x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
გარდაცვლილი ცნობილების ფოტოები - სუსტი ფსიქიკა თუ გაქვთ, არ ნახოთ! +13
შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.





image




უდროო სიკვდილი ყოველთვის ტრაგედიაა. და როცა ეს ცნობილ ადამიანებს ემართებათ, ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება და დიდხანს ახსოვთ – მით უმეტეს, თუ გარდაცვალების გარემოებები მეტად უჩვეულო იყო.




გარდაცვლილი ცნობილების ფოტოები - სუსტი ფსიქიკა თუ გაქვთ, არ ნახოთ! +13





1. მარვინ გეი: საკუთარი მამის მიერ მოკლული ლეგენდარული მუსიკოსი. image


მას უწოდეს სოულისა და რიტმ-ენდ-ბლუზის პრინცი. მისი მამასთან ურთიერთობა ყოველთვის ძალიან დაძაბული იყო და ისინი მუდმივად ჩხუბობდნენ. ეს დასრულდა იმით, რომ როდესაც მარვინი იცავდა დედას და ამისათვის თავს დაესხა მამას, რომელმაც შვილის ნაჩუქარი პისტოლეტი აიღო და ორჯერ გაისროლა, მარვინ გეი გარდაიცვალა. ეს მოხდა 1984 წელს, მარვინის 44 წლის დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე.






2. შერონ ტეიტი: სასტიკად მოკლული ცხრა თვის ორსული. image

შერონ ტეიტი და კიდევ მისი ოთხი მეგობრის მკვლელობამ, რომლებიც მისი და რომან პოლანსკის სახლში ყოფნის დროს მოხდა, შოკში ჩააგდო მთელი მსოფლიო. შერონი ცხრა თვის ორსული იყო მისი და პოლანსკის პირველ შვილზე. ტრაგედია 1969 წლის 9 აგვისტოს მოხდა. მკვლელები - ჩარლზ მენსონის ბანდის წევრები - შეიჭრნენ სახლში და მოკლეს ყველა, ვინც იქ იყო, შერონი კი - განსაკუთრებული, ველური სისასტიკით.






3. ჯეიმს დინი: გადაჭარბებული სიჩქარის სიყვარული. image

მსახიობი ჯეიმს დინი კაშკაშა ვარსკვლავი იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ძალიან სწრაფად დასრულდა მისი ცხოვრება. იგი გარდაიცვალა 1955 წლის 30 სექტემბერს ავტოკატასტროფაში. დიდი სიჩქარით მართავდა ავტომობილს. დინს ყოველთვის უყვარდა სიჩქარე, სარბოლო მანქანები და ყველაფერი, რაც მასთან ასოცირდებოდა, რამაც შეიწირა მისი სიცოცხლე.






4. მერილინ მონრო: დეპრესია და გამოუცხადებელი სიყვარული? image

60-იან წლებში სილამაზისა და სექსუალობის სიმბოლო იყო მონრო და მისმა ადრეულმა, იდუმალი ჭორებით მოცულმა ტრაგიკულმა სიკვდილმა, მსოფლიო გააოგნა. წარუმატებელი ქორწინება, მოკლევადიანი ურთიერთობა მმართველებთან, საკუთარი თავის უკმაყოფილება, დეპრესია და შურისძიების სურვილი მათზე, ვინც გამოიყენა და გადააგდო... მერლინი გარდაიცვალა 1962 წლის 5 აგვისტოს საძილე აბების გადაჭარბებული დოზით. ის 36 წლის იყო.






5. ჯონ კენედი: მოკლული პრეზიდენტი. image

ჯონ კენედი მოკლეს 1963 წლის 22 ნოემბერს, 46 წლის ასაკში. მისი მკვლელობა, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ინციდენტია. კენედი მეუღლესთან - ჟაკლინთან ერთად საპრეზიდენტო ავტოკოლონაში მიდიოდა, ესალმებოდა ხალხს და მოულოდნელად მიიღო რამდენიმე ტყვია. ერთი ზურგიდან, რომელიც ყელის არედან გამოვიდა და მეორემ ფაქტობრივად თავის ქალა ახადა.






6. ჯონ ლენონი: მოკლა ფსიქოპათმა, რომელიც ოცნებობდა გამხდარიყო ცნობილი.image

ლენონს ესროლა გულშემატკივარმა, რომელსაც ჯერ უყვარდა, შემდეგ სძულდა და საბოლოოდ გადაწყვიტა მისი მოკვლა - და ამავე დროს, ამ შემთხვევით გახდა ცნობილი. ეს მოხდა 1980 წლის 8 დეკემბერს. ლენონი და მისი მეუღლე იოკო ონო ხმის ჩამწერი სტუდიიდან მანჰეტენის საკუთარ ბინაში ბრუნდებოდნენ. როგორც კი სახლს მიუახლოვდნენ, გაისმა გასროლა. მარკ დევიდ ჩეპმენმა მუსიკოსს ზურგში ოთხჯერ ესროლა. სანამ ლენონს სისხლი სდიოდა და მისი ცოლი დახმარებას ითხოვდა, მკვლელი იდგა და კითხულობდა სელინჯერის მოთხრობას "The Catcher in the Rye". მარცხნივ სურათზე ლენონი ხელმოწერას აძლევს ჩეპმენს მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე.






