x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
როსველის ინციდენტის დროს გადარჩენილი უცხოპლანეტელი ადამიანებს დაეკონტაქტა

თუ უცხოპლანეტელების თემა გაინტერესებთ, აუცილებლად გექნებათ ინფორმაცია როსველის ინციდენტის შესახებ. ხოლო მათ, ვინც ამ თემით მხოლოდ ახლა დაინტერესდა... მოკლედ, 1947 წ. როსველის მახლობლად (ნიუ-მექსიკოს შტატი, აშშ) ამოუცნობმა მფრინავმა ობიექტმა განიცადა კატასტროფა და ამის შესახებ, გაზეთებშიც კი დაწერეს. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ უცხოპლანეტელების ხომალდის ერთი პილოტი გადარჩა და მასთან კონტაქტი მოხერხდა.


image


ამის შესახებ, ინფორმაცია აშშ-ს საჰაერო ძალების სამედიცინო კორპუსის ყოფილმა თანამშრომელმა მატილდა ო`დონელმა, ამ საუკუნის დასაწყისში გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ინფორმაციას საიდუმლო გრიფი მოეხსნა.

მისი თქმით, როდესაც სამხედრო ბაზაზე ამო–ს კატასტროფის შესახებ გაიგეს, მას კონტრდაზვერვის ოფიცერთან ერთად, ინციდენტის ადგილზე მისვლა უბრძანეს. ხოლო, ადგილზე მისული ექიმი, უცხოპლანეტელის გასასინჯად მიიყვანეს.

ხომალდის გადარჩენილი პილოტი გონზე იყო, მაგრამ კონტაქტზე არ მოდიოდა. თუმცა, როდესაც მატილდა «პაციენტის» გასინჯვას შეუდგა, ექიმი მიხვდა, რომ უცხოპლანეტელი მის თავში «შეღწევას» ცდილობდა.

უსაფრთხოების წესების დაცვის საწინააღმდეგოდ, მატილდა აიძულეს, რომ მისი «კომპანიონი» გამხდარიყო...


image


«ეს შოკი იყო... ჩემი ქვეყნის ღალატი... მე უბრალოდ გამომიყენეს... შესაძლო შედეგების გათვალისწინების გარეშე. ფურცელზე დაწერილი კითხვები გადმომცეს, რომელიც მისთვის უნდა დამესვა» – ათწლეულების შემდეგ აღნიშნა ექიმმა.

მაგრამ საბედნიეროდ, უცხოპლანეტელი მასთან, სხეულის საშუალებით, მხოლოდ საერთო ენის მონახვას ცდილობდა.

გაირკვა, რომ მას ეირლი ერქვა. ხოლო, როდესაც ჰკითხეს, თუ ვინ იყო, ასე უპასუხა:

– ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, სქესი არა მაქვს. ჩვენ არ გაგვაჩნია შინაგანი ან გარეგანი რეპროდუქციული ორგანოები. თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი სხეულის გაგებას. ჩვენ უფრო მეტად რობოტებს ვგავართ და არც ბიოლოგიური უჯრედები გაგვაჩნია. ჩვენი ნერვული სისტემა ელექტროდენია, რომელიც მთელს სხეულში ვრცელდება.
მისი სიმაღლე 1 მეტრს არ აღემატებოდა. თავი, არაპროპორციულად, დიდი ჰქონდა. კიდურები კი – ძალიან წვრილი და თითოეულზე, მხოლოდ 3–3 თითი ჰქონდა. მას არ სჭირდებოდა საკვები და წყალი. მისი სხეული კი, არც ბიოლოგიური და არც მექანიკური იყო.

გამოკითხვის შემდეგი პროცესი, ასე წარიმართა:

– დაჭრილი ხართ?
– არა

– ჩვენ შეგვიძლია სამედიცინო დახმარება აღმოგიჩინოთ.

რაზეც უცხოპლანეტელმა თავი გაიქნია.

– არის თქვენს ხომალდზე ისეთი რამ, რაც ზიანს მოუტანს კაცობრიობას?

– არა.

– თქვენს შესახებ ვინმემ თუ იცის? აქაურს ვგულისხმობთ.

– არა, ჯერ არა.

– თქვენს წასაყვანად მოვლენ?

– დიახ.

– რა იარაღს ფლობთ?

– დამანგრეველს.

– და რატომ ჩამოვარდით?
– ჩვენს ხომალდს მეხი დაეცა და კონტროლი დავკარგეთ.

– ჩვენს კოსმოსურ სივრცეში რას აკეთებდით?

