x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134551
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
"გარეთ გამოუშვეს მანიაკი" - აფხაზეთში მოგზაურობა სახიფათოა, აფრთხილებენ რუს ტურისტებს
image

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა რუსები იმის შესახებ, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ვიზიტი სახიფათოა. დეპარტამენტის ცნობით, 2 თებერვალს, „აფხაზეთის მოქალაქე ე.გ. აბუხბა, რომელმაც 2019 წელს მძიმე დანაშაული ჩაიდინა რუსი ტურისტის მიმართ, ამ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით სასჯელის შემსუბუქების შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლეს“.ამის შესახებ წერს Эхо Кавказа.





სამინისტრომ ეს საქმე რეზონანსულად მიიჩნია და განაცხადა, რომ ის მოწმობს „აფხაზური მართლმსაჯულების რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულებისა და დამნაშავეებისთვის გამოტანილი სასჯელის მიმართ ძალიან ლმობიერ დამოკიდებულებას“.


„ცხადია, ეს ქმნის რისკებს აფხაზეთის კურორტებზე ყოველწლიურად ჩამოსული უცხოელი სტუმრების დიდი რაოდენობის უსაფრთხოებისთვის, რის შესახებაც ჩვენ იძულებულნი ვართ გავაფრთხილოთ ჩვენი თანამემამულეები“, - ნათქვამია განცხადებაში.



შეგახსენებთ, რომ საუბარია რუსი ქალის გაუპატიურებასა და ძარცვაზე. დანაშაული 2019 წლის 31 ივლისს მოხდა.


2021 წელს აფხაზეთში მცხოვრებ ედგარ აბუხბას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვან პირს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, არ შეიძლება საერთო რეჟიმის გამასწორებელ კოლონიაში მიესაჯოს 10 წელზე მეტი თავისუფლების აღკვეთა.


ახლა, როგორც რუსეთის დეპარტამენტის განცხადებიდან ირკვევა, აბუხბა თავისუფალია.


2021 წლის იანვარში რუსეთის ე.წ. ელჩმა სოხუმში ალექსეი დვინიანინმა სასამართლო პროცესის გაჭიანურებაზე ისაუბრა. მან მოსამართლის ქმედებებს „სასამართლო თვითნებობა“ უწოდა. აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი ჯემალ გოგია, რომელიც დვინიანინის განცხადებას Эхо Кавказа თან ინტერვიუში გამოეხმაურა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.


საქმის მასალების მიხედვით, აბუხბამ „განზრახ, თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მუშტების მრავალჯერადი დარტყმით, ასევე ძირს დაყრილი ქვების დახმარებით, განსაკუთრებული სისასტიკით გააუპატიურა რუსი ქალი, რის შემდეგაც მან მსხვერპლს საფეთქლის არეში ჩაარტყა ქვა, გაიტაცა მისი ორი ტელეფონი, აქსესუარები, ფული და ძვირფასეულობა დაახლოებით 70, 000 რუბლის ღირებულების და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა“.

0
79
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0