x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ბოლო დღემდე სჯეროდა, რომ დახვრეტას სამუდამო პატიმრობით შეუცვლიდნენ
image

ზუსტად 30 წლის წინ, 1994 წლის 14 თებერვალს რუსეთში დახვრიტეს საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე ცნობილი მანიაკი, ანდრეი ჩიკატილო, მიუხედავად იმისა, რომ ჩიკატილოს რუსეთში, უკრაინაში და მით უმეტეს როსტოვის ოლქში უფრო "პროდუქტიული" მიმდევრები გამოუჩდნენ, იგი მანიაკი-მკვლელის და პედოფილის სინონიმად იქცა.თავად სახელი "ჩიკატილო" საზოგადო გახდა, მისი დანაშაულები კრიმინალისტიკის ყველა სახელმძღვანელოში შეიტანეს. მანიაკის იმიჯმა შესამჩნევი კვალი დატოვა პოპულარულ კულტურაში.ჩიკატილოს მოიხსენიებდნენ მეტსახელებით: „ცოფიანი ცხოველი“, „როსტოველი მფატრავი“, „წითელი მფატრავი“, „ტყის ზოლის მკვლელი“, „მოქალაქე X“, „საბჭოთა ჯეკ-მფატრავი“.



იხსენებს ისა კოსტოევი, პროკურატურის გამომძიებელი 1965-1992 წლებში, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის მანიაკის დაკავებაში:


" ჩიკატილო არსებითად ნაძირალა იყო, რომელიც დედამიწას ამძიმებდა. და არაფერი იყო მასში, სისაძაგლის გარდა. ახლა მის შესახებ იღებენ ფილმებს, რომლებშიც ცოტა სიმართლე და ბევრი სულელური ლეგენდაა. ის, რომელიც დაიბადა უკრაინის ქალაქ სუმში, წარმოდგენილია თითქმის უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლად.


მაგრამ სინამდვილეში ის მხოლოდ სინდისგარეცხილი უდამპლესი ტიპი იყო. ბევრს ვურთიერთობდი მასთან და მის შესახებ აზრი დღემდე არ შემიცვლია. მახსოვს, რაღაც მომენტში ჩიკატილომ გამუდმებით დაიწყო გამეორება, რომ ის სიცოცხლეს არ იმსახურებდა. მან პეტიციაც კი დაწერა, რომელშიც ასეთი თხოვნა იყო: „გთხოვთ, გამაცამტვეროთ, როგორც ღმერთის შეცდომა“.

მაგრამ მას სინამდვილეში თავად სურდა სიცოცხლე: ეს იგრძნობა ყველა საუბარში, ყველა დაკითხვის დროს. ვერდიქტისა და სსრკ-ს დაშლის შემდეგ ჩიკატილომ არაერთხელ ითხოვა სამშობლოში, უკრაინაში გადაყვანა - რატომღაც სჯეროდა, რომ იქ უფრო რბილად მოექცეოდნენ, ვიდრე რუსეთში.''

image

პარადოქსია, მაგრამ სიკვდილით დასჯის წინა დღესაც კი, ჩიკატილო დარწმუნებული იყო, რომ მას ცოცხალს დატოვებდნენ და სამუდამო პატიმრობით შეუცვლიდნენ, რის შემდეგაც შეიძლება შეხებოდა ამნისტია. მან რამდენჯერმე მიმართა პრეზიდენტ ელცინს და მოუთმენლად ელოდა სიკვდილით დასჯის მორატორიუმს, რომელიც უნდა შემოღებულიყო.


1994 წლის 14 თებერვალს ანდრეი ჩიკატილო სიკვდილით დასაჯეს თავში გასროლით. სიკვდილით დასჯის მორატორიუმი კი ძალაში შევიდა 1997 წლის 16 აპრილს.

0
338
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0