x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
"მადამ პღეზიდანო, ევღოპა ნეხვშია!"-გელა ზედელაშვილი

"მადამ პღეზიდანო, ევღოპა ნეხვშია!

*

გუშინ მადამ პღეზიდანმა ტვინი წაიღო - ევღოპა, ევღოპამ, ევღოპას, ევღოპიდან, ევღოპამდეო... ეგ არი ჩვენი გადარჩენის ერთადერთი შანსი, სხვა გზა და სხვა ხსნა უბრალოდ არ გაგვაჩნიაო... რუსეთი უნდა გვძაგდეს, ევღოპა კიდე გვიყვარდეს, ჩვენი ფესვები და ფასეულობები მანდ არიო.

მე სულ ვამბობ ხოლმე და ეს პრაქტიკულადაც მტკიცდება - ვინც გაუთავებლად ლანძღავს რუსეთს, მას რაღაც საჩოთირო აკავშირებს იმავე რუსეთთან და ასეთი საქციელით იქმნის ე.წ. ალიბს. ასეთები ბევრნი არიან საქართველოში და... როგორც ამბობენ, ერთ-ერთი მათგანი მადამ პღეზიდანიც გახლავთ.


არ ვიცი, რასაკვირველია, მე ვერაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ავი ენები ამბობენ, მაგასაც ჰქონდა ფარული სენტიმენტები ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან იმ შავსა და ბნელ პერიოდშიო. შემდეგ რა მოხდა, ვინ გადაიბირა და ახლა ვის ემსახურება, ეგ უკვე სხვა საკითხია.

აკი წამოაძახა კიდევაც გუშინ სოზარ სუბარმა - ხომ დაგისაქმეს შვილები, კიდევ რა გინდა, რით ვერ დაოკდიო?

სხვათა შორის, სოზარმა თავისი წინაპრების “ვაჟკაცობანიც'' შეახსენა, მაგრამ ვერც თავი იმართლა, ვერც გააპროტესტა, ვერც სიტყვა დაძრა, ისევ ევღოპაო და... დარბაზიდან დაღლილი სახედარივით გათოხარიკდა.


*

მადამ პღეზიდანს ისე გამოჰყავს, გეგონება საქართველოში ევროპის შესახებ არავის არაფერი გაუგონია და უნდა გვასწავლოს, რას ნიშნავს ნამდვილი ევროპიელობა.

დიახ!

ახლა ამას ისღა აკლია, ავი მასწავლებელივით ხელში “ლინეიკა'' აიღოს და წაგვიშინოს - თქვე ოხრებო, ევროპეიზმს რეიზა არ სწავლობთო?

ჯერ არ იცის, ვსწავლობთ თუ არა, მაგრამ უკვე ბრაზობს და თანაც ვერ წარმოუდგენია, რომ ჩვენ უკეთესად ვსწავლობთ, ვიდრე თვითონ ისწავლა.


*

რა ხდება დღეს მადამ პღეზიდანის საყვარელ ევღოპაში?

რა ხდება და... მთელი ევღოპა ნეხვშია, თანაც პირდაპირი გაგებით!

პარიზი. ბრიუსელი. რომი. მადრიდი.

ფერმერებს სუბსიდია შეუწყვიტესო, თავიანთი მიწების ნაწილი არ უნდა დაამუშაონ, ბიოლრავალფეროვნება უნდა შეინარჩუნონო.

ამაზე გაგიჟდნენ ევროპიელი ფერმერები!

და კიდე... იმასაც ითხოვენ, უკრაინიდან დამპალი პროდუქტების შემოტანა შეზღუდეთ, თორემ ჩვენ ვზარალდებითო.

იქნებ გუშინ ამაზე ეთქვა მადამ პღეზიდანს ორიოდ სიტყვა?

არა, ისევ ძველსა და დაჩლუნგებულ ჩვენებას აწვება - უკრაინა რუსეთს ამარცხებსო.

ცრუობს!

არ უნდა იმის აღიარება, რომ რუსეთი კი არ მარცხდება, მთელი ევღოპა ნეხვში ჩაეფლო და უკან ვეღარ გამოდის.

მადამ პღეზიდანო, მას შემდეგ, რაც ევღოპამ რუსეთს ომი გამოუცხადა, არნახულ კრიზისშია.

განა ჩვენ ეს გვინდა? განა ჩვენ ეს გვიხარია? სულაც არა, მაგრამ აჰა, ფაქტია და რა გავაკეთოთ?

კი, ბატონო, თქვენ კი ამტკიცებთ, რომ ფაქტი ტრაკშია, მაგრამ ეგრე არ არი, ფაქტი ხელის გულზე დევს!"-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.


1
52
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
52
  
7 თებერვალი, 18:45
ევროპას ეკონომიკური ვარდნა აქვს წელს და მომავალ წელსაც, " კაროჩე" ევროპას დედა აქვს მიჯმმუული. 2025-ში გერმანიაში "ალტერნატივა გერმანიისთვის" იმარჯვებს და გერმანია ტოვებს ეუროგეიკავშირს. გერმანიის გასვლა და ევროკავშირის სიკვდილი ავტომატურად მოხდება. მერე მანახა მადამ პღაზიდანის სახე.
0 1 1