7. უიტნი ჰიუსტონი: ავადმყოფი გული და ძალიან ბევრი კოკაინი.image

უიტნი იყო მომღერალი უზარმაზარი ხმითა და დიდი პოპულარობით. 2012 წლის 9 თებერვალს მან ბოლო საჯარო გამოჩენა გააკეთა, კელი პრაისთან ერთად იმღერა "Jesus Loves Me". 11 თებერვალს ის უგონოდ იპოვეს აბაზანაში, სასტუმრო ბევერლი ჰილტონში. კოკაინის გადამეტებული დოზა ჰქონდა მიღებული.






8. თუპაკ შაკური: მომაკვდინებელი განგსტა რეპი.

image

თუპაკ შაკური ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეპერი იყო. მისი მუსიკა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ვარსკვლავი გამხდარიყო და 25 წლის ასაკში სიკვდილის შემდეგაც ნამდვილ ლეგენდად ქცეულიყო. რეპერი ღამის კლუბიდან მანქანით ბრუნდებოდა, როდესაც მას მანქანით მკვლელმა ჩაუარა და ესროლა. მუსიკოსმა ოთხი ტყვია მიიღო - ორი მკერდში, ერთი მკლავში და ერთი ფეხში. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებისთვის ერთადერთი რამის თქმა მოასწრო, ეს იყო სიტყვები «Fuck you». თუპაკ შაკური გარდაიცვალა ექვსი დღის შემდეგ, 1996 წლის 13 სექტემბერს, მასიური შინაგანი სისხლდენით.






9. მაიკლ ჯექსონი: როცა ექიმები მარადიულ ძილს გთავაზობენ.image

როდესაც მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, მსოფლიო გაოგნდა და დამწუხრდა. ჯექსონს უძილობა აწუხებდა და პირად ექიმს სთხოვდა, მისთვის გამოეწერა საძილე წამლები. "კარგმა ექიმმა" ისეთი დოზით დაუნიშნა ისინი, რომ მაიკლს გული გაუჩერდა. ეს მოხდა 2009 წლის 25 ივნისს.






10. ჯანი ვერსაჩე: ესროლა სერიულმა მკვლელმა.image

ვერსაჩე მოკლეს მაიამის სანაპიროზე საკუთარ სასახლესთან. ახლომდებარე კაფედან ბრუნდებოდა, სადაც დილის ახალი გაზეთების მოსატანად იყო წასული. ჩვეულებრივ ამას მისი თანაშემწე აკეთებდა, მაგრამ იმ დილით ვერსაჩე კარგ ხასიათზე იყო და თავად გადაწყვიტა გასეირნება. სეირნობა, სამწუხაროდ, იმით დასრულდა, რომ ის საკუთარი სახლის კიბეებზე მოკლეს. სერიულმა მკვლელმა ენდრიუ კუნაანმა დიზაინერს ორჯერ ესროლა, შემდეგ კი მშვიდად დატოვა იქაურობა. ერთი კვირის შემდეგ მან თავი იგივე პისტოლეტით მოიკლა.






11. პრინცესა დიანა: ავტოავარია. image

1997 წლის 31 აგვისტოს დიანა, იმ დროისთვის უკვე განქორწინებული ჩარლზთან, მოგზაურობდა თავის საყვარელ დოდი ალ-ფაედთან და მის დაცვასთან ტრევორ რის-ჯონსთან ერთად. ისინი პარიზის სასტუმრო Ritz-ში სადილიდან ბრუნდებოდნენ. მძღოლი, ანრი პოლი მართავდა მანქანას და მათ პაპარაცები მისდევდნენ, როგორც მოგვიანებით გაირკვა. ასევე ცნობილი გახდა, რომ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო და კონტროლი დაკარგა. ავარია საშინელი იყო, მხოლოდ დაცვის წევრი გადარჩა, რომელმაც სერიოზული დაზიანებები მიიღო. დიანა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.






