x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მათში ქართველი წინაპრების სისხლია, იმ წინაპრების, ერთზე რომ სამასი მტერი მოდიოდა" - ნინო სურგულაძე
image

18 თებერვალი ქართული სპორტისთვის დიდი გამარჯვების დღეა - მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება იზეიმა. ილია თოფურიას MMA-ის კარიერაში თხუთმეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული და თხუთმეტივე მოგებული.




ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია.


27 წლის ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში, UFC 298-ის ცენტრალურ მოქმედ ჩემპიონს - ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.



ილია თოფურიას MMA-ის კარიერაში თხუთმეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული და თხუთმეტივე მოგებული.


ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურიამ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.


UFC 298-ზე, თოფურიას ტრიუმფამდე ცოტა ხნით ადრე, ოქტაგონზეზე მერაბ დვალიშვილიც ავიდა და UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება იზეიმა.


დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, მექსიკელ ჰენრი სეხუდოს სამრაუნდიან ბრძოლაში დიდი უპირატესობით აჯობა.


სეხუდო ორგანიზაციის ყოფილი ჩემპიონია და მასთან წარმატების შემდეგ, დვალიშვილს უკვე სამი ყოფილი ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული. ჰენრი სეხუდომდე ჟოზე ალდოს და პიტერ იანს სძლია.


ამ გამარჯვებებს სოციალური ქსელით ეხმაურება მეცო-სოპრანო ნინო სურგულაძე:


"მერაბს და ილიას ერთი დიდი საიდუმლო იარაღი აქვთ. მათში ქართველი წინაპრების სისხლია, იმ წინაპრების ერთზე რომ სამასი მტერი მოდიოდა. უდიდეს შრომაზე რომ არაფერი ვთქვათ და შემართებაზე. რა თქმა უნდა ეს სპორტია და სპორტის კეთილშობილი სახეობა. ბიჭებს ღირსება და მოწინააღმდეგის პატივისცემა არ ავიწყდებათ, თუმცა როცა მათი “ოპონენტები” პროვოკაციებს აწყობენ ისინი ასმაგად ძლიერდებიან! ასეთია მერაბი და ილია. ასე რომ ”დავაის” “” დავაი დასვიდანია” მოყვება.


მჯერა გამარჯვების და ვგულშემატკივრობ ყველა მათ კეთილისმსურველთან ერთად!"-წერს სურგულაძე.

image

0
38
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
38
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0