დღეს" - ასტროლოგის რჩევები

image
ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნის შე­სა­ხებ წერს, რო­მე­ლიც 11-13 აგ­ვის­ტოს ყვე­ლა­ზე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა.


მისი თქმით, მე­ტე­ო­რე­ბის ნა­კა­დი, რო­მე­ლიც პერ­სე­ი­დე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი აქ­ტი­უ­რია ხოლ­მე 17 ივ­ლი­სი­დან 24 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი 11-13 აგ­ვის­ტოს არის ხოლ­მე.


“მე­ტე­ო­რე­ბის ნა­კა­დი, რო­მე­ლიც პერ­სე­ი­დე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბი­თაა ცნო­ბი­ლი აქ­ტი­უ­რია ხოლ­მე 17 ივ­ლი­სი­დან 24 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი 11-13 აგ­ვის­ტოს არის ხოლ­მე. ეს გახ­ლავთ უწ­ვრი­ლე­სი ნა­წი­ლა­კე­ბი, რომ­ლე­ბიც ატ­მოს­ფე­რო­ში შე­მოჭ­რი­სას იწ­ვი­ან და კაშ­კა­შად ანა­თე­ბენ.


პირ­ვე­ლად ისი­ნი ერთ-ერთ ძველ ჩი­ნურ ტექ­სტშია ნახ­სე­ნე­ბი, რო­მე­ლიც ჩვ. წ-აღ-ით 36 წლით თა­რიღ­დე­ბა.


მათი თვა­ლის მოკ­ვრი­სას ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ მო­ას­წრონ სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბა, ვიდ­რე ეს მა­ნა­თო­ბე­ლი წერ­ტი­ლი ჩაქ­რე­ბო­დეს… და მერე? მარ­თლა ხდე­ბი­ან სურ­ვი­ლე­ბი? ვინ იცის…”, – წერს ას­ტრო­ლო­გი.


ასტროლოგი ასევე მნიშვნელოვან დღეზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს, 11 აგვისტოს მერკური ტოვებს კირჩხიბის ზონას და ლომის ზოდიაქოში გადადის.


“კვირას, 11 აგვისტოს მერკური ტოვებს კირჩხიბის ზონას და ლომის ზოდიაქოში გადადის.


მერკური აკონტროლებს ჩვენს აზროვნებას და ამიტომ ეს ცვლილება სწორედ ჩვენი ფიქრების ელფერს განაპირობებს. ლომში გადასული მერკური სულ უფრო მეტად გვიბიძგებს ვიფიქროთ გართობაზე, სიყვარულზე, შემოქმედებაზე. სულ მალე კი ამ ყველაფერს გვირგვინს დაადგავს 15 აგვისტოს სავსემთვარეობა, რომელიც თბილისის დროით 16:29 წუთზე მერწყული- ლომის ზოდიაქოების ღერძზე ხდება. მთვარე, რომელიც მერწყულის 22 გრადუსა და 24 მინუტზე აღმოჩნდება ასპექტში იქნება ლომის ზოდიაქოში მყოფ ვენერასა და მარსთან. მოგეხსენებათ, ეს ორი პლანეტა ეგრეთწოდებულ ლიბიდო პლანეტებად ითვლებიან, ანუ ჩვენს სექსუალურობას მართავენ. სწორედ ეს შექმნება იმის მიზეზად, რომ მომდევნო 2 კვირა სასიყვარულო რომანტიული ურთიერთობების თვალსაზრისით ძალიან კარგ ფონს შექმნის. შემოქმედებითი აქტივობებისთვისაც მშვენიერი პერიოდია, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია- ჩასახვისათვისაც.
თუმცა 18 ში მარსი, მის კვალდაკვალ 21 ში ვენერაც ტოვებენ ლომის ზოდიაქოს და ქალწულის ნიშანში გდადიან, რის შემდგომაც ჩვენი ქმედებები ცოტა არ იყოს ნაკლებ მგზნებარე, სამაგიეროდ კი უფრო დაფიქრებული და გააზრებული იქნება. გართობა და ფლირტი ცოტა არ იყოს დაკარგავს თავის აქტუალურობას, და უფრო დამიწებული, პრაგმატული აქტიობებისაკენ გვიბიძგებს. მეორეს მხრივ ამან შესაძლოა ცოტათი ადრე ჩამოყალიბებული კავშირების უფრო მყარ ურთიერთობებში გადასვლაც გამოიწვიოს. რაც თავისთავად ურიგო როდია…
წარმატებულ და ბედნიერ დღეებს გისურვებთ”. – წერს ასტროლოგი ხათუნა ნოელი.

1
1101
3-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
Mediator image
1101
  
11 აგვისტო, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1