x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცნობილი ქალები, რომლებმაც " დიდი სირცხვილი და სკანდალი" გადაიტანეს
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.



image



როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.



ცნობილი სახეები პასუხისმგებელნი არიან თავიანთ დიდებაზე. ამ ქალბატონებს რომ უყურებთ, ალბათ გაინტერესებთ: "როგორ შეძლეს მათ ამ სკანდალის შემდეგ გადარჩენა?"



ცნობილი ქალები, რომლებმაც " დიდი სირცხვილი და სკანდალი" გადაიტანეს





1. ლინდსი ლოჰანი. image

2014 წელს მსახიობმა გულწრფელად უპასუხა კითხვებს მისი ცხოვრების შესახებ გადაცემაში "Watch What Happens Live": ალკოჰოლზე დამოკიდებულებისა და საყვარლების შესახებ - მათ შორის ეშტონ კატჩერი, ორლანდო ბლუმი და კოლინ ფარელი.


ახლა ლინდსი თავის რუს საქმროსთან, იეგორ ტარაბასოვთან დაშორებას განიცდის. ინტერნეტში არის კადრები, სადაც იეგორი ხელებს უჭერს და თმაზე ექაჩება. ლინდსიმ ამაზე გადაცემაში "დაე ისაუბრონ" განაცხადა: „ეს პირველი შემთხვევაა, როცა ურთიერთობაში მცემეს. მე არ ვარ ასეთი ადამიანი. გამიმართლა, რომ შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რაც მოხდა, რადგან ოჯახში ძალადობის ბევრ მსხვერპლს ამის შესაძლებლობა არ აქვს“.






2. ჯენიფერ ლოურენსი. image

2014 წელს ჰაკერებმა გატეხეს ვარსკვლავების iCloud ანგარიშები. მათ შორის იყო შიმშილის თამაშების ვარსკვლავი. ირკვევა, რომ ჯენიფერს შიშველი ფოტოების დიდი რაოდენობა აქვს. თავად მსახიობმა შექმნილ ვითარებას შემდეგნაირად გამოეხმაურა: „მე ვარ მსახიობი და საჯარო პირი და არ შეიძლება ასე მოქცევა. ეს იყო აბსოლუტურად უგულო შეჭრა ჩემს კონფიდენციალურობაში. ბოლოს და ბოლოს, მხოლოდ მე მაქვს უფლება გადავწყვიტო, ვინ უნდა ნახოს ჩემი სხეული სრულიად შიშველი. როცა ეს მოხდა, შემეშინდა, არ ვიცოდი, როგორ იმოქმედებდა ეს შემთხვევა ჩემს კარიერაზე. დღეების განმავლობაში ვტიროდი და ძალიან, ძალიან გაბრაზებული ვიყავი“.





3. ემბერ ჰარდი. image

მსახიობმა განაცხადა, რომ ჯონი დეპმა სცემა. მაგრამ ჯონის ყველა ახლობელი ადამიანი, მათ შორის ყოფილი მეუღლე ვანესა პარადიც, ამტკიცებდა, რომ ჯონის არ შეეძლო ასეთი რამის ჩადენა. ჩნდება კითხვა: "საიდან გაჩნდა ამბერის სახეზე სისხლჩაქცევები?"





4. ჰილარი კლინტონი. image

ეს ამბავი ყველამ იცის: ბილ კლინტონმა ცოლს მონიკა ლევინსკისთან არაერთხელ უღალატა. თუმცა, ჰილარი არ ცდილობდა ქმრის ან მისი სააყვარლის შეურაცხყოფას. პირიქით, ის ბილთან ერთად ჩნდებოდა ღონისძიებებზე და იცავდა მას საზოგადოების თავდასხმებისგან.



2
819
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
819
  
28 თებერვალი, 18:04
მსახიობმა განაცხადა, რომ ჯონი დეპმა სცემა. მაგრამ ჯონის ყველა ახლობელი ადამიანი, მათ შორის ყოფილი მეუღლე ვანესა პარადიც, ამტკიცებდა, რომ ჯონის არ შეეძლო ასეთი რამის ჩადენა. (ტექსტში მიწერია, რომ მსახიობმა განაცხადა, არ ვადასტურებ, რომ ჯონიმ ეს ჩაიდინა. სასამართლოს გადაწყვეტილებაც ცნობილია, უბრლოდ სტატიაა სხვა შინაარსის, თორემ ისიც ვიცი, რომ ემბერი ასე შორდებოდა სხვა ქმრებსაც სკანდალებით, რომ განქორწინების შემდეგ ქონება გაეყო მათ მისთვის)
28 თებერვალი, 17:43
ერთი ბასილაშვილმა გაიგდო ყ** ქვეშ თავისი ცოლი და მეორე დეპმა ემბერი. ყველაფერთან ერთად,სასამართლოს გადაწყვეტილება არის გამოტანილი და გაამართლეს დეპი,ხოდა თქვენ საიდან იცით რო სცემა? იქაც მურუსიძის სასამართლოა?
0 1 2