x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
ილონ მასკი – მარსის თვითგამოცხადებული იმპერატორი

2 წლის წინ, ილონ მასკმა (Elon Musk) თავისთვის წოდება მოიფიქრა, რომელიც ბევრად უფრო კარგად ჟღერს, ვიდრე Tesla–ს დამფუძნებლის, ან მეთაურის სახელი — მან თავი, Tesla–ს მეფედ გამოაცხადა. ამასთან, ეს ოფიციალურადაც გააფორმა და ახალი თანამდებობა ანგარიშებშიც დააფიქსირა, რომლებიც ფასიანი ქაღალდების კომისიას და აშშ–ს ბირჟას გადაუგზავნა. მაგრამ, ახლა, მასკს უკვე ახალი თანამდებობა აქვს და ის ბევრად უფრო საპატიოა, ვიდრე, თუნდაც, ერთი კომპანიის მეფობაა.


image


Tesla ტექნომეფემ, თავი არც მეტი, არც ნაკლები, მარსის იმპერატორად გამოაცხადა! თუმცა, Twitter–ით მიანიშნა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. მაგრამ, როგორც ამბობენ, "ყველა ხუმრობაშია სიმართლის მარცვალი"... და SpaceX–ს პლანეტათაშორისმა რაკეტების პროტოტიპები ყველა წარუმატებლობის მიუხედავად, ილონ მასკის კომპანია — წითელი პლანეტის ათვისების საქმეში, აშკარა ლიდერია!

მარსამდე მისასვლელად, 210 დღე არის საჭირო და ამდენივე – დასაბრუნებლად. მაგრამ, თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავა, შეიძლება ფრენა მხოლოდ ერთი მიმართულებით განხორციელდეს... თუმცა, იმის დაშვებაც შეიძლება, რომ მომავალში, კაცობრიობამ მარსის ტერაფორმირება (დედამიწის მსგავსად ფორმირება) მოახდინოს. მაგრამ...

შეიძლება, დღეს ეს არც ისე დამაჯერებლად ჟღერს. მაგრამ, არსებობს გარკვეული ალბათობა, რომ წითელ პლანეტაზე გონიერი სიცოცხლე არსებობს... ამიტომ, მარსის კოლონიზაცია, შეიძლება, ევროპელების მიერ, ჩრდ. ამერიკის კოლონიზაციას შევადაროთ და სავსებით შესაძლებელია, რომ დედამიწიდან ჩასულებს, თავდაცვა, იარაღით ხელში მოუხდეთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ილონ მასკი მარსის მისიაზე უარს არ ამბობს და მის განხორციელებას 2030 წლისთვის გეგმავს... და ეს მილიარდერის უბრალო აკვიატება სულაც არ არის!

2012 წელს ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ მარსის ატმოსფეროში მეთანი აღმოაჩინა. რა არის განსაკუთრებული ამ გაზში? – ის, რომ ეს აირი მხოლოდ ორგანული ნივთიერებების დაშლის შედეგად წარმოიქმნება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ წითელ პლანეტაზე ორგანული სიცოცხლე, საკმაოდ დიდი რაოდენობით არის.

დღეს მეცნიერების ერთი ნაწილი თანხმდება, რომ კაცობრიობის სამშობლო დედამიწა არ არის... და ეს შეიძლება მარსიც იყოს. იქ მომხდარი კატასტროფის შემდეგ, მოსახლეობის ერთი ნაწილი, ალბათ დედამიწაზე დამკვიდრდა. ხოლო ვინც დარჩა, პლანეტის უსიცოცხლო ზედაპირის ქვეშ მოწყობილ ნაგებობებს შეაფარეს თავი, ან თავშესაფარი შემდეგ მოაწყვეს. დროთა განმავლობაში კი, ადაპტირება შეძლეს და უფრო მაღალი ვიბრაციის სიხშირის პირობებში, ცხოვრება შეძლეს... და თუ ეს მართლაც ასეა, ნამდვილად ღირს მარსზე გამგზავრება და იქაური ტექნოლოგიების დედამიწაზე გადმოტანა, რათა ჩვენი ცივილიზაციის განვითარება დაჩქარდეს და საფრთხის შემთხვევაში, კაცობრიობას გადარჩენის შანსი ჰქონდეს. ხოლო ის ადამიანი, ვინც ასეთ ტექნოლოგიებზე წვდომას მიიღებს, მხოლოდ სამუდამოდ კი არ ჩაიწერს საკუთარ სახელს ისტორიაში, ის მასში, ყველაზე ძლევამოსილი ადამიანის სახელს დაიმკვიდრებს.


image

სხვა სიახლეები:


* მარშალი, მისი საყვარელი და სახელმწიფოს მეთაური – როგორ ხუმრობდა სტალინი?

* ქალის და მამაკაცის ტვინი – განსხვავება, მიზეზები და შედეგები

* თუ თავს გონებამახვილად თვლით, მაშინ ეს გამოცანები თქვენთვისაა (პასუხები აქვს)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
202
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0