12. ნიკოლ ბრაუნ სიმპსონი: მან გააკეთა ეს თუ არა?image

ნიკოლ ბრაუნი უბრალო მიმტანი იყო რესტორანში, შემდეგ კი დაქორწინდა ცნობილ ფეხბურთელზე, სუპერვარსკვლავ ო.ჯ. სიმპსონზე. მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. ის ვერც წარმოიდგენდა, რომ 17 წლის შემდეგ მისი ცხოვრების სიყვარულს დაადანაშაულებდნენ მის მკვლელობაში. 1994 წლის 13 ივნისს 35 წლის ნიკოლი მოკლული იპოვეს მისი მეგობრის, რონ გოლდმანის ცხედრის გვერდით. მას დანით იმდენი ჭრილობა მიაყენეს, რომ აშკარა იყო, მკვლელი ძალიან გაბრაზებული მოქმედებდა. ფეხბურთელი ქმარი დააკავეს და გაასამართლეს, მაგრამ სასამართლო გამოძიების დროს იმდენი შეცდომა იქნა დაშვებული, რომ ეშმაკმა ადვოკატებმა შეძლეს მისი გამართლება. ამ პროცესს საუკუნის პროცესი ეწოდა.






13. კურტ კობეინი: აპატიე, გიყვარდეს და მშვიდობით.image


ქრონიკული ბრონქიტი, დაუდგენელი ძლიერი კუჭის ტკივილი და თითქმის ყველა სახის წამალზე დამოკიდებულება - კურტ კობეინი ძალიან სწრაფად მიაქროლებდა არსად მიმავალ მატარებელს. მას უყვარდა მუსიკა, მაგრამ არ უყვარდა საკუთარი თავი - და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმეს შეეძლო მისი გადარჩენა. მის მეუღლეს, კორტნი ლავს, სურდა დაეწყო ჰეროინზე დამოკიდებულების მკურნალობა, რადგან ეს ყველაფერი ძალიან შორს იყო წასული. კურტი ჯერ დათანხმდა კლინიკაში წასვლაზე, მაგრამ შემდეგ ის უბრალოდ გაიქცა იქიდან. მისი ცხედარი იპოვეს 1994 წლის 8 აპრილს, სამი დღის შემდეგ, რაც მან იარაღით თავი მოიკლა. იქვე იყო წერილიც თვითმკვლელობის შეტყობინებით.






14. ჰიტ ლეჯერი: როცა როლში მოხვედრის სურვილი ყველაფერს ჩრდილავს.image

ინტერვიუში ჰიტ ლეჯერმა აღიარა, რომ "ბნელი რაინდის" როლი მისთვის ადვილი არ იყო - მან ფაქტობრივად დაკარგა სიმშვიდე და ძილი. მსახიობს ღამით მხოლოდ ორი საათი ეძინა და ამტკიცებდა, რომ მისი სხეული დაღლილი იყო, მაგრამ მისი გონება უფრო მახვილი იყო, ვიდრე ოდესმე. მაშინ არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ძილის პრობლემები მის რესპირატორულ პრობლემებს კიდევ უფრო გაართულებდა. როგორ ვწყვეტთ ჩვეულებრივ ასეთ პრობლემებს? ვყლაპავთ აბებს. 2008 წლის იანვარში ჰიტ ლეჯერი უგონო მდგომარეობაში იპოვეს საწოლში. როდესაც სასწრაფო დახმარება მივიდა, უკვე გვიანი იყო. გაკვეთამ აჩვენა, რომ მის სისხლში იყო ძლიერი ნარკოტიკების კოქტეილი.







15. პოლ უოკერი: ძალიან სწრაფი, ძალიან მრისხანე.image

პოლ უოკერი არის "ფორსაჟის" ფილმების სერიის ვარსკვლავი. ბედმა მას სასტიკად გაეხუმრა - ის ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ეს მოხდა 2013 წლის 30 ნოემბერს. უოკერი მეგობარ როჯერ როდასთან ერთად მგზავრობდა საქველმოქმედო ღონისძიებიდან, რომელიც გაიმართა ტაიფუნი იოლანდას მსხვერპლთა მხარდასაჭერად. Porsche Carrera GT ცეცხლის გაჩენამდე სანათურის, ე.წ ლამპიონის ბოძს და ორ ხეს შეეჯახა. პოლი და მისი მეგობარი ხაფანგში აღმოჩნდნენ, რადგან კარი ჩაიჭედა.



როდასი მრავლობითი დაზიანებებით გარდაიცვალა, სანამ გაჩენილი ცეცხლი მასთან მიაღწევდა, ხოლო პოლ უოკერი, ასევე მძიმედ დაშავებული, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ცოცხლად დაიწვა. ცხედრები შეუცნობლად იყო დამწვარი. გაკვეთამ ნარკოტიკების და ალკოჰოლის კვალი არ აჩვენა, ავტომობილის ინსპექტირებისას კი ტექნიკური პრობლემა არ გამოვლენილა. სავარაუდოდ, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. ერთხელ პოლ უოკერმა თქვა: „თუ მოვკვდი, მხოლოდ სისწრაფე თუ მომკლავს, ნუ იტირებთ, რადგან იმ მომენტში მეღიმებოდა“. იმედი ვიქონიოთ, პოლ...




0
178
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0