x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვაფრთხილებ მოსეპარატისტო ელემენტებს! ჩვენ, საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ნაბრძოლი ხალხი შევეწირებით, მაგრამ საქართველოს გახლეჩვის ნებას არ მოგცემთ

image
ლაზურ-მეგრული, სვანური და ბაცბური ენები აღნიშნულ რეგიონებში აუცილებლად, რომ უნდა ისწავლებოდეს ამავე რეგიონებში დაწყებით კლასებში, ამის მომხრე ვიყავი, ვარ და ვიქნები, მაგრამ ვემიჯნებოდი და გავემიჯნები ნებისმიერ სეპარატისტულ ელემენტს და სეპარატისტულ გამოვლინებებს, რომელსაც საქართველოში და საქართველოს გარეთ მყოფი ეროვნულ ნიშან-თვისებებს მოკლებული არამზადები ახვევენ თავს სამეგრელოს, სვანეთს და ოკუპირებულ აფხაზეთში, სამურზაყანოში მცხოვრებ ქართველებს.
ვინმე რაჟდენ თოდუა რუსულად "გვიწერს კონსტიტუციას", რომელსაც არ ვცნობთ და არასდროს ვაღიარებთ მეგრელები (იმედია დიდი ილიას სიტყვების შეხსენება არ დამჭირდება ვინმესთვის, თუ როგორი ქართველებიც ვართ მეგრელები), არც უკრაინაში, ფინეთში ან რუსეთში მოკალათებული ვირეშმაკების შეხსენება გვჭირდება, რომ მეგრული ენა ჩვენი აკვნის ენაა, მაგრამ ვინც ქართულ, სახელმწიფო ენის დაკნინებას შეეცდება, ამავე დროს უცხო ქვეყნის თუ ქვეყნების საგარეო დაზვერვის გავლენით და ფულით შეეცდება ტვინი აურიოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვინმეს და ენის დაცვის საფარქვეშ სეპარატისტულ განცხადებების გავრცელებას აღნიშნულ რეგიონში შეეცდება, პირდაპირ-ღიად და საჯაროდ ვაცხადებ: ჩვენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ნაბრძოლი ხალხი არ გავახარებთ, მათივე ბუნაგში მოვძებნით და ქვეყნის დაშლა-დაქუცმაცების მომხრეებს მოვთხოვთ, თან ისე, მოღალატე ყორღანაშვილის დასჯა, პატრიოტი საჩინო ბარათაშვილის მიერ, მონაგონი იყოს.



ჩვენ ჩვენი და მტრის სისხლი დაგვიღვრია იმისათვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაგვეცვა (თუ რა მიზეზებით ვერ შევძელით ეს, ეს უზარმაზარი თემაა და ამაზე სხვა დროს დავწერ), არც ახლა გავდგებით განზე, როცა სოციალური ქსელებით რამდენიმე გარეწარი ცდილობს ძირძველი ქართველის-მეგრელის გონება მოწამლოს და შთააგონოს, რომ ის მეგრელია და არა "ქორთუ" ანუ ქართველი.



ქართველის წინააღმდეგ იარაღი ცხოვრებაში არ გვიხმარია მე და ჩემს სამეგობროს, მაგრამ ქვეყნის ერთიანობას თუ დაჭირდა გამოვიყენებთ, ციხეში მუდმივმა პატიმრობამაც, რომ მოგვიწიოს, არავის მივცემთ უფლებას საქართველოს დაშლას ხელი შეუწყოს, მცდელობასაც კი არ დავუშვებთ.
მე ჩემი სათქმელი ვთქვი. მე ვარ მეგრელი, შესაბამისად მე ვარ ქართველი და არანაირი კითხვის ნიშანი.

0
18
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
18