– რადიაციულ ღრუბლებს ვსწავლობთ.
– თქვენი ხომალდი როგორ მუშაობს?

– თქვენ ვერ გაიგებთ.

– ერთმანეთს როგორ ეკონტაქტებით?

– ისევე, როგორც თქვენ.

– საიდან ჩამოხვედით?

– ამის ცოდნა არაფერს მოგცემთ.
– თქვენი პლანეტა როგორია, დედამიწასთან შედარებით?

– დედამიწა – ნაკრძალია. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი საკუთრების დაცვას.

– რას გულისხმობთ?
– ყველაფერი ზედაპირზეა.
– ადამიანებზე რას ფიქრობთ?

– უბედურები და მყიფეები ხართ. საკუთარ სახლს ანადგურებთ.
– ადამიანებს ოფიციალურად რატომ არ ეცნობით?

– ჩვენთვის დაკვირვებაც საკმარისია.
– დიდი ხანია, რაც გვაკვირდებით?

– რამდენი ხანია? თქვენ ჯერ აქ არც იყავით, როდესაც ჩვენ, ამ პლანეტასთან დაკავშირებით, გეგმებს ვაწყობდით.
– თქვენი პლანეტა შეგიძლიათ აღგვიწეროთ?

– უსასრულობა.
– ეს რას ნიშნავს?

– ყველაფერს...
– თქვენი ცივილიზაცია რამდენი წლის არის?

– მილიარდობით. ჩვენ ყველა ცნობილ რასაზე მაღლა ვდგავართ.

– ღმერთის თუ გწამთ?
– ვფიქრობთ, რომ ის არის.

– თქვენს სამყაროში რა წესებია?

– ყველაფერი მხოლოდ მომავლისთვის კეთდება, რომ რასამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს.
– თქვენს გარდა, არსებობს სიცოცხლის მოწინავე ფორმები?

– რა თქმა უნდა. მაგრამ ჩვენ, ყველაზე განვითარებულები ვართ.

მატილდას თქმით, ამ ეტაპზე, ინტერვიუ დასრულდა და როდესაც უშიშროების ოფიცრებმა პასუხები გაანალიზეს, მათ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდათ. კითხვების შემდეგი სია რამდენიმე საათში მზად იყო...

«მაგრამ ამჯერად, მასთან ინტერვიუზე, რამდენიმე სამხედრო გამომყვა. მათ, როგორც ამიხსნეს, ჩემი დახმარება უნდოდათ. თუმცა, ეირლიმ კონტაქტი შეწყვიტა...

კიდევ რამდენიმე დღე ვცდილობდით მისგან პასუხების მიღებას, მაგრამ, უშედეგოდ... თუმცა, როდესაც მარტო შევედი, და ვკითხე, თუ რატომ თქვა კონტაქტზე უარი, მითხრა»:

– უარი არ მითქვამს, თქვენ შეწყვიტეთ ჩემი გაგება. ამაში შიში გიშლიდათ ხელს.
– შეგიძლიათ რომ სიმბოლოები დახატოთ, რომლებსაც ჩვენ ენაზე ვთარგმნით?

– ეჭვი მეპარება.
– ურთიერთობის სხვა ხერხი თუ არსებობს, რომ თქვენი აზრების უფრო ნათლად გაგება შევძლოთ?

– არა.
– თქვენს წასაყვანად როდის მოვლენ?

– თქვენ მიხვდებით.

სამხედროები იმედგაცრუებულნი იყვნენ, რომ უცხოპლანეტელს მხოლოდ მატილდასთან შეეძლო საუბარი და მას ეირლისთვის ინგლისური ენის ანბანის სწავლება დაავალეს.

უცხოპლანეტელი კარგი მოსწავლე აღმოჩნდა და სულ მალე წერა–კითხვა იცოდა. ბოლოს კი, მატილდას დაუწერა, რომ საუბრისთვის უკვე მზად იყო.

ამის შემდეგ, მატილდა საჭირო აღარ იყო და არც უცხოპლანეტელის შემდგომი ბედის შესახებ, არსებობს რამე სახის ცნობა.



image

სხვა სიახლეები:


* მარშალი, მისი საყვარელი და სახელმწიფოს მეთაური – როგორ ხუმრობდა სტალინი?

* ქალის და მამაკაცის ტვინი – განსხვავება, მიზეზები და შედეგები

* თუ თავს გონებამახვილად თვლით, მაშინ ეს გამოცანები თქვენთვისაა (პასუხები აქვს)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
678
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
678
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0