x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
აფხაზი "პიზასა" და ქართველი "ნიკო გაგრინსკის" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა
image

აფხა­ზეთ­ში ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის მიერ გავ­ლე­ნე­ბის­თვის ბრძო­ლამ კარ­გა ხა­ნია სა­ხი­ფა­თო მას­შტა­ბე­ბი მი­ი­ღო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ად­გი­ლობ­რი­ვი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", 52 წლის რაულ ბარცბას კუთ­ვნილ Range Rover-ს ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნი­დან ეს­რო­ლეს.

ბარცბა ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში "პი­ზას" მეტ­სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი და მას წლე­ბია აფხა­ზეთ­ში გავ­ლე­ნი­ან ქარ­თველ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან " ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძეს­თან, იგი­ვე ნიკა "გაგ­რინ­სკის­თან" და­პი­რის­პი­რე­ბა აქვს. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ბოლო შემ­თხვე­ვაც შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის უკან გაგ­რე­ლი დგე­ბუ­ა­ძე დგას.

image


"პი­ზას­თვის" მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ აფხა­ზეთ­ში თან­ხე­ბი არას­წო­რად "ნა­წილ­დე­ბა". ეს ეხე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ლის რა­ი­ონს, სა­დაც შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, ის ქა­ლა­ქის ცენ­ტრში 300-მდე თა­ვის "თა­ნა­მო­აზ­რეს­თან" ერ­თად მი­ვი­და და ქარ­თვე­ლი ქურ­დე­ბის­გან ე.წ. ობ­ში­ა­კი მო­ი­თხო­ვა, რო­მელ­საც ბარცბას გა­ლე­ლი ნა­თე­სა­ვი ჩირო შო­ნია, იგი­ვე "ჩირო გალ­სკი" ინა­ხავ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლი "ქურ­დე­ბი" ამ თან­ხის მი­ცე­მის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ბარცბას გალ­ში ვი­ზი­ტი შე­ტა­კე­ბის გა­რე­შე ვერ ჩა­ივ­ლი­და, თუმ­ცა მათ­ რუ­სე­თი­დან გა­ლელ­მა კა­ხა­ბერ ფარ­ფა­ლი­ამ და­უ­რე­კა და უთხრა, რომ "პი­ზას­თვის" თან­ხა გა­და­ე­ცათ.

რაულ ბარცბა და გაგ­რე­ლი ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძე წლე­ბია და­პი­რის­პი­რე­ბულ ბა­ნა­კებს წარ­მო­ად­გე­ნენ, რად­გან ბარცბა და მისი მომ­ხრე­ე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ დგე­ბუ­ა­ძის გავ­ლე­ნას აფხა­ზეთ­ში, თუმ­ცა ეს უკა­ნას­კნე­ლი გავ­ლე­ნებს არ თმობ­და.

გა­სუ­ლი წლის 24 აგ­ვის­ტოს, გუ­და­უ­თა­ში ე.წ. ქურ­დე­ბის შეხ­ვედ­რი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბის მცდე­ლო­ბა სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვით დას­რულ­და - ნიკა "გაგ­რინ­სკი" დაჭ­რეს. მა­შინ სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა კი­დევ ერთი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", თურ­ქი რა­შად ის­მა­ი­ლო­ვიც, რო­მე­ლიც დგე­ბუ­ა­ძის და­სახ­მა­რებ­ლად გუ­და­უ­თა­ში იყო ჩა­სუ­ლი.

სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა გუ­და­უ­თა­ში ერთ-ერთი კრი­მი­ნა­ლის სახ­ლში მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ეს სახ­ლი "ნე­იტ­რა­ლუ­რია" ანუ მას­ზე "აფხა­ზუ­რი მი­ლი­ცი­ის იუ­რის­დიქ­ცია არ ვრცელ­დე­ბა".

"გუ­და­უ­თის გარ­ჩე­ვა­ზე" რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში გავ­ლე­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა საქ­მის სიმწვა­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კონ­სე­სუ­სი ვერ შედ­გა.

გუ­და­უ­თის გარ­ჩე­ვა­ზე ბარცბას კრას­ნო­და­რი­სა და სტავ­რო­პო­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი "ქურ­დე­ბი" უტევ­დნენ, მას ფი­ზი­კუ­რა­დაც გა­უს­წორ­დნენ, თუმ­ცა ბარცბამ დრო იხელ­თა და პის­ტო­ლე­ტი­დან ცე­ცხლი გახ­სნა, რა დრო­საც რა­შიდ ალი­ე­ვი, იგი­ვე "რა­შად გი­ან­ჯინ­სკი", რო­მან დმიტ­რი­ე­ვი, "რომა სტავ­რო­პოლ­სკი" და "ნიკო გაგ­რინ­სკი" და­იჭრ­ნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი აფხა­ზე­ბი მა­შინ ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ამ კონ­ფლიქტს გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და, რად­გან ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძე აფხა­ზეთ­ში სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით კი არა, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" მიწ­ვე­ვით იყო ჩა­სუ­ლი. მისი ცემა კი მათი ავ­ტო­რი­ტე­ტის ხელ­ყო­ფა­საც ნიშ­ნავ­და.

ცნო­ბი­ლია, რომ რაულ ბარცბას აფხა­ზეთ­ში "მთა­ვა­რი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" ტი­ტუ­ლის მი­ღე­ბა სურს და მხო­ლოდ გუ­და­უ­თის კლა­ნის ლი­დე­რის "პო­ზი­ცია" არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს... მისი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მტრე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია 46 წლის ნა­დირ სა­ლი­ფო­ვი, რო­მელ­საც მთე­ლი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ლი­დე­რო­ბა უნდა.

image


10
1087
2-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
1087
  
2018, 26 სექტემბერი, 17:11
სამწუხაროა
2018, 25 სექტემბერი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი პროფესორი-ის კომენტარზე
2018, 25 სექტემბერი, 12:37
ეს ინფორმაცია სად შეიძლება ინახოს დათო?
2018, 25 სექტემბერი, 9:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 24 სექტემბერი, 21:53
Turqi kanonieri qurdi AR famigia :)
2018, 24 სექტემბერი, 16:21
ისე ბევრი გააჩერა ამ ნიკამ, ძლიერი ზურგი აქვს და აქაც გამოძვრება...
2018, 24 სექტემბერი, 15:40
საინტერესოა
2018, 24 სექტემბერი, 15:13
დგებუაძე ქარდავების კლანის წევრია, ბარცბა ჯანგველაძე-ონიანის...
2018, 24 სექტემბერი, 15:12
ნიკას სტატუსი შეჩერებული აქვს, კონფლიქტის ქვეშაა და სანამ ბობოლა ქურდები არ განიხილავენ მის საქმეს, დიდი წონა ვერ ექნება